თბილისი:
მანჩესტერი:
17-11-2013, 19:50
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2084,
კომენტარები: 15
ნანი: მალე იხილავთ ნამდვილ "იუნაიტედს"
ნანი დარწმუნებულია, რომ "იუნაიტედი" მალე დაუბრუნდება ჩვეულ ფორმას
ნანი: მალე იხილავთ ნამდვილ
ნანი დარწმუნებულია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" კვლავ ჩადგება ფორმაში, თუმცა აღიარა, რომ გუნდები "ოლდ ტრაფორდზე" უფრო მეტი თავდაჯერებულობით ჩამოდიან.

სანაკრებო შესვენებამდე "არსენალის" დამარცხებით დევიდ მოიესის შეგირდებმა შეამცირეს სხვაობა "პრემიერ ლიგის" ლიდერთან, თუმცა მათი რამდენიმე თამაში ამ სეზონში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

"ვესტ ბრომვიჩთან" დამარცხების და "საუზჰემპტონთან" ფრის შემდეგ, ნანი თვლის, რომ "ოლდ ტრაფორდზე" თამაშისას შიშის ფატორი ისეთი აღარაა, როგორიც ადრე იყო. თუმცა პორტუგალიელი ვინგერი დარწმუნებულია, რომ "იუნაიტედი" მალე დაუბრუნდება ჩვეულ ფორმას და ყველას დაანახებს თავის სიძლიერეს.

"როგორც ჩანს, გუნდები უფრო თავდაჯერებულები არიან, როცა ისინი ჩვენთან სათამაშოდ ჩამოდიან." - განაცხადა მან. "მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს შეიცვლება, რადგან ამ მომენტისთვის ჩვენ ვერ ვთამაშობთ სრული თავდაჯერებულობით. ვფიქრობ, მომავალ მატჩებში ყველას დავანახებთ ნამდვილ 'მანჩესტერ იუნაიტედს' და გავაუმჯობესებთ შედეგებს."

ნანიმ ჯერჯერობით მხოლოდ ოთხი ლიგის თამაშის დაწყება შეძლო და ჯერ კიდევ ვერ მოახეხა გოლის გატანა ან საგოლე პასის გაკეთება. თუმცა ის ირწმუნება, რომ ძალიან მოსწონს ახალ მენეჯერთან მუშაობა.

"მენეჯერი ჩემს მიმართ შესანიშნავად არის განწყობილო." დაამატა მან. "ის მე რჩევებს მაძლევს და მეხმარება თავდაჯერებულობის დაბრუნებაში. ყველა მწრვთნელი ცდილობს დამეხმაროს ჩემი საუკეთესო შესაძლებლობების გამოვლენაში და მეხმარებიან საუკეთესო ფორმის აკრეფაში."

წყარო: SkySports
სიახლეები
15 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
17 ნოემბერი 2013 19:51
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
მანჩესტერ შედის ფორმაში და იმედია ნანიც მოუმატებს, როცა ფორმაშია ერთ-ერთი საუკეთესოა გუნდში.
0
№2
ავტორი: Rosso Diavolo
17 ნოემბერი 2013 19:52
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
ხო რა ..ოლდ ტრაფორდის შიში უკვე აღარ ააქვთ .. : ((

ბანძ გუნდებს, მაგრამ "იუნაიტედი" ძველ დიდებას დაიბრუნებს,..
0
№3
ავტორი: NeymaR
17 ნოემბერი 2013 20:22
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
ჯობია შენ მოუმატო თორე არ ვიცი რასს გიზავ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№4
ავტორი: Beckham 7
17 ნოემბერი 2013 20:28
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
მალე ვიხილავთ ნამდვილ იუნაიტედს შენს გარეშე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№5
ავტორი: gilmour
17 ნოემბერი 2013 20:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ეჰ ნანი შენ კარგ თამაშს თუ ვიხილავთ ნეტა კიდე.
0
№6
ავტორი: VaRdo
17 ნოემბერი 2013 20:38
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
დავიღალე რა ამ სანაკრებო პაუზით !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: GeorgeBest
17 ნოემბერი 2013 20:40
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ნამდვილ, ძველ ნანის ვიხილავთ ნეტა როდისმე?
0
№8
ავტორი: chudikone
17 ნოემბერი 2013 21:23
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ნანის ვერ უწყობენ წესივრად თორე ნახავდით რაც შეუძლია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№9
ავტორი: love united
17 ნოემბერი 2013 21:39
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ფორმაში ჩაგდეს ნეტავ როდესმე :დ
0
№10
ავტორი: Macklemore
18 ნოემბერი 2013 00:34
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
შენ მოუმატე გირჩევნია და ძირითადის ადგილს ვერავინ აგახევს!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top