თბილისი:
მანჩესტერი:
17-11-2013, 19:50
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2286,
კომენტარები: 15
ნანი: მალე იხილავთ ნამდვილ "იუნაიტედს"
ნანი დარწმუნებულია, რომ "იუნაიტედი" მალე დაუბრუნდება ჩვეულ ფორმას
ნანი: მალე იხილავთ ნამდვილ
ნანი დარწმუნებულია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" კვლავ ჩადგება ფორმაში, თუმცა აღიარა, რომ გუნდები "ოლდ ტრაფორდზე" უფრო მეტი თავდაჯერებულობით ჩამოდიან.

სანაკრებო შესვენებამდე "არსენალის" დამარცხებით დევიდ მოიესის შეგირდებმა შეამცირეს სხვაობა "პრემიერ ლიგის" ლიდერთან, თუმცა მათი რამდენიმე თამაში ამ სეზონში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

"ვესტ ბრომვიჩთან" დამარცხების და "საუზჰემპტონთან" ფრის შემდეგ, ნანი თვლის, რომ "ოლდ ტრაფორდზე" თამაშისას შიშის ფატორი ისეთი აღარაა, როგორიც ადრე იყო. თუმცა პორტუგალიელი ვინგერი დარწმუნებულია, რომ "იუნაიტედი" მალე დაუბრუნდება ჩვეულ ფორმას და ყველას დაანახებს თავის სიძლიერეს.

"როგორც ჩანს, გუნდები უფრო თავდაჯერებულები არიან, როცა ისინი ჩვენთან სათამაშოდ ჩამოდიან." - განაცხადა მან. "მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს შეიცვლება, რადგან ამ მომენტისთვის ჩვენ ვერ ვთამაშობთ სრული თავდაჯერებულობით. ვფიქრობ, მომავალ მატჩებში ყველას დავანახებთ ნამდვილ 'მანჩესტერ იუნაიტედს' და გავაუმჯობესებთ შედეგებს."

ნანიმ ჯერჯერობით მხოლოდ ოთხი ლიგის თამაშის დაწყება შეძლო და ჯერ კიდევ ვერ მოახეხა გოლის გატანა ან საგოლე პასის გაკეთება. თუმცა ის ირწმუნება, რომ ძალიან მოსწონს ახალ მენეჯერთან მუშაობა.

"მენეჯერი ჩემს მიმართ შესანიშნავად არის განწყობილო." დაამატა მან. "ის მე რჩევებს მაძლევს და მეხმარება თავდაჯერებულობის დაბრუნებაში. ყველა მწრვთნელი ცდილობს დამეხმაროს ჩემი საუკეთესო შესაძლებლობების გამოვლენაში და მეხმარებიან საუკეთესო ფორმის აკრეფაში."

წყარო: SkySports
სიახლეები
15 კომენტარი
№11
ავტორი: Red Hooligan
18 ნოემბერი 2013 01:16
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
გიორგი,
Macklemore,
gilmour,
მალე მეგობრებო მალე, სულ ცოტაც მოიცადეთ.

წყარო: ნანისგადამკვდარიფანები.ქომ ;დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№12
ავტორი: red devil
18 ნოემბერი 2013 11:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Red Hooligan,
male male da ukve daberda :D es tavis formas ise daibrunebs rogorc me gavxdebi fexburteli :D
0
№13
ავტორი: Goginashvili777
18 ნოემბერი 2013 14:42
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ნანი თუ ფორმაში ჩადგა მერე ნახეთ თქვენ :)
ძველ იუნაიტედს ვიხილავთ სულ მალე ! 9 წაუგებელი მატჩი და შემდეგი ტური კარდიფთან !! რაც შეეხება სატრანსფერო პერიოდს !
სუბოტიჩი ან მანგალა !! როისი დიმარია და ბეინსი !


----- დე ხეა ----
რაფაელი ვიდიჩი სუბოტიჩი ბეინსი
--- კერიკი -- ფელაინი---
ვალენსია/ნანი როისი --- კაგავა ველბექი
რუნი ვან პერსი !! ვაიმე რა სასტავი : (
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№14
ავტორი: Red Hooligan
18 ნოემბერი 2013 20:34
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
red devil,
დაბერდაო ისე იძახით გეგონება 30ს გადაცდა. ან გეგონება არაფერი არ გაუკეთებია და ახლა უნდა გაიბრწყინოს. ახლა, რომც წავიდეს მანჩედან, გუნდის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ვინგერი იქნება და ვინ შემედავება ერთი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№15
ავტორი: Shako Jones
18 ნოემბერი 2013 21:08
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
რა ცენზურაა :დ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top