თბილისი:
მანჩესტერი:
30-10-2012, 19:37
ავტორი: APeX,
ნანახია: 2271,
კომენტარები: 19
კინი: "სერიოზული მატჩების გემო გავიგე"
მაიკლ კინს "ჩელსისთან" თამაშის იმედი აქვს...
კინი:
მაიკლ კინი იმედოვნებს, რომ ლონდონის "ჩელსისთან" ლიგის თასზე გამართულ შეხვედრაში კვლავ მიეცემა პირველ გუნდში თამაშის შანსი. 19 წლის მცველმა საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავისი შესაძლებლობები ამავე ტურნირის წინა ტურში "ნიუკასლის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში. MUTV-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ახალგაზრდა მცველი გამოტყდა, რომ "ყვავებთან" თამაშის შემდეგ ბევრი რამ ისწავლა.

"როდესაც შენ გაცილებით მაღალი დონის თამაშზე გამოდიხარ, ძალიან დიდი წნეხის ქვეშ იმყოფები, - აღნიშნა კინმა. "ქულებისთვს ბრძოლით და იმ მატჩებში ასპარზობით, რომლებიც მართლაც რომ მნიშვნელოვანია შენ გაცილებით მეტ გამოცდილებას იძენ, ვიდრე ჩვეულებრივი ამხანაგური მატჩების დროს. როდესაც შენ ძირითად შემადგენლობაში ხვდები, ძალიან გინდა გაიმარჯვო და ქულები დააგროვო. "ნიუკასლთან" თამაშის შემდეგ მე გავძლიერდი. მე ასე არასდროს დავღლილვარ, არც გონებრივად და არც ფიზიკურად. ეს 90 წუთი ძალიან დამღლელი და რთჺლი იყო, მაგრამ ჩვენ გამარჯვების მოპოვება მაინც შევძელით.

"აშკარაა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" თამაშს მეტი ენერგია და ძალა სჭირდება, ხოლო რაც შეეხება გონებრივ დავირთვას, გაცილებით გამოცდილი მოთამაშეების წინააღმდეგ თამაშისას მთლინად მატჩზე უნდა იყო კონცენტრირებული. ამას დიდი ძალისხმევის გაწევა სჭირდება, მაგრამ 90 წუთი დაუღალავი შრომის შემდეგ დადებითი შედეგი გარანტირებული გაქვს.

"შოლა ამეობიმ პრემიერ ლიგაში უკვე ოთხი წელი გაატარა, ამიტომ შენ ხვდები, რომ თუ მის წინააღმდეგ თამაშს განდობენ, შენ ინგლისის პირველობისთვის უკვე საკმარისად კარგი ხარ. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა. ოთხივე მცველმა ნორმალურად გავართვით თავი დაკისრებულ დავალებას."


გასული წლის გუნდის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ამ სეზონზე უკვე რამდენჯერმე მოხვდა "იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში და სერ ალექსს უდავოთ კარგად დაამახსოვრდა.

"მე ყოველ დღე ვვარჯიშობ, - აღნიშნა კინმა. "მე შეუპოვრად ვმუშაობ, ასე რომ ყველაფერი კარგად მიდის. წინასასეზონო ტურნეში მონაწილეობა და ძირითად შემადგენლობაში თამაში გაძლევს წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ძირითადში თამაში და შენი შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ გიბიძგებს. მე მესმის, რომ კონკურენციის გამო მხოლოდ ერთი-ორჯერ მომიწევს ძირითად შემადგენლობაში თამაში, მაგრამ ყველანაირად ვცდილობ არ ვიფიქრო ამაზე. მე უბრალოდ ყოველ დღე შეუპოვრად უნდა ვივარჯიშო და ვიშრომო, რათა დავამტკიცო, რომ საკმარისად კარგი მოთამაშე ვარ, და ვინ იცის, იქნებ ძირითადში თამაშის საშუალებაც კი მომეცეს.

"გასულ წელს ბევრი რამ მოხდა და მე დიდი გამოცდილება მივიღე. მე ვაგრძელებ გამოცდილების მიღებას, და ვიმედოვნებ, რომ პროგრესირებას არ შევწყვეტ, რაც მე ინგლისის ნაკრებსა და "იუნაიტედის" პირველ გუნდში თამაშჲს მეტ შანსს მომცემს."


წყარო: manutd.ru
ახალი ამბები
19 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
30 ოქტომბერი 2012 19:38
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
კინის კარგი მომავალი ექნება smile
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: VaRdo
30 ოქტომბერი 2012 19:41
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ვნახოთ ვნახოთ ნიუკასლთან დიდად არ მომეწონა : ) იმედია მოუმატებს და დაიმკვიდრებს ადგილს ძირითადში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: love united
30 ოქტომბერი 2012 19:43
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
კაი ბიჭია...მე მომწონს...
0
№4
ავტორი: Berba 9
30 ოქტომბერი 2012 19:46
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
კარგი ხარ, თუმცა უნდა მოუმატო რა))) ნიუკასლთან ვერ იყავი ისეთი)) რაც შეეხება ამ თასის თამაშს, მე პირველ რიგში ნანის ვათამაშებდი)) რომ დაამტკიცოს რა შეუძლია))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№5
ავტორი: APeX
30 ოქტომბერი 2012 19:47
  • სიახლეები: 25
  • კომენტარები: 384
მე პირადად ვუტონი მირჩევნია.. უფრო გამოცდილიცაა. ნუ პრინციფში ის 20 ის თუ 21-ისაა და ეს 19
0
№6
ავტორი: Ví Ví
30 ოქტომბერი 2012 19:50
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
კინი მაგრად მევასება ძაან მაგარია derphappycry
0
№7
ავტორი: Malboro463
30 ოქტომბერი 2012 19:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5869
ამის ძმა მაგარია ეს სუსტია უჭირს დაცვაში თამაში
0
№8
ავტორი: GeorgeBest
30 ოქტომბერი 2012 19:54
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
კარგი ბიჭია ესეც, მაგრამ ვუტონის უფრო მეიმედება რაღაც bigboss2

საღოლ ავტორ good2
0
№9
ავტორი: Malboro463
30 ოქტომბერი 2012 19:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5869
Great M.U,
გეთანხმები ანდერსონიც უნდა დაყენოს ძირითადში იმსახურებს
0
№10
ავტორი: Zizou
30 ოქტომბერი 2012 20:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
ისეთი გვარი გაქ ჯერ მარტო მაგიტო მოგეთხოვება როგორცმინიმუმ ნორმალურად თამაში :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top