თბილისი:
მანჩესტერი:
30-10-2012, 19:37
ავტორი: APeX,
ნანახია: 2157,
კომენტარები: 19
კინი: "სერიოზული მატჩების გემო გავიგე"
მაიკლ კინს "ჩელსისთან" თამაშის იმედი აქვს...
კინი:
მაიკლ კინი იმედოვნებს, რომ ლონდონის "ჩელსისთან" ლიგის თასზე გამართულ შეხვედრაში კვლავ მიეცემა პირველ გუნდში თამაშის შანსი. 19 წლის მცველმა საკმაოდ კარგად წარმოაჩინა თავისი შესაძლებლობები ამავე ტურნირის წინა ტურში "ნიუკასლის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში. MUTV-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ახალგაზრდა მცველი გამოტყდა, რომ "ყვავებთან" თამაშის შემდეგ ბევრი რამ ისწავლა.

"როდესაც შენ გაცილებით მაღალი დონის თამაშზე გამოდიხარ, ძალიან დიდი წნეხის ქვეშ იმყოფები, - აღნიშნა კინმა. "ქულებისთვს ბრძოლით და იმ მატჩებში ასპარზობით, რომლებიც მართლაც რომ მნიშვნელოვანია შენ გაცილებით მეტ გამოცდილებას იძენ, ვიდრე ჩვეულებრივი ამხანაგური მატჩების დროს. როდესაც შენ ძირითად შემადგენლობაში ხვდები, ძალიან გინდა გაიმარჯვო და ქულები დააგროვო. "ნიუკასლთან" თამაშის შემდეგ მე გავძლიერდი. მე ასე არასდროს დავღლილვარ, არც გონებრივად და არც ფიზიკურად. ეს 90 წუთი ძალიან დამღლელი და რთჺლი იყო, მაგრამ ჩვენ გამარჯვების მოპოვება მაინც შევძელით.

"აშკარაა, რომ "ოლდ ტრაფორდზე" თამაშს მეტი ენერგია და ძალა სჭირდება, ხოლო რაც შეეხება გონებრივ დავირთვას, გაცილებით გამოცდილი მოთამაშეების წინააღმდეგ თამაშისას მთლინად მატჩზე უნდა იყო კონცენტრირებული. ამას დიდი ძალისხმევის გაწევა სჭირდება, მაგრამ 90 წუთი დაუღალავი შრომის შემდეგ დადებითი შედეგი გარანტირებული გაქვს.

"შოლა ამეობიმ პრემიერ ლიგაში უკვე ოთხი წელი გაატარა, ამიტომ შენ ხვდები, რომ თუ მის წინააღმდეგ თამაშს განდობენ, შენ ინგლისის პირველობისთვის უკვე საკმარისად კარგი ხარ. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა. ოთხივე მცველმა ნორმალურად გავართვით თავი დაკისრებულ დავალებას."


გასული წლის გუნდის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ამ სეზონზე უკვე რამდენჯერმე მოხვდა "იუნაიტედის" ძირითად შემადგენლობაში და სერ ალექსს უდავოთ კარგად დაამახსოვრდა.

"მე ყოველ დღე ვვარჯიშობ, - აღნიშნა კინმა. "მე შეუპოვრად ვმუშაობ, ასე რომ ყველაფერი კარგად მიდის. წინასასეზონო ტურნეში მონაწილეობა და ძირითად შემადგენლობაში თამაში გაძლევს წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს ძირითადში თამაში და შენი შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ გიბიძგებს. მე მესმის, რომ კონკურენციის გამო მხოლოდ ერთი-ორჯერ მომიწევს ძირითად შემადგენლობაში თამაში, მაგრამ ყველანაირად ვცდილობ არ ვიფიქრო ამაზე. მე უბრალოდ ყოველ დღე შეუპოვრად უნდა ვივარჯიშო და ვიშრომო, რათა დავამტკიცო, რომ საკმარისად კარგი მოთამაშე ვარ, და ვინ იცის, იქნებ ძირითადში თამაშის საშუალებაც კი მომეცეს.

"გასულ წელს ბევრი რამ მოხდა და მე დიდი გამოცდილება მივიღე. მე ვაგრძელებ გამოცდილების მიღებას, და ვიმედოვნებ, რომ პროგრესირებას არ შევწყვეტ, რაც მე ინგლისის ნაკრებსა და "იუნაიტედის" პირველ გუნდში თამაშჲს მეტ შანსს მომცემს."


წყარო: manutd.ru
ახალი ამბები
19 კომენტარი
№11
ავტორი: VaRdo
30 ოქტომბერი 2012 20:07
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
GioO_o,

დიქტატორ დააყენე წესიერი სურათი facepalm
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№12
ავტორი: GeorgeBest
30 ოქტომბერი 2012 20:10
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
VaRdo,
0
№13
ავტორი: VaRdo
30 ოქტომბერი 2012 20:15
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
GioO_o,

trolldad
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№14
ავტორი: RoooneY AND rVp
30 ოქტომბერი 2012 20:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 184
trolldad კაიაააააააა
0
№15
ავტორი: Amanda Seyfried
30 ოქტომბერი 2012 21:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
სჭირდება პრაქტიკა
0
№16
ავტორი: zatara
30 ოქტომბერი 2012 23:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
ამის ძმა ბევრად მაგარია და ბევრად სანდოა... მოუთმენლად ველოდები როდის დაბრუნდება რომ ვიხილო მაგის ფინტიკრუშკაობები :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
№17
ავტორი: Red Hooligan
31 ოქტომბერი 2012 10:26
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ნანი უნდა შემოიყვანოს რო დაამტკიცოს რო გუნდისთვის თამაშობს და არა ფულისთვის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№18
ავტორი: v.persie and rooney
31 ოქტომბერი 2012 14:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 466
1 თამაში ითამაშა ა რა დღეშია
0
№19
ავტორი: RoooneY AND rVp
1 ნოემბერი 2012 22:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 184
კინნნნნნ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top