თბილისი:
მანჩესტერი:
30-10-2013, 16:46
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2784,
კომენტარები: 20
ხუთი ტრანსფერი, რომელიც "იუნაიტედს" გამოაფხიზლებს
ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ხუთ ადამიანს, რომელსაც "იუნაიტედში" გადმოსვლის შემდეგ შეუძლიათ კლუბი გამოაფხიზლონ.
ხუთი ტრანსფერი, რომელიც
სტატიების კასკადი არ წყდება იმის შეახებ, თუ რა ცუდი სტარტი აქვთ დევიდ მოიესის შეგირდებს პრემიერ-ლიგაში. კლუბი ძალიან დიდ ზეწოლას განიცდის მედიის მხრიდან, ამიტომ ბევრი თვლის, რომ "ეშმაკუნებში" ახალი სისხლია საჭირო. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მოიესს ვარსკვლავების შეძენა სურდა, მაგრამ ბოლოს ფელაინის ყიდვა შეძლო. ზამთრის ტრანსფერები უკვე მალე დაიწყება და შემოგთავაზებთ ხუთ ფეხბურთელს, რომლებიც შესანიშნავად მოერგებოდნენ "იუნაიტედს".


ილკაი გუნდოგანი

ხუთი ტრანსფერი, რომელიც "იუნაიტედს" გამოაფხიზლებს

უკვე დიდი ხანია, რაც "იუნაიტედს" ნახევარდაცვის ცენტრში პრობლემები აქვთ. მარუან ფელაინის შეძენის შემდეგაც არ წყდება ეს პრობლემა. კლუბმა უაცილებლად უნდა იფიქროს ამ პოზიციის გამაგრებაზე. გუნდოგანი, რომელიც გერმანიის ნაკრების მაისურით ასპარეზობს და "დორტმუნდის" მთავარ ფიქგურადაც ითვლება. სეზონის დასაწყისში მძიმე ტრავმის მიღებისდა მიუხედავად, ეს ფეხბურთელი მაინც ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება მთელ მსოფლიოში. ცოტა ხნის წინ ფეხბურთელმა მისი ოცნების კლუბად "იუნაიტედი" დაასახელა და თუ "ეშმაკუნების" მას კონტრაქტს შესთავაზებდნენ, ის აუცილებლად განიხილავდა მას. ცოტა ხნის წინ ასევე გაჩნდა ინფორმაცია, რომ "მადრიდის რეალმა" ეს ფეხბურთელი წინასწარ იყიდა, მაგრამ ეს მხოლოდ ჭორია და მეტი არაფერი.

ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 25 მილიონი ფუნტია.


ლუკ შოუ

ხუთი ტრანსფერი, რომელიც "იუნაიტედს" გამოაფხიზლებს

დევიდ მოიესის ინტერესზე ყველას გსმენიათ. შეგეხსენებათ, რომ მას ძალიან სურს მარცხენა მცველის შეძენა. ზაფხულში შოტლანდიელი სპეციალისტი ცდილობდა ლეიტონ ბეინსის "ევერტონიდან" გადაბირებას, მაგრამ უშედეგოდ. თუ ბეინსს უკვე შემდგარ ფეხბურთელს დავარქმევთ, ლუკ შოუ ახლა იწყებს გზას წარმატებული კარიერისკენ.

სულ რაღაც 18 თვეა რაც ფეხბურთელის ოფიციალური დებიუტი შედგა. ტექნიკით დაჯილდოებული ფეხბურთელი არაერთხელ შეუდარებიათ გარეტ ბეილისთვის, შეტევების სიყვარულისდა გამო. შოუს შეუძლია ფლანგებიდან გამწვავება, რაც ახლა "იუნაიტედის" ერთ-ერთ პრობლემად ითვლება.

ჯერ-ჯერობით პატრის ევრას ბედი გაურკვეველია, მაგრამ "იუნაიტედს" შეუძლია ფეხბურთელის ყიდვა და იმ როლის გათამაშება, რაც ვილფრედ ზაჰას დროს გაითამაშა კლუბმა, როდესაც ის სეზონის ბოლომდე დატოვეს "პალასში" და მხოლოდ შემდეგ შეუერთდა "იუნაიტედს".

შოუს პოტენციალს უყურადღებოთ ვერავინ დატოვებს. შეიძლება ითქვას, რომ ბეინსისთვის უფრო ნაკლებ ფულს მოითხოვენ. თვითონ ლუკმა სურვილი გამოთქვა "ჩელსიში" თამაშისა ასე, რომ "იუნაიტედმა" უნდა იჩქაროს და ფეხბურთელი მალე გაიფორმოს.


კოკე

ხუთი ტრანსფერი, რომელიც "იუნაიტედს" გამოაფხიზლებს

თუ ლეგენდას დავუჯერებთ, ერთ დროს "იუნაიტედს" თითქმის გაფორმებული ჰყავდა ხავი. ახლა "ეშმაკუნებს" ეძლევათ შესაძლებლობა გაიფორმონ კოკე, რომელიც უკვე მონათლა ესპნანურმა მედიამ "ახალ ხავით".

ხორხე რესურეკსონ მეროდიო, ცნობილია როგორც კოკე, "ატლეტიკო მადრიდის" აკადემიიდან სულ 4 წელია რაც გამოვიდა და კლუბის მთავარ შემადგენლობაში თამაშობს. ის ძალიან კარგად თამაშობს ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე და დავიდ მოიესიც ესპანელი ვუნდერკინდის დიდი გულშემატკივარია.

თუ გამოცემა Daily Star-ს დავუჯერებთ, ფეხბურთელის ფასი 16 მილიონი ფუნტია. ასეთი ფეხბურთელის ასეთ ფასად ყიდვაზე დაფიქრებაც არ ღირს: ის "იუნაიტედის" ცენტრს კარგად გააკონტროლებს.


როს ბარკლი

ხუთი ტრანსფერი, რომელიც "იუნაიტედს" გამოაფხიზლებს

ცოტას თუ გააკვირვებს ის ფაქტი, რომ მოიესს ბარკლის შეძენა სურს, რომელიც "ევერტონის" აკადემიის საუკეთესო მოთამაშედ ითვლება უეინ რუნის შემდეგ.

როს ბარკლი ჯერ 19 წლისაა და უკვე მოასწრო ეროვნული ნაკრებში, ყველა დონეზე ასპარეზობა. ახალგაზრდა ლივერპულელი სავსეა ენერგიით, ძალიან მოძრავია და მოწინააღმდეგე კარის საფრთხედ ითვლება.

როგორც ლუკ შოუს, ასევე ბარკლის ტალანტიც ძვირი ღირს, მაგრამ ამაზე "ეშმაკუნები" არც უნდა დაფიქრდნენ. თუ კლუბი ამ ახალგაზრდა ფეხბურთელს გაიფორმებს, მას შეეძლება "ევერტონში" სეზონის დასრულება, რომ ფორმა არ დაკარგოს მსოფლიო ჩემპიონატისთვის. მაგრამ მოიესი იმაზეც უნდა დაფიქრდეს, რომ ჯობია შემდგარი ვარსკვლავის ყიდვა, ვიდრე უბრალოდ ნიჭიერი ფეხბურთელის შეძენა.


მარკო როისი

ხუთი ტრანსფერი, რომელიც "იუნაიტედს" გამოაფხიზლებს

ამ ფეხბურთელს დიდი წარსდგენა არ ჭირდება და მას ყველა კარგად იცნობთ. როისის შეძენა "იუნაიტედს" იაფი არ დაუჯდება. ის "იუნაიტედის" ფლანგებს გამოაცოცხლებს და ბევრის აზრით კლუბს კარგად შეეწყობა. წარმოიდგინეთ "ეშმაკუნების" ფლანგები, რომლებზეც მარკო როისი და ადნან იანუზაი განლაგდებიან.
ახალი ამბები
20 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
30 ოქტომბერი 2013 16:56
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
აქედა როისი მინდა, გუნდოგანიც მინდა, კოკეც მინდა, შოუც მინდა და ბარკლიც მინდა...ყველა მაგრად მევასება, მაგრამ ფლანგებზე წარმოიდგინეთ ადნანი და როისი უჰჰჰ, მტრისასა...

პ.ს წერა დამვიწყებია wink
0
№2
ავტორი: I L C
30 ოქტომბერი 2013 17:00
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
საღოლ ლადო...და ადნანი როისი მართლა მაგარი იქნებოდა...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№3
ავტორი: BERDI
30 ოქტომბერი 2013 17:04
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
საღოლ ლადო საღოლ ძალიან მაგარია.

მე გურდოგანი და როისი მინდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№4
ავტორი: Macklemore
30 ოქტომბერი 2013 17:08
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
საღოლ ლადო! რავიცი აბა გუნდში ბევრი ისეთი ფეხბურთელია რომელსაც შეუძლია განვითარება და სათამაშო დრო ჭირდებათ. რავიცი აბა. ამათი ყიდვის მერე უფრო მეტი იქნება ეგეთი ფეხბურთელი!
0
№5
ავტორი: buka oboladze
30 ოქტომბერი 2013 17:25
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
საღოლ ლადო.. ჩემი აზრით ფლანგელი არ გვჭირდება, ერთადერთი იანგი უნდა წავიდეს და მერე იანუზაის ვალენსიას ზაჰას ნანის უფრო მეტი დრო მიეცემა რომელიც უფრო კარგად ითამაშებს ის დაიკავებს ძირიტადში ადგილს, ჩემი აზრით მაინც ჩამშლელი გვჭირდება კიდევ ერთი, ფელაინი ვერ შეეწყო ჯერჯერობით გუნდს, შოუ კარგი იქნება,მაგრამ უფრო მაღალი დონის ფეხბურთელი გაასწორებდა, რო იცი რომ უეჭველი შეეწყობა გუნდს, მაგალითად ფაბრეგასისნაირი.. ფლანგებზე როისი იანნუზაის მე იანუზაი ზაჰა მირჩევნია და ვალენსია შიგადაშიგ smile
0
№6
ავტორი: Malboro463
30 ოქტომბერი 2013 17:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
აქედან ბარკლის და შოუს ტრანსფერია რეალურია დანარჩენი დორტმუნდის დამოტოვებლები არარიან
0
№7
ავტორი: I L C
30 ოქტომბერი 2013 17:38
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
ციტატა: buka oboladze
საღოლ ლადო.. ჩემი აზრით ფლანგელი არ გვჭირდება, ერთადერთი იანგი უნდა წავიდეს და მერე იანუზაის ვალენსიას ზაჰას ნანის უფრო მეტი დრო მიეცემა რომელიც უფრო კარგად ითამაშებს ის დაიკავებს ძირიტადში ადგილს, ჩემი აზრით მაინც ჩამშლელი გვჭირდება კიდევ ერთი, ფელაინი ვერ შეეწყო ჯერჯერობით გუნდს, შოუ კარგი იქნება,მაგრამ უფრო მაღალი დონის ფეხბურთელი გაასწორებდა, რო იცი რომ უეჭველი შეეწყობა გუნდს, მაგალითად ფაბრეგასისნაირი.. ფლანგებზე როისი იანნუზაის მე იანუზაი ზაჰა მირჩევნია და ვალენსია შიგადაშიგ



ეგეთები არმოდიან და არც ესენი ცდილობენ რომ იყიდონ...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№8
ავტორი: Z A C K™
30 ოქტომბერი 2013 18:52
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
გუნფოგანი ყველაზე კაი ვარიანტია! როისი თუ ვიყიდეთ, ნანი და იანგი უნდა გავუშვათ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№9
ავტორი: LizarD
30 ოქტომბერი 2013 19:08
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
Reus in Young out! ესპანელიც მომწონს, ცენტრალური მცველიც არ იქნებოდა ცუდი.
0
№10
ავტორი: GeorgeBest
30 ოქტომბერი 2013 19:22
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
როისი ან გუნდოგანი, ორივე იდეალური იქნებოდა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top