ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ხუთ ადამიანს, რომელსაც "იუნაიტედში" გადმოსვლის შემდეგ შეუძლიათ კლუბი გამოაფხიზლონ.
სტატიების კასკადი არ წყდება იმის შეახებ, თუ რა ცუდი სტარტი აქვთ დევიდ მოიესის შეგირდებს პრემიერ-ლიგაში. კლუბი ძალიან დიდ ზეწოლას განიცდის მედიის მხრიდან, ამიტომ ბევრი თვლის, რომ "ეშმაკუნებში" ახალი სისხლია საჭირო. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მოიესს ვარსკვლავების შეძენა სურდა, მაგრამ ბოლოს ფელაინის ყიდვა შეძლო. ზამთრის ტრანსფერები უკვე მალე დაიწყება და შემოგთავაზებთ ხუთ ფეხბურთელს, რომლებიც შესანიშნავად მოერგებოდნენ "იუნაიტედს".
ილკაი გუნდოგანი
უკვე დიდი ხანია, რაც "იუნაიტედს" ნახევარდაცვის ცენტრში პრობლემები აქვთ. მარუან ფელაინის შეძენის შემდეგაც არ წყდება ეს პრობლემა. კლუბმა უაცილებლად უნდა იფიქროს ამ პოზიციის გამაგრებაზე. გუნდოგანი, რომელიც გერმანიის ნაკრების მაისურით ასპარეზობს და "დორტმუნდის" მთავარ ფიქგურადაც ითვლება. სეზონის დასაწყისში მძიმე ტრავმის მიღებისდა მიუხედავად, ეს ფეხბურთელი მაინც ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება მთელ მსოფლიოში. ცოტა ხნის წინ ფეხბურთელმა მისი ოცნების კლუბად "იუნაიტედი" დაასახელა და თუ "ეშმაკუნების" მას კონტრაქტს შესთავაზებდნენ, ის აუცილებლად განიხილავდა მას. ცოტა ხნის წინ ასევე გაჩნდა ინფორმაცია, რომ "მადრიდის რეალმა" ეს ფეხბურთელი წინასწარ იყიდა, მაგრამ ეს მხოლოდ ჭორია და მეტი არაფერი.
ფეხბურთელის სატრანსფერო ფასი 25 მილიონი ფუნტია.
ლუკ შოუ

დევიდ მოიესის ინტერესზე ყველას გსმენიათ. შეგეხსენებათ, რომ მას ძალიან სურს მარცხენა მცველის შეძენა. ზაფხულში შოტლანდიელი სპეციალისტი ცდილობდა ლეიტონ ბეინსის "ევერტონიდან" გადაბირებას, მაგრამ უშედეგოდ. თუ ბეინსს უკვე შემდგარ ფეხბურთელს დავარქმევთ, ლუკ შოუ ახლა იწყებს გზას წარმატებული კარიერისკენ.
სულ რაღაც 18 თვეა რაც ფეხბურთელის ოფიციალური დებიუტი შედგა. ტექნიკით დაჯილდოებული ფეხბურთელი არაერთხელ შეუდარებიათ გარეტ ბეილისთვის, შეტევების სიყვარულისდა გამო. შოუს შეუძლია ფლანგებიდან გამწვავება, რაც ახლა "იუნაიტედის" ერთ-ერთ პრობლემად ითვლება.
ჯერ-ჯერობით პატრის ევრას ბედი გაურკვეველია, მაგრამ "იუნაიტედს" შეუძლია ფეხბურთელის ყიდვა და იმ როლის გათამაშება, რაც ვილფრედ ზაჰას დროს გაითამაშა კლუბმა, როდესაც ის სეზონის ბოლომდე დატოვეს "პალასში" და მხოლოდ შემდეგ შეუერთდა "იუნაიტედს".
შოუს პოტენციალს უყურადღებოთ ვერავინ დატოვებს. შეიძლება ითქვას, რომ ბეინსისთვის უფრო ნაკლებ ფულს მოითხოვენ. თვითონ ლუკმა სურვილი გამოთქვა "ჩელსიში" თამაშისა ასე, რომ "იუნაიტედმა" უნდა იჩქაროს და ფეხბურთელი მალე გაიფორმოს.
კოკე
თუ ლეგენდას დავუჯერებთ, ერთ დროს "იუნაიტედს" თითქმის გაფორმებული ჰყავდა ხავი. ახლა "ეშმაკუნებს" ეძლევათ შესაძლებლობა გაიფორმონ კოკე, რომელიც უკვე მონათლა ესპნანურმა მედიამ "ახალ ხავით".
ხორხე რესურეკსონ მეროდიო, ცნობილია როგორც კოკე, "ატლეტიკო მადრიდის" აკადემიიდან სულ 4 წელია რაც გამოვიდა და კლუბის მთავარ შემადგენლობაში თამაშობს. ის ძალიან კარგად თამაშობს ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე და დავიდ მოიესიც ესპანელი ვუნდერკინდის დიდი გულშემატკივარია.
თუ გამოცემა Daily Star-ს დავუჯერებთ, ფეხბურთელის ფასი 16 მილიონი ფუნტია. ასეთი ფეხბურთელის ასეთ ფასად ყიდვაზე დაფიქრებაც არ ღირს: ის "იუნაიტედის" ცენტრს კარგად გააკონტროლებს.
როს ბარკლი
ცოტას თუ გააკვირვებს ის ფაქტი, რომ მოიესს ბარკლის შეძენა სურს, რომელიც "ევერტონის" აკადემიის საუკეთესო მოთამაშედ ითვლება უეინ რუნის შემდეგ.
როს ბარკლი ჯერ 19 წლისაა და უკვე მოასწრო ეროვნული ნაკრებში, ყველა დონეზე ასპარეზობა. ახალგაზრდა ლივერპულელი სავსეა ენერგიით, ძალიან მოძრავია და მოწინააღმდეგე კარის საფრთხედ ითვლება.
როგორც ლუკ შოუს, ასევე ბარკლის ტალანტიც ძვირი ღირს, მაგრამ ამაზე "ეშმაკუნები" არც უნდა დაფიქრდნენ. თუ კლუბი ამ ახალგაზრდა ფეხბურთელს გაიფორმებს, მას შეეძლება "ევერტონში" სეზონის დასრულება, რომ ფორმა არ დაკარგოს მსოფლიო ჩემპიონატისთვის. მაგრამ მოიესი იმაზეც უნდა დაფიქრდეს, რომ ჯობია შემდგარი ვარსკვლავის ყიდვა, ვიდრე უბრალოდ ნიჭიერი ფეხბურთელის შეძენა.
მარკო როისი
ამ ფეხბურთელს დიდი წარსდგენა არ ჭირდება და მას ყველა კარგად იცნობთ. როისის შეძენა "იუნაიტედს" იაფი არ დაუჯდება. ის "იუნაიტედის" ფლანგებს გამოაცოცხლებს და ბევრის აზრით კლუბს კარგად შეეწყობა. წარმოიდგინეთ "ეშმაკუნების" ფლანგები, რომლებზეც მარკო როისი და ადნან იანუზაი განლაგდებიან.