თბილისი:
მანჩესტერი:
24-10-2013, 21:54
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1970,
კომენტარები: 14
ფელანი: ჩვენ მზად ვიყავით ტოპ კლასის ფეხბურთელის შესაძენად
ფელანმა ისაუბრა სერ ალექსის სატრანსფერო გეგმებზე, რომელიც დევიდ მოიესმა ბოლომდე ვერ მიიყვანა
ფელანი: ჩვენ მზად ვიყავით ტოპ კლასის ფეხბურთელის შესაძენად
მაიკლ ფელანი თვლის რომ, იმ შემთხვევაში თუ სერ ალექს ფერგიუსონი არ დატოვებდა "ოლდ ტრაფორდს", გუნდს ყველანაირი შანსი ჰქონდა გაეფორმებინა ტოპ კლასის ფეხბურთელი. დამატებითი დაბრკოლება იყო კლუბის აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ გილის წასვლა. ყველა ამ ცვლილებამ ხელი შეუშალა კლუბის სატრანსფერო გეგმებს, ამიტომ ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც "წითელ ეშმაკებს" შეუერთდა, გახდა მარუან ფელაინი.

ფელანმა, რომელმაც ასევე დატოვა თავისი პოსტი, განაცხადა რომ "იუნაიტედმა" გაუშვა თავისი შანსი, რადგან მოიესმა ვერ მოახერხა თავისი წინამორბედების დაწყებული საქმის დასრულება.

"სერ ალექს ფერგიუსონი და დევიდ გილი ისევ მმართველობაში რომ ყოფილიყვნენ, კლუბი ვარსკვლავს გაიფორმებდა. სახელს არ დავასახელებ, თუმცა ეს იყო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი."-განაცხადა ფელანმა. "ბოსმა განიხილა ეს საკითხი და კლუბების მფლობელები შეთანხმებულები იყვნენ ფასზე. ასეთი ფეხბურთელები მსოფლიოში ცოტაა. მგონი, ყველა მიხვდება ვიზეა ლაპარაკი. ჩვენ არ ვაპირებდით კლუბში სერიოზული ცვლილებების განხორციელებას, ამიტომ მე და სერ ალექსი ერთ სერიოზულ ტრანსფერს ვაპირებდით. ერთ ტოპ ფეხბურთელს შეუძლია მთელი გუნდის მოტივაცია და ეს კარგად ვნახეთ რობინ ვან პერსის შემთხვევაში."

ფელანმა კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც სერ ალექსმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში გამოაქვეყნა, რომ სამი წლის წინ უეინ რუნიმ შოტლანდიელ სპეციალისტს შესთავაზა მესუთ იოზილის ყიდვა. ფერგიუსონმა დააიგნორა ფორვარდის რჩევა და განაცხადა:"ჩვენ არ ვაპირებდით ოზილის ყიდვას. თავის დროზე მე ვესაუბრე ამის შესახებ უეინს. იმ ზაფხულს ჩვენ ვიყიდეთ ჩიჩარიტო. მაშინ ვგეგმავდი რუნი-ჩიჩარიტოს დუეტის ჩამოყალიბებას. მათ არც ისე ცუდი პერსპექტივა ჰქონდათ. "ვერდერში" იოზილი თამაშობდა მარჯვენა ფლანგზე, შემდეგ ის თავდამსხმლის უკან გადაიყვანეს. ჩვენ არ გვჭირდებოდა ესეთი ფეხბურთელი და უეინს ვუთხარი, რომ ფეხბურთელების გაფორმების საკითხს მე თვითონ განვიხილავდი. ჩვენ საკმაოდ კარგი ფეხბურთელები გვყავდა."

წყარო:ManUtd.com
სიახლეები, ახალი ამბები
14 კომენტარი
№1
ავტორი: Z A C K™
24 ოქტომბერი 2013 22:04
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
აუუუუუ რონიიიიიიიიი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№2
ავტორი: Malboro463
24 ოქტომბერი 2013 22:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ვინა ის ტოპ კალსის ფეხბურთელი :დ ბეილი თუ მესუთი :დ ?

ისე ოზილი თავის დროზე რო არ იყიდეს მაგით მაგარი შეცდომა დუაშვეს დღეს დღეობით ყველაზე კარგი მეპასეა
0
№3
ავტორი: VaRdo
24 ოქტომბერი 2013 22:37
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ძველ დროს ნუღა მისტირით. რაც იყო იყო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: mindo_96
24 ოქტომბერი 2013 23:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 191
ეს კაცი არ უნდა გაეშვა მოიეს ყველაფერი იცოდა ვაბშე რაც ხდებოდა მანიუში
0
№5
ავტორი: SAF
25 ოქტომბერი 2013 00:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
რუნი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№6
ავტორი: Rooney
25 ოქტომბერი 2013 00:04
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 369
ციტატა: Middlesbro
ვინა ის ტოპ კალსის ფეხბურთელი :დ ბეილი თუ მესუთი :დ ?


სტატიას თუ წაიკითხავ ნახავ რომ იოზილზე არაა საუბარი: )))

ფელანის გაშვება უდიდესი შეცდომა იყო ჩემი აზრით : )
0
№7
ავტორი: LizarD
25 ოქტომბერი 2013 01:21
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ბეილი თუ მესუთი? ტოპ კლასის ფეხბურთელები არიან მაგრამ არა იშვიათები, ვნახეთ ბეილმა რისი გაკეთება შეძლო რეალში და დიდი არაფერი. ძალიან ინტრინგული სტატიაა , ვეღარ ვიგდებ თავიდან ვინ უნდა ეყიდათ no
0
№8
ავტორი: luka12
25 ოქტომბერი 2013 07:41
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 201
ronaldo xo araa
0
№9
ავტორი: buka oboladze
25 ოქტომბერი 2013 08:18
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ronaldo ratqmaunda... tan bevriram emtxveoda ronim ganacxada,rom arvaxalgzliveb jero arvici ras vizamo znachit echalichebodnen eseni da gadmodioda kidec albat prosta babu ro wavida daikida da darcha me ase mgonia ))
0
№10
ავტორი: Malboro463
25 ოქტომბერი 2013 13:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ციტატა: Rooney
სტატიას თუ წაიკითხავ ნახავ რომ იოზილზე არაა საუბარი: )))

და შენ რა იცი რო არ წავიკითხე?

რახან ბოლოს ოზილზე ლაპარაკობს ვერდერში რო იყო მაშინ შეგვეძლო მაგის ყიდვა და არ ვიყიდეთ არ გვჭირდებოდაო მაგიტო არ იქნებოდა ოზილი ?
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top