თბილისი:
მანჩესტერი:
24-10-2013, 21:54
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 1976,
კომენტარები: 14
ფელანი: ჩვენ მზად ვიყავით ტოპ კლასის ფეხბურთელის შესაძენად
ფელანმა ისაუბრა სერ ალექსის სატრანსფერო გეგმებზე, რომელიც დევიდ მოიესმა ბოლომდე ვერ მიიყვანა
ფელანი: ჩვენ მზად ვიყავით ტოპ კლასის ფეხბურთელის შესაძენად
მაიკლ ფელანი თვლის რომ, იმ შემთხვევაში თუ სერ ალექს ფერგიუსონი არ დატოვებდა "ოლდ ტრაფორდს", გუნდს ყველანაირი შანსი ჰქონდა გაეფორმებინა ტოპ კლასის ფეხბურთელი. დამატებითი დაბრკოლება იყო კლუბის აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ გილის წასვლა. ყველა ამ ცვლილებამ ხელი შეუშალა კლუბის სატრანსფერო გეგმებს, ამიტომ ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც "წითელ ეშმაკებს" შეუერთდა, გახდა მარუან ფელაინი.

ფელანმა, რომელმაც ასევე დატოვა თავისი პოსტი, განაცხადა რომ "იუნაიტედმა" გაუშვა თავისი შანსი, რადგან მოიესმა ვერ მოახერხა თავისი წინამორბედების დაწყებული საქმის დასრულება.

"სერ ალექს ფერგიუსონი და დევიდ გილი ისევ მმართველობაში რომ ყოფილიყვნენ, კლუბი ვარსკვლავს გაიფორმებდა. სახელს არ დავასახელებ, თუმცა ეს იყო მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი."-განაცხადა ფელანმა. "ბოსმა განიხილა ეს საკითხი და კლუბების მფლობელები შეთანხმებულები იყვნენ ფასზე. ასეთი ფეხბურთელები მსოფლიოში ცოტაა. მგონი, ყველა მიხვდება ვიზეა ლაპარაკი. ჩვენ არ ვაპირებდით კლუბში სერიოზული ცვლილებების განხორციელებას, ამიტომ მე და სერ ალექსი ერთ სერიოზულ ტრანსფერს ვაპირებდით. ერთ ტოპ ფეხბურთელს შეუძლია მთელი გუნდის მოტივაცია და ეს კარგად ვნახეთ რობინ ვან პერსის შემთხვევაში."

ფელანმა კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც სერ ალექსმა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში გამოაქვეყნა, რომ სამი წლის წინ უეინ რუნიმ შოტლანდიელ სპეციალისტს შესთავაზა მესუთ იოზილის ყიდვა. ფერგიუსონმა დააიგნორა ფორვარდის რჩევა და განაცხადა:"ჩვენ არ ვაპირებდით ოზილის ყიდვას. თავის დროზე მე ვესაუბრე ამის შესახებ უეინს. იმ ზაფხულს ჩვენ ვიყიდეთ ჩიჩარიტო. მაშინ ვგეგმავდი რუნი-ჩიჩარიტოს დუეტის ჩამოყალიბებას. მათ არც ისე ცუდი პერსპექტივა ჰქონდათ. "ვერდერში" იოზილი თამაშობდა მარჯვენა ფლანგზე, შემდეგ ის თავდამსხმლის უკან გადაიყვანეს. ჩვენ არ გვჭირდებოდა ესეთი ფეხბურთელი და უეინს ვუთხარი, რომ ფეხბურთელების გაფორმების საკითხს მე თვითონ განვიხილავდი. ჩვენ საკმაოდ კარგი ფეხბურთელები გვყავდა."

წყარო:ManUtd.com
სიახლეები, ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: giorgu
25 ოქტომბერი 2013 14:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 96
ეეეეჰ
0
№12
ავტორი: NeymaR
25 ოქტომბერი 2013 14:47
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
ფაბრეზე იგულისხმა ალბათ am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№13
ავტორი: Shako Jones
25 ოქტომბერი 2013 20:52
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
დაიბრუნეთ ფელანიიი :((( უძლიერესი ტაქტიკოსიაა ფერგის მერე მაგაზე კარგად არვინ იცნობს იუნაიტედსს
0
№14
ავტორი: red devil
25 ოქტომბერი 2013 21:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Ronaldo an levana ertertia uechveli
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top