თბილისი:
მანჩესტერი:
21-10-2013, 19:43
ავტორი: love united,
ნანახია: 2251,
კომენტარები: 12
"მომღერალი სექტორის" დაბრუნება
ოთხშაბათის მატჩისთვის იგეგმება გარკვეული ცვლილებები "ოლდ ტრაფორდის" ტრიბუნებზე...
"ზოგჯერ, უნდა უგულშემატკივრო იმას რისიც გწამს.სწორედ ამიტომ განვაახლე კამპანია, რომელიც მოიცავს "მომღერალი სექტორის" აღდგენას. ეს იდეა განხორციელდება "რეალ სოსიედადთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩზე, რომელიც ოთხშაბათს ჩატარდება."-ციტირებს manutd.com პიტ ბოილის სიტყვებს, რომელიც განიხილავს ამ პროექტს.

"გეგმა, რომელიც წამოიწყეს "Reclaim United"-მა და "Stretford End Flags", გამოიცდება ესპანურ გუნდთან მატჩში. 1,400 ფანი ერთად განლაგდება "ოლდ ტრაფორდის" სამხრეთ-აღმოსავლეთ ტრიბუნაზე, სადაც აქამდე ჩამოსული გუნდის ფანები ისხდნენ. მიზანი უბრალოა: გვსურს ატმოსფერო უკეთესი გახდეს. ბოლო წლებში გულშემატკივართა ნაწილი უჩიოდა ხმის სიძლიერეს სტადიონზე, რის შემდეგადაც გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა რაიმე ახალი.კარგი ატმოსფერო გუნდს ხელს უწყობს წარმატების მიღწევაში. თუ მოუსმენთ ჩვენს მხარდაჭერას, როდესაც გუნდი თამაშობს გასვლაზე, ეს უბრალოდ ფანტასტიურია. იმის გამო, რომ "ოლდ ტრაფორდის" სტუმართა სექტორს უფრო კარგი აკუსტიკა აქვს, ჩვენ უნდა შევქმნათ წარმოუდგენელი ხმაური.

გასაგებია, რომ ზოგიერთი გულშემატკივარი უარს იტყვის თავისი ადგილის გაცვლაზე, სხვადასხვა მიზეზის გამო. ეს ჩემთვისას რთულად მისაღები გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, პროექტში მონაწილეობა მიმეღო.ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა სტადიონი უფრო განვითარდეს.იმედი მაქვს, სხვა ფანები სიახლეს სიხარულით შეხვდებიან."

წყარო:manutd.com
სიახლეები
12 კომენტარი
№1
ავტორი: love united
21 ოქტომბერი 2013 19:44
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მაინტერესებს away sector-ს სად გააკეთებენ..
0
№2
ავტორი: Macklemore
21 ოქტომბერი 2013 20:24
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ვაა მაგარიაა! ცოტა გამოცოცხლება ჭირდება როგორც იუნაიტედს, ისე-გულშემატკივარს!
0
№3
ავტორი: giorgu
21 ოქტომბერი 2013 21:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 96
მაგარია ტან ფეხბურთელი გამოცოცხლდებიან და მაგარს შეუბერავენ
0
№4
ავტორი: m-an-united
21 ოქტომბერი 2013 21:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
vaa kargiaa!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
№5
ავტორი: VaRdo
21 ოქტომბერი 2013 21:23
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ყველაზე მეტად ეხლა სჭირდება გუნდს ფანების მხარდაჭერა და ყველაზე კარგ დროს მიიღეს ეს გადაწყვეტილება. იმედია გუნდიც მოუმატებს ცოტას მაინც თორე ესე არ შეიძლება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№6
ავტორი: Count Alucard
22 ოქტომბერი 2013 00:49
  • სიახლეები: 28
  • კომენტარები: 1979
ნეტა ისევ ისეთი ხმაურიანი იყოს ოლდ ტრაფორდი ადრე რო იყო, რო ხევდა ყურის ბარაბნებს 70000 მანჩესტერელის სიმგერა ღრიალი და შეძახილი.
0
№7
ავტორი: red devil
22 ოქტომბერი 2013 07:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Axla namdvilad chirdeba gunds mxardachera
0
№8
ავტორი: ლადო
22 ოქტომბერი 2013 10:40
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა...ახლა სჭირდება კლუბს სწორედ მხარდაჭერა...
0
№9
ავტორი: mylord
22 ოქტომბერი 2013 10:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5
siaxleebs ro vdeb ratoa ar aqveynebt mainteresebs dzaan!!!!!!!!!! erti ra ar mogwont mitxarit da gamovasworeb :)
0
№10
ავტორი: buka oboladze
22 ოქტომბერი 2013 13:05
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
კარგია მოუთმენლად ველი ოთხშაბათს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top