თბილისი:
მანჩესტერი:
21-10-2013, 19:43
ავტორი: love united,
ნანახია: 2252,
კომენტარები: 12
"მომღერალი სექტორის" დაბრუნება
ოთხშაბათის მატჩისთვის იგეგმება გარკვეული ცვლილებები "ოლდ ტრაფორდის" ტრიბუნებზე...
"ზოგჯერ, უნდა უგულშემატკივრო იმას რისიც გწამს.სწორედ ამიტომ განვაახლე კამპანია, რომელიც მოიცავს "მომღერალი სექტორის" აღდგენას. ეს იდეა განხორციელდება "რეალ სოსიედადთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩზე, რომელიც ოთხშაბათს ჩატარდება."-ციტირებს manutd.com პიტ ბოილის სიტყვებს, რომელიც განიხილავს ამ პროექტს.

"გეგმა, რომელიც წამოიწყეს "Reclaim United"-მა და "Stretford End Flags", გამოიცდება ესპანურ გუნდთან მატჩში. 1,400 ფანი ერთად განლაგდება "ოლდ ტრაფორდის" სამხრეთ-აღმოსავლეთ ტრიბუნაზე, სადაც აქამდე ჩამოსული გუნდის ფანები ისხდნენ. მიზანი უბრალოა: გვსურს ატმოსფერო უკეთესი გახდეს. ბოლო წლებში გულშემატკივართა ნაწილი უჩიოდა ხმის სიძლიერეს სტადიონზე, რის შემდეგადაც გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა რაიმე ახალი.კარგი ატმოსფერო გუნდს ხელს უწყობს წარმატების მიღწევაში. თუ მოუსმენთ ჩვენს მხარდაჭერას, როდესაც გუნდი თამაშობს გასვლაზე, ეს უბრალოდ ფანტასტიურია. იმის გამო, რომ "ოლდ ტრაფორდის" სტუმართა სექტორს უფრო კარგი აკუსტიკა აქვს, ჩვენ უნდა შევქმნათ წარმოუდგენელი ხმაური.

გასაგებია, რომ ზოგიერთი გულშემატკივარი უარს იტყვის თავისი ადგილის გაცვლაზე, სხვადასხვა მიზეზის გამო. ეს ჩემთვისას რთულად მისაღები გადაწყვეტილება იყო, მაგრამ მაინც გადავწყვიტე, პროექტში მონაწილეობა მიმეღო.ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რათა სტადიონი უფრო განვითარდეს.იმედი მაქვს, სხვა ფანები სიახლეს სიხარულით შეხვდებიან."

წყარო:manutd.com
სიახლეები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Jubo
22 ოქტომბერი 2013 13:27
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
კარგია, გასვლით თამაშებზე კარგი გულშემატკივრობა აქვს გუნდს სახლში გვიჭირდა, ტურისტების გამო გაფანტულად სხედან ადგილობრივები. აქამდეც უნდა გაეკეთებინათ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№12
ავტორი: reddevil
22 ოქტომბერი 2013 14:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 139
მახსოვს რაღაც სტატია იყო სადაც ჩიოდნენ რო ბევრი ტურისტი ჯდება მომღერალთა სექტორშიო და ესეცაა პრობლემა იმიტო რო ბევრმა არ იცის ჩანტებიო.....ისე რა ქვია მაგ ხალხს წითელი არმიელები? მაგრად მაინტერესებს მომწერეთ რა ვინც იცით პმში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ იუნაიტედი სიცოცხლის ბოლომდე,დანარჩენი ეშმაკსაც წაუღია!!!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top