თბილისი:
მანჩესტერი:
19-10-2013, 00:16
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2234,
კომენტარები: 16
იკარგება თუ არა ნიჭი "იუნაიტედში" ?
გთავაზობთ ხუთ ფეხბურთელს, რომლის მოედანზე ხშირად ხილვის შემთხვევაში დღეს "იუნაიტედი" მეცხე ადგილზე არ იქნებოდა.
იკარგება თუ არა ნიჭი
სერ ალექს ფერგიუსონის წასვლამ მსოფლიო შოკში ჩააგდო. შოკში ჩააგდო პირველ რიგში "წითელი ეშმაკუნები", რომელნიც მაინც იმედის თვალით უყურებენ მომავალს. არავინ მოელოდა "იუნაიტედისგან" შესანიშნავ სტარტს, თუმცა ეს მეტისმეტია.. მოდით ერთად განვიხილოთ ის ფეხბურთელები, რომელთაც შანსი ნაკლებად ეძლევათ და ალბათ წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ესაა.

1) ჯონი ევანსი
იკარგება თუ არა ნიჭი "იუნაიტედში" ?

ირლანდიელმა მცველმა განვლილი სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და მისი ყოფილი ბოსის, სერ ალექს ფერგიუსონის, ნომერი პირველი ცენტრალური მცველიც გახდა, თუმცა ამ სეზონში ევანსმა მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა. გასულ სეზონში მან 3 გოლი გაიტანა და შექმნა 7 საგოლე მომენტი, მოიგო "დუელის" 63%, 41 ვარდნიდან 31 შემთხვევაში მას დარჩა ბურთი და 88 თაურიდან 51-ჯერ სძლია მეტოქეს.

უცნაური და პასუხგაუცემელია ის ფაქტი, რომ ევანსმა დევიდ მოეისის სიმპათიები ჯერ კიდევ ვერ დაიმსახურა.

2) შინჯი კაგავა
იკარგება თუ არა ნიჭი "იუნაიტედში" ?

ალბათ აქ ზედმეტია იმის შეხსენება რომ შინჯის პრაქტიკულად არ ეძლევა სათამაშო დრო. მან გასულ სეზონში 6 გოლი გაიტანა 20 ჩატარებულ შეხვედრაში და მისი შესრულებული გადაცემების 90% მიუვიდა ადრესატს.

"იუნაიტედს" დღეს სწორედ მისი კრეატიულობა და სიზუსტე აკლია. იაპონელმა კი მხოლოდ 45 წუთი დაჰყო მოედანზე წლევანდელ სეზონში. თქვენ ფიქრობთ რომ ეს მწვრთნელის შეცდომაა ? ნამდვილად.

3) ვილფრიდ ზაჰა
იკარგება თუ არა ნიჭი "იუნაიტედში" ?

ალბათ თითოეული "მანჩესტერის" გულშემატკივარი "მისტირის" მას. მიუხედავად მისი შესანიშნავი სეზონისა "კრისტალ პალასში" და მიმზიდველი თამაშის ხარისხისა იგლისის U-21 წამდელათა შემადგენლობაში, ჰაზას ნაკლებად ენდებოა დევიდ მოეისი, მაშინ როცა იანუზაიმ უკვე მიიპყრო მსოფლიო ყურადღება და ცდილობს ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებას. ძნელად სავარაუდოა წარადგება თუ არა ეს კლუბს, მაგრამ ზამთარში მოსალოდნელია იგი არენდით გაანათხოვრონ.

4) ხავიერ ერნანდესი
იკარგება თუ არა ნიჭი "იუნაიტედში" ?

მიუხედავად 22 ჩატარებული მატჩიდან, 10 გატანილი გოლით ჩიჩარიტო ამ სეზონში მხოლოდ ოთხჯერ იყო მოედანზე "წითლების" მაისურით გამოსული. დევიდ მოიესი ცდილობს არ გარისკოს და უმეტეს შემთხვევაში სასტარტო შემადგნლობაში ჩიჩარიტოზე მაღლა მდგომ რობინ ვან პერსისა და უეინ რუნის ვხედავთ. მიუხედავად გოლის გატანის ზებუნებრივი ალღოს ქონისა, ხავიერ ერნანდესი დღეს "იუნაიტედის" სათადარიგოთა მკვიდრია.

5) ოლივეირა ანდერსონი
იკარგება თუ არა ნიჭი "იუნაიტედში" ?

შეიძლება ბევრი ეწინააღმდეგებოდეს ანდერსონის ამ სიაში შეყვანას და თვლიდეს რომ იგი არც იმსახურებს სათამაშო დროს, მაგრამ მასში მაინც შეიმჩნევა ის ფეხბურთელი, რომელიც ოდესღაც "პორტოს" მაისურით ასპარეზობდა და შესანიშნავ შედეგს გვაჩვენებდა. ვფიქრობ რომ მას კვლავ აქვს იმის უნარი რომ კლუბს წარმატება მოუტანოს. ამ სეზონში ანდერსონის გადაცემებიდან 84% მიუვიდა ადრესატს, ხოლო 3 დან 3 ვარდნაში გამარჯვებული გამოვიდა ბრაზილიელი.


სტატია თარგმნილია უცხოუტი ფან-საიტიდან.
---
16 კომენტარი
№1
ავტორი: Z A C K™
19 ოქტომბერი 2013 00:34
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
ხუთივეს სანამ გრანდებთან არ ვთამაშობთ უნდა მიეცეს სათამაშო დრო!! მითუმეტეს თასებზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№2
ავტორი: ThiagoAlcantara
19 ოქტომბერი 2013 11:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 125
kagawa zaha da chicha (((( am samze dzaan shemtkiva guli gansakutrebit kagawazee ((
0
№3
ავტორი: MANUTD FAN.
19 ოქტომბერი 2013 11:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
ანდერსონის არ ვიცი მაგრამ დანარჩენები მართლა იკარგებიან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№4
ავტორი: razma21
19 ოქტომბერი 2013 11:28
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
იკარგება აბა რასშვება გუნდი აგებს ზამენას არ აკეთებს როტაცია გუნდში საერთოდ არაა დაცვის ცენტრი გახიეს შუაზე და მაინც არ შეცვალა რიო და ვიდას წყვილი... მგონი მოიესს თავი ისევ ევერტონში გონია... არც მჯეროდა და არც ეხა მჯერა რო ღირსეული შემცვლელია...
0
№5
ავტორი: Shako Jones
19 ოქტომბერი 2013 11:34
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ზაჰა და კაგავა არ უნდა დაიკარგოს მთვარია
0
№6
ავტორი: negative
19 ოქტომბერი 2013 11:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 39
ნორმალური არა კარგი სტატიაა : )) ანდერსონს მიეცა ბევრჯერ შანსი და ვერაფერი გააკეთა მოაშორონ გუნდიდან ჯობია ჩემი აზრით სიახლის სათაურს ანდერსონი ვაბშე ვერ შეესაბამება და რაც შეეხება ჩიჩას ძალიან მაგარი და ნიჭიერი ფეხბურთელია მარა კლუბში პერსი და რუნია ასე რომ ძირითადში ეგ ვერანაირად ვერ იქნება და მაგაში გასაკვირი არაფერია : )
0
№7
ავტორი: NUGI
19 ოქტომბერი 2013 12:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 320
არ უნდა დაიკარგოს ზაჰა და ჩიჩა ევანსისაც უნდა მიეცეს რამოდენიმე შანსი თორე ეს არაფერი გამოვა smoke
0
№8
ავტორი: Rosso Diavolo
19 ოქტომბერი 2013 12:43
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
:( ჩიჩა ;(
0
№9
ავტორი: VaRdo
19 ოქტომბერი 2013 13:07
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მოდი ანდერსონს ამ სიაში ნუ ჩააკვეხებთ რა. რაც მაგას შანსი ჰქონდა იმდენი შანსი ჩემთვის რომ მეოცათ იუნაიტედში ეხლა ოქროს ბურთი მექნებოდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№10
ავტორი: Malboro463
19 ოქტომბერი 2013 14:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5877
ევანსმა წინა სეზონში რაც ითამაშა იმის შემდეგ სკამზე რატო უდნა დასვა ვერგ ავიგე რა თავიდან ტრამვა ქონდა მარა კაცს შანს არ აძლევს რო ფორმა აღიდგინოს და ტავი წარმოიჩინოს. წელს ვიდიჩმა ან რიომ უნდა დატოვოს კლუბი თორე ჯონსი და ევანსი ფუჭდება.
ჯონს ხან სათ ათამაშებს და ხან სად ფლანგზე ეგ რაფას ამომგები არა საყრდენის პოზიციაზე რო დაყენო პასი და ტეხნიკაც უნდა ქონდეს ცენტრში ფელაინს და კერიკს ვერ ამოაგდებს დაცვის ცენტრში კიდე არ ათამაშებენ გამოცდილება რო მიღოს პოზიციაურ შეცდომებს უშვებს და ეგ უთამაშებლობის ბრალია ნიჭიერი ფეხბურთელია და აფუჭებენ. კაგავამაც ბოლოს კარგი შთაბეჭდილება დატოვა ნელა ნელა ფორმას იღდგენდა მარა არ აყენებს სასტარტო შემადგენლობაში კაცმა ჰეტტრიკი ც რო შეასრულოს მაინც იანგს და ვალენსიას ამჯობინებს ავტორის არ იყოს მართლა მისი კრეატულობა და პასის სიზუსტე აკლია ცენტრში ბურთი რო არ გორდება და ერთ კომპინაციურ შეტევას ვერ აკეთებენ ზუსტად ასეთი ფეხბურთელის არ ყოფნის ბრალია. ჩიჩარიტოც ცოდოა კონკურენციას ვერ უწევს რუნის და პერსის შეცვალზე მაინც შემოიყვანოს არადა კარგი ფეხბურთელია. ანდერსონი ტრამვებმა გაფუჭა ბევრი შანსიც მიეცა მარა ვერ გამოიყენა არასტაბილურია უნდა დატოვოს კლუბი მისთვის იქნება უკეტესი. და ზაჰას თუ განაცხადის მიღმა უპირებს დატოვებას და მარტო რეზერვებში ათამაშებს კიდე ერთ ფეხბურთელს გაფუჭებენ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top