თბილისი:
მანჩესტერი:
19-10-2013, 00:16
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2235,
კომენტარები: 16
იკარგება თუ არა ნიჭი "იუნაიტედში" ?
გთავაზობთ ხუთ ფეხბურთელს, რომლის მოედანზე ხშირად ხილვის შემთხვევაში დღეს "იუნაიტედი" მეცხე ადგილზე არ იქნებოდა.
იკარგება თუ არა ნიჭი
სერ ალექს ფერგიუსონის წასვლამ მსოფლიო შოკში ჩააგდო. შოკში ჩააგდო პირველ რიგში "წითელი ეშმაკუნები", რომელნიც მაინც იმედის თვალით უყურებენ მომავალს. არავინ მოელოდა "იუნაიტედისგან" შესანიშნავ სტარტს, თუმცა ეს მეტისმეტია.. მოდით ერთად განვიხილოთ ის ფეხბურთელები, რომელთაც შანსი ნაკლებად ეძლევათ და ალბათ წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ესაა.

1) ჯონი ევანსი
იკარგება თუ არა ნიჭი "იუნაიტედში" ?

ირლანდიელმა მცველმა განვლილი სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და მისი ყოფილი ბოსის, სერ ალექს ფერგიუსონის, ნომერი პირველი ცენტრალური მცველიც გახდა, თუმცა ამ სეზონში ევანსმა მხოლოდ ერთ მატჩში მიიღო მონაწილეობა. გასულ სეზონში მან 3 გოლი გაიტანა და შექმნა 7 საგოლე მომენტი, მოიგო "დუელის" 63%, 41 ვარდნიდან 31 შემთხვევაში მას დარჩა ბურთი და 88 თაურიდან 51-ჯერ სძლია მეტოქეს.

უცნაური და პასუხგაუცემელია ის ფაქტი, რომ ევანსმა დევიდ მოეისის სიმპათიები ჯერ კიდევ ვერ დაიმსახურა.

2) შინჯი კაგავა
იკარგება თუ არა ნიჭი "იუნაიტედში" ?

ალბათ აქ ზედმეტია იმის შეხსენება რომ შინჯის პრაქტიკულად არ ეძლევა სათამაშო დრო. მან გასულ სეზონში 6 გოლი გაიტანა 20 ჩატარებულ შეხვედრაში და მისი შესრულებული გადაცემების 90% მიუვიდა ადრესატს.

"იუნაიტედს" დღეს სწორედ მისი კრეატიულობა და სიზუსტე აკლია. იაპონელმა კი მხოლოდ 45 წუთი დაჰყო მოედანზე წლევანდელ სეზონში. თქვენ ფიქრობთ რომ ეს მწვრთნელის შეცდომაა ? ნამდვილად.

3) ვილფრიდ ზაჰა
იკარგება თუ არა ნიჭი "იუნაიტედში" ?

ალბათ თითოეული "მანჩესტერის" გულშემატკივარი "მისტირის" მას. მიუხედავად მისი შესანიშნავი სეზონისა "კრისტალ პალასში" და მიმზიდველი თამაშის ხარისხისა იგლისის U-21 წამდელათა შემადგენლობაში, ჰაზას ნაკლებად ენდებოა დევიდ მოეისი, მაშინ როცა იანუზაიმ უკვე მიიპყრო მსოფლიო ყურადღება და ცდილობს ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრებას. ძნელად სავარაუდოა წარადგება თუ არა ეს კლუბს, მაგრამ ზამთარში მოსალოდნელია იგი არენდით გაანათხოვრონ.

4) ხავიერ ერნანდესი
იკარგება თუ არა ნიჭი "იუნაიტედში" ?

მიუხედავად 22 ჩატარებული მატჩიდან, 10 გატანილი გოლით ჩიჩარიტო ამ სეზონში მხოლოდ ოთხჯერ იყო მოედანზე "წითლების" მაისურით გამოსული. დევიდ მოიესი ცდილობს არ გარისკოს და უმეტეს შემთხვევაში სასტარტო შემადგნლობაში ჩიჩარიტოზე მაღლა მდგომ რობინ ვან პერსისა და უეინ რუნის ვხედავთ. მიუხედავად გოლის გატანის ზებუნებრივი ალღოს ქონისა, ხავიერ ერნანდესი დღეს "იუნაიტედის" სათადარიგოთა მკვიდრია.

5) ოლივეირა ანდერსონი
იკარგება თუ არა ნიჭი "იუნაიტედში" ?

შეიძლება ბევრი ეწინააღმდეგებოდეს ანდერსონის ამ სიაში შეყვანას და თვლიდეს რომ იგი არც იმსახურებს სათამაშო დროს, მაგრამ მასში მაინც შეიმჩნევა ის ფეხბურთელი, რომელიც ოდესღაც "პორტოს" მაისურით ასპარეზობდა და შესანიშნავ შედეგს გვაჩვენებდა. ვფიქრობ რომ მას კვლავ აქვს იმის უნარი რომ კლუბს წარმატება მოუტანოს. ამ სეზონში ანდერსონის გადაცემებიდან 84% მიუვიდა ადრესატს, ხოლო 3 დან 3 ვარდნაში გამარჯვებული გამოვიდა ბრაზილიელი.


სტატია თარგმნილია უცხოუტი ფან-საიტიდან.
---
16 კომენტარი
№11
ავტორი: Mika
19 ოქტომბერი 2013 18:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 133
ზუსტადაც)
0
№12
ავტორი: BONDZGI
20 ოქტომბერი 2013 01:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 46
yvelaze metad chicha mecodeba, kacs uzomod uyvars manchesteri da mgoni imdens izamen sul shezizgdebaa.... welbeki kargia magram dzaan partxunaa...
0
№13
ავტორი: NeymaR
20 ოქტომბერი 2013 11:25
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
ჩიჩა მეცოდება იმიტომ რომ ყველაზე მაგრად ემიუ ამ კაცს უყვარს :|
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№14
ავტორი: I L C
20 ოქტომბერი 2013 11:29
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
პირველი ზაჰა უნდა გეწეროს... areyoukiddingme ოხ ეს მოიესიი..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№15
ავტორი: Svanii
20 ოქტომბერი 2013 13:54
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 112
Zaha Januzai Da Kagava Ertad Magrad Sheewyobiaan.. Es moiesi Imenaa yvelaze Cudi Mwvrtneliaaa Evertonshic arvargoda da exa Unitedsac Gupavss.. : ))
0
№16
ავტორი: chaobi
20 ოქტომბერი 2013 17:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 173
mda moiesi MUsgan shorsaaa :/
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top