თბილისი:
მანჩესტერი:
17-10-2013, 00:20
ავტორი: barcaman,
ნანახია: 2511,
კომენტარები: 15
მანჩესტერ "იუნაიტედი" ფანების დახმარებას საჭიროებს
მანჩესტერ "იუნაიტედი" - ტიტანი მე-9 ადგილზე
მანჩესტერ
ამ სტატიას ის ყალბად აღიქვამს, ვინც მაინც და მაინც ჩემს გაკრიტიკებაზე იქნება ორიენტირებული და არა იმაზე, თუ რა მიიღო ჩემი ნაშრომიდან, რა მოეწონა და რა არ მოეწონა, როცა ამას ვწერ არც მაქვს განცდა, რომ ყველა იტყვის, რომ მაგარი სტატია, ბრავო ავტორსო, მაგრამ უარყოფითი შეფასების სიხშირე და მიზეზი მკითხველისთვის მომინდია, თორემ ადამიანის ბუნება ზოგადად ეგოისტურია და "სხვის თვალში ბეწვს ხედავს და საკუთარში დირეს ვერა".მაგრამ რა მოყვება სტატიას ეს ცალკე თემაა. ადამიანმა უნდა შექმნა, რომ შეაფასონ-ეს არა მგონია, რამე გაუშიფრავ სიბრძნესთან ან ხატოვან გამონათქვამთან მიმავალი გზა იყოს, მაგრამ ბრძნულია, თუ პრიმიტიული ყველა მე მგონი, რომ ვთანხმდებით იმაზე, რასაც ამ აზრის სისწორე, ანუ მართებულობა ჰქვია.და ამიტომაც დროა, რომ შევქმნა და მერე თქვენ გაჩვენოთ.
დღეს მანჩესტერ "იუნაიტედი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა, რაც ამ კლუბისთვის ცოტა უჩვეულო მდგომარეობაა ბოლო წლებიდან გამომდინარე. მანჩესტერ "იუნაიტედს" ძირითადად ცხრილში ყურებისას პირველ, მეორე ან იყოს და ვთქვათ, მესამე ადგილზე ვხედავთ ხოლმე, მაგრამ მე-9 შორია, თუმცა ის, რომ "იუნაიტედი" ხშირად პირველ ან მეორე ადგილს იკავებდა ამის საიდუმლო რა იყო ფეხბურთელებთან და მწვრთნელთან ერთად?-მხარდაჭერა, რადგან სანამ ფანები არსებობენ ჩვენ ხომ "We'll Never Die!" თავს არ მივცემ უფლებას და "ბარსელონას" ქომაგი არ დავუწყებ ქომაგობის სწავლებას "იუნაიტედის" ფანს, მაგრამ ყოველი თამაშის მერე ვკითხულობ კომენტარებს, სადაც ისეთი შინაარსის რაღაცებია დაწერილი, რაც "ელ კლასიკოს" შემდეგაც კი არ დაწერილა წაგებული გუნდის ფან-კლუბ საიტზე. აი როცა მანჩესტერ "იუნაიტედის" ფანი დაწერს ყველაფერი მორჩაო-იქ მართლა ყველაფერი მორჩა, ოღონდ არა მანჩესტერისთვის, არამედ ქომაგისთვის, რადგან ეს 2 სიტყვა ერთად არ უნდა თქვას მანჩესტერ "იუნაიტედის" ქომაგმა.შეიძლება, რომ მანჩესტერი ამ პოზიციაზე დარჩეს წლევანდელ სეზონში, შეიძლება სულაც დაქვეითდეს, მაგრამ შეიძლება ჩემპიონიც გახდეს, ან ზევით მაინც აიწიოს, მაგრამ ამ ყველაფერს ვერ გაექცევი იმიტომ, რომ წაგება მოიესში კი არ ზის, წაგება რუნიში კი არ ზის, წაგება ახლა მანჩესტერის ფანებში ზის და ამ გრძნობამ შეუქმნა მათ ცუდი წარმოდგენა მოიესზე და სხვა ფეხბურთელებზე.აუცილებელი არ არის, რომ ყველა დამეთანხმოს და იმედია მეტია ისეთი ვინც იტყვის, რა მოგვიდათ ბიჭო გამოფხიზლდითო?-ვფიქრობ და ვამბობ, რომ წარმატების გასაღები მრგვალ ბურთში კი არ ზის, რომელიც ხან ერთ მხარეს გაგორდება ხან მეორე მხარეს, არამედ წარმატება თითოეული ქომაგის გულში ცხოვრობს და რომც უქომაგოს ქომაგმა და გუნდმა მაინც წააგოს-ეს ღირსეული წაგებაა. მე მახსოვს "სელტიკი" - "იუვენტუსი". უტევდა "იუვე", გაიტანა გოლი, მაგრამ "სელტიკის" ფანებს წარბი არ შეუხრიათ-ისე ამაყად ვაჟკაცურად, ისე მოხდენილად იდგნენ.მხოლოდ ერთი ბიჭი დარჩა წვიმაში და ცხარე ცრემლით ატირდა. მე მიმაჩნია, რომ სწორედ ეს ბიჭია სიმბოლო დიდი მხარდაჭერისა, დიდი ერთგულებისა და იმისა, რამაც შეიძლება ტიტული ვერ მოგაგებინოს, მაგრამ შეგინარჩუნოს ღირსება და ამით ყველაფერი ნათქვამია.თუ პრიმიტიულად და ერთი შეხედვით ჩანს, რომ ყველაფერს მწვრთნელი და ფეხბურთელები აკეთებენ, ეს ასე არ არის. ქომაგი მე-12 მოთამაშეა და რომელ გუნდსაც უფრო ძლიერი ჰყავს თერთმეტეულთან ერთად ეს მე-12 მოთამაშე გამარჯვებას ის მიაღწევს და ეს ნიშნავს, რომ ჩვენი თერმეტეულის სიძლიერის გამო მეთორმეტე მოთამაშემ უნდა იძალოს და ყველაფერი კარგად იქნება წინ დიდი დროა და ქომაგი უნდა იყოს დაყრდნობილი შემდეგს:გაუმარჯოს მანჩესტერ "იუნაიტედს!" , "We'll Never Die!"

ბოლოს კი ვიდეო:


მათე წიკლაური
სიახლეები, სტატიები
15 კომენტარი
№1
ავტორი: chudikone
17 ოქტომბერი 2013 00:37
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ბრავო !!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№2
ავტორი: Macklemore
17 ოქტომბერი 2013 03:12
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ყოჩაღ ავტორ, მართლა მშვენიერია! რაც შეეხება ამ თემას მინდა ყველას მოვუწოდო გამოფხიზლებისკენ ყველა ქომაგს! ჩვენ ინგლისური კლუბის ქომაგები ვართ, იმ გუნდისა რომელმაც პირველი ევროპული ტიტული მოიგო ბრიტანული კლუბებისგან და ცოტა ხნით მანც შეწყვიტა ესპანურ-იტალიური კლუბების ჰეგემონია ევროსარბიელზე! ეს მანჩესტერია სადაც გამარჯვება ხასიათია და არა შედეგი! რა გჭირთ ხალხნო?! გულშემატკივარს გვახსოვს ისეთი მოვლენები რაც ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო! მაგალითად 1999 წლის ფინალი! ეს ხომ წარმოუდგენელი და სასწაულებრივი იყო?! მაგრამ ჩემთვის უფრო 99ში პლეიოფის მატჩი იყო გასაოცარი როცა ოლდ ტრაფორდზე საყაიმო 1-1 ანგარიშის შემდეგ იუნაიტედს ტურინში უწევდა თამაში იუვენტუსთან. იუვენტუსთან რომელსაც ჩემი აზრით საუკეთესო შემადგენლობა ყავდა რაც კი ოდესმე ყოლია! ზიდანი, დავიდსი, ინზაგი, დეშამი, კონტე, დელ პიერო და ფონსეკა ყავდა იმ დროს იუვენტუსს! ყველას განწირული ეგნოა იუნაიტედი მაგრამ, მანჩესტერი ტურინში ჩავიდა და დაანახა ყველას თუ რა ანგარიშგასაწევი ძალა იყო. მანჩესტერი ტურინში 2-0 აგებდა! ყველაფერი ფაქტობრივად გადაწყვეტილი იყო მაგრამ როი კინის შემართებით და მუხტით მთელი გუნდი და მთელი მანჩესტერი გამოფხიზლდა და იუნაიტედმა იმ წელს შესაძლებლობების ზღვარსაც გადააბიჯა! ეს ყველაფერი იმისთვის კიარ ვწერე, რომ რამე გამიგია და რამე ვიცი, არამედ იმისთვის რომ დაინახოთ რა დიდებული კლუბია იუნაიტედი და ყოველი თამაშის მერე უსუსური კომენტარები და შეფასებები არ გააკეთოთ!!! გუნდს თითოეული ჩვენგანის გვერდში დგომა ჭირდება, ვიღაცას შეიძლება გაეცინოს აქედან რა უნდა ვარგო მანჩესტერსო მაგრამ გულშემატკივარი ცალკეული ადამიანებისგან შედგება და ძალიან დიდ წითელ არმიად იკვრება! ჩვენც იმ არმიაში შევდივართ და იმ არმიის ერთ-ერთი ნაწილი ვარტ! ასერომ პესიმიზმი არაფერს გვარგებს! პირიქით ოპტიმისტურად უნდა შევხედოთ ყველა მარცხს! ჩვენ მსოფლიოში უდიდესი კლუბის გულშემატკივრები ვართ! შეიძლება იუნაიტედი ვინმეს თვალში ჩამოქვეითდეს და 9-10 ადგილზე იყოს მაგრამ ჩვენ თვალში ყოველთვის პირველ ადგილზე უნდა იყოს და შემდეგ უკვე ყველას თვალში ამაღლდება! დაუფიქრდით ამ სტატიას! მართლა დამაფიქრებელია და ბარსელონას გულშემატკივარი ინგლისური ფეხბურთის გულშემატკივარს არ უნდა გასწავლიდეთ გულშემატკივრობას! ავტორ მუხტი მოიტანა ჩემში ამ სტატიამ და დიდი მადლობა!
0
№3
ავტორი: red devil
17 ოქტომბერი 2013 06:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Didi madloba avtor am statiistvis getanxmebi namdvilad axla chirdeba manchesters chveni gverdshi dgoma.
Macklemore,
sagol yvelaperi magrad chamoayalibe.
0
№4
ავტორი: Gvene
17 ოქტომბერი 2013 08:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 97
kargi statiaaa ^_^ axla namdvilad chirdeba manchesters fanebis gverdshi dgoma GGMU <3 Till I Diea manunited
0
№5
ავტორი: pitt
17 ოქტომბერი 2013 10:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 29
მათე საღოლ ჯიგარი ხარ...გეტყობა რო იცი რას და რატომ გულშემატკივრობ.მოდი ერთხელ და სამუდამოდ შეწყდეს ამ საიტზე მაინც მოიესის და ფეხბურთელების უაზრო გაკრიტიკება.ყველაფერში ქართველობას ნუ გამოვამჟგავნებთ winked am am am
0
№6
ავტორი: lafera
17 ოქტომბერი 2013 12:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
Macklemore sagool imenaaa ra

ra unda shewydes da rato jansagi kritikaa cudi ara
0
№7
ავტორი: cherekter
17 ოქტომბერი 2013 12:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
madloba avtors darwmunebuli var daxloebis igive texsti yvela manchesterelis gulkshia magram aravi wers imitom ro eshinia vigasi reaqcis imis ro sascineben ,madloba gambedaobistvis
0
№8
ავტორი: lafera
17 ოქტომბერი 2013 12:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
sg admin ra
0
№9
ავტორი: Tamara
17 ოქტომბერი 2013 14:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 144
ციტატა: Macklemore
პირველი ევროპ

ყველაფერი ლამაზი და გასაგებია, უბრალოდ პირველი ევრიპული თასი სელტიკმა მოიგო ბრიტანული კლუბებიდან ))
0
№10
ავტორი: Macklemore
17 ოქტომბერი 2013 14:19
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Tamara,
Me bodishi, damaviwyda celtici
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top