თბილისი:
მანჩესტერი:
17-10-2013, 00:20
ავტორი: barcaman,
ნანახია: 2515,
კომენტარები: 15
მანჩესტერ "იუნაიტედი" ფანების დახმარებას საჭიროებს
მანჩესტერ "იუნაიტედი" - ტიტანი მე-9 ადგილზე
მანჩესტერ
ამ სტატიას ის ყალბად აღიქვამს, ვინც მაინც და მაინც ჩემს გაკრიტიკებაზე იქნება ორიენტირებული და არა იმაზე, თუ რა მიიღო ჩემი ნაშრომიდან, რა მოეწონა და რა არ მოეწონა, როცა ამას ვწერ არც მაქვს განცდა, რომ ყველა იტყვის, რომ მაგარი სტატია, ბრავო ავტორსო, მაგრამ უარყოფითი შეფასების სიხშირე და მიზეზი მკითხველისთვის მომინდია, თორემ ადამიანის ბუნება ზოგადად ეგოისტურია და "სხვის თვალში ბეწვს ხედავს და საკუთარში დირეს ვერა".მაგრამ რა მოყვება სტატიას ეს ცალკე თემაა. ადამიანმა უნდა შექმნა, რომ შეაფასონ-ეს არა მგონია, რამე გაუშიფრავ სიბრძნესთან ან ხატოვან გამონათქვამთან მიმავალი გზა იყოს, მაგრამ ბრძნულია, თუ პრიმიტიული ყველა მე მგონი, რომ ვთანხმდებით იმაზე, რასაც ამ აზრის სისწორე, ანუ მართებულობა ჰქვია.და ამიტომაც დროა, რომ შევქმნა და მერე თქვენ გაჩვენოთ.
დღეს მანჩესტერ "იუნაიტედი" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა, რაც ამ კლუბისთვის ცოტა უჩვეულო მდგომარეობაა ბოლო წლებიდან გამომდინარე. მანჩესტერ "იუნაიტედს" ძირითადად ცხრილში ყურებისას პირველ, მეორე ან იყოს და ვთქვათ, მესამე ადგილზე ვხედავთ ხოლმე, მაგრამ მე-9 შორია, თუმცა ის, რომ "იუნაიტედი" ხშირად პირველ ან მეორე ადგილს იკავებდა ამის საიდუმლო რა იყო ფეხბურთელებთან და მწვრთნელთან ერთად?-მხარდაჭერა, რადგან სანამ ფანები არსებობენ ჩვენ ხომ "We'll Never Die!" თავს არ მივცემ უფლებას და "ბარსელონას" ქომაგი არ დავუწყებ ქომაგობის სწავლებას "იუნაიტედის" ფანს, მაგრამ ყოველი თამაშის მერე ვკითხულობ კომენტარებს, სადაც ისეთი შინაარსის რაღაცებია დაწერილი, რაც "ელ კლასიკოს" შემდეგაც კი არ დაწერილა წაგებული გუნდის ფან-კლუბ საიტზე. აი როცა მანჩესტერ "იუნაიტედის" ფანი დაწერს ყველაფერი მორჩაო-იქ მართლა ყველაფერი მორჩა, ოღონდ არა მანჩესტერისთვის, არამედ ქომაგისთვის, რადგან ეს 2 სიტყვა ერთად არ უნდა თქვას მანჩესტერ "იუნაიტედის" ქომაგმა.შეიძლება, რომ მანჩესტერი ამ პოზიციაზე დარჩეს წლევანდელ სეზონში, შეიძლება სულაც დაქვეითდეს, მაგრამ შეიძლება ჩემპიონიც გახდეს, ან ზევით მაინც აიწიოს, მაგრამ ამ ყველაფერს ვერ გაექცევი იმიტომ, რომ წაგება მოიესში კი არ ზის, წაგება რუნიში კი არ ზის, წაგება ახლა მანჩესტერის ფანებში ზის და ამ გრძნობამ შეუქმნა მათ ცუდი წარმოდგენა მოიესზე და სხვა ფეხბურთელებზე.აუცილებელი არ არის, რომ ყველა დამეთანხმოს და იმედია მეტია ისეთი ვინც იტყვის, რა მოგვიდათ ბიჭო გამოფხიზლდითო?-ვფიქრობ და ვამბობ, რომ წარმატების გასაღები მრგვალ ბურთში კი არ ზის, რომელიც ხან ერთ მხარეს გაგორდება ხან მეორე მხარეს, არამედ წარმატება თითოეული ქომაგის გულში ცხოვრობს და რომც უქომაგოს ქომაგმა და გუნდმა მაინც წააგოს-ეს ღირსეული წაგებაა. მე მახსოვს "სელტიკი" - "იუვენტუსი". უტევდა "იუვე", გაიტანა გოლი, მაგრამ "სელტიკის" ფანებს წარბი არ შეუხრიათ-ისე ამაყად ვაჟკაცურად, ისე მოხდენილად იდგნენ.მხოლოდ ერთი ბიჭი დარჩა წვიმაში და ცხარე ცრემლით ატირდა. მე მიმაჩნია, რომ სწორედ ეს ბიჭია სიმბოლო დიდი მხარდაჭერისა, დიდი ერთგულებისა და იმისა, რამაც შეიძლება ტიტული ვერ მოგაგებინოს, მაგრამ შეგინარჩუნოს ღირსება და ამით ყველაფერი ნათქვამია.თუ პრიმიტიულად და ერთი შეხედვით ჩანს, რომ ყველაფერს მწვრთნელი და ფეხბურთელები აკეთებენ, ეს ასე არ არის. ქომაგი მე-12 მოთამაშეა და რომელ გუნდსაც უფრო ძლიერი ჰყავს თერთმეტეულთან ერთად ეს მე-12 მოთამაშე გამარჯვებას ის მიაღწევს და ეს ნიშნავს, რომ ჩვენი თერმეტეულის სიძლიერის გამო მეთორმეტე მოთამაშემ უნდა იძალოს და ყველაფერი კარგად იქნება წინ დიდი დროა და ქომაგი უნდა იყოს დაყრდნობილი შემდეგს:გაუმარჯოს მანჩესტერ "იუნაიტედს!" , "We'll Never Die!"

ბოლოს კი ვიდეო:


მათე წიკლაური
სიახლეები, სტატიები
15 კომენტარი
№11
ავტორი: SAF
17 ოქტომბერი 2013 15:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
იუნაიტედს კი არა სიატს ჭირდება მგონი დახმარება 1 კვირაა მარტო 3 სტატია დაიდო მგონი გძინავთ ხალხო?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№12
ავტორი: negative
17 ოქტომბერი 2013 16:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 39
SAF,
ჰაჰაჰ wink

SAF,
ჰაჰაჰ wink
0
№13
ავტორი: BERDI
17 ოქტომბერი 2013 16:28
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
SAF,
ჩემი ძმა სხვებს რო აკრიტიკებ შენც შეგიძლია სიახლეს დაწერა!

ავტორ ყოჩაღ კარგია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№14
ავტორი: VaRdo
17 ოქტომბერი 2013 16:40
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: SAF
იუნაიტედს კი არა სიატს ჭირდება მგონი დახმარება 1 კვირაა მარტო 3 სტატია დაიდო მგონი გძინავთ ხალხო?


დაიცადე და გამოცოცხლდება სულ მალე სურპრიზებიც იქნება fellow


საღოლ ავტორ .
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№15
ავტორი: zatara
17 ოქტომბერი 2013 16:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
შესავალი ისეთი იყო რომ პრინციპულად არ წავიკითხავ... :D :D :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top