თბილისი:
მანჩესტერი:
12-10-2013, 20:22
ავტორი: barcaman,
ნანახია: 2494,
კომენტარები: 32
პრესა, რომელიც გვაიმედებს, გვახარებს ან სულაც გვატყუებს
ამ სტატიას, რომელიმე ერთ გამოცემას არ ვუძღვნი.
პრესა, რომელიც გვაიმედებს, გვახარებს ან სულაც გვატყუებს
სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უეინ რუნი ტოვებს კლუბს-არ ახანგრძლივებს კონტრაქტს. რაოდენ შემზარავიც არ უნდა იყოს ეს ფაქტი და გულსაკლავი მანჩესტერ "იუნაიტედის" ფანებისთვის. ამ ჭორს ისე მივეჩვიეთ, რომ უკვე სასაცილოდაც აღარ გვყოფნის, ან გყოფნით. ჯერ იყო და რუნის ბედი იყო გაურკვეველი, მერე იყო და რუნი "ბარსელონაში" მიდიოდა და ახლა მისი ბედი კვლავ უცნობია, თუმცა თითქოს დაზუსტებით ვიცით, რომ იგი არ ახანგრძლივებს კონტრაქტს. ბევრი ფანისთვის ეს ინფორმაცია სერიოზულად აღქმადი გამოდგა, ბევრმა იუმორის თვალით შეხედა და ბევრმაც კი ცრემლნარევი იუმორით თქვა:"რუნი რჩება!" უეინ რუნის წასვლა ისეთივე უცხო იქნება ფანებისთვის, როგორც სერ ალექსის და უფრო მეტად როგორც თეთრზე შავის ძახილი. უეინ რუნი არის ფეხბურთელი, რომელიც არის კლუბის სული და გული.

რუნის განცხადებას შეხვდებიან, როგორც ცუდი ფეხბურთელის, უფრო სწორად შეხვდებოდნენ, მაგრამ ეს უნდა ყოფილიყო სხვა ქვეყანა, მაგალითად ჩემი საყვარელი კლუბის "ბარსელონას" სამშობლო, ესპანეთი, მაგრამ ეს ხომ ინგლისია და აქ ხომ ფანები ნამდვილი ფანები არიან და ეს ხომ ის ფანები არიან, რომლებიც სანამ არსებობენ We'll Never Die! პრესაზე კი იმის თქმას განვაგრძობ, რისიც დავიწყე: საერთოდ ჟურნალისტები ესმახურებიან გაზეთის შევსებას. მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველაზე ამის თქმა არ შეიძლება. ჩვენ საიტზე ჩემი ჩათვლით, ასე მიმაჩნია არიან ბევრი დამწყები ჟურნალისტები, რომლებიც სულ არ გვანან იმას, რასაც ინტრიგას დათესვა რუნის მეშვეობით ჰქვია.ეს ინფორმაცია თანაც დღეს ძალიან სერიოზულმა და გავლენიანმა გამოცემამ გააკეთა, რომელსაც ქომაგებმა ჭორის ბუდე და სხვა ათასი კრიტიკული სახელი მოუფიქრეს, ხოლო ზოგმა კი საერთოდაც დაიჯერა და განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია მართალია. ახლა იმათაც თავისი ინტერესები აქვს, ზოგს ძალიან მეეჭვება ასეთი ფანი თუ არის, რუნი არ უყვარს და უნდა წავიდეს, ზოგსაც განცხადებამ აურია თავგზა-ეს განცხადება ან არის მართალი და ან არა, ზოგსაც კი უბრალოდ უნდა, რომ რუნი მისმა საყვარელმა კლუბმა იყიდოს და ამიტომ აჯერებს თავს. მე მაგალითად "ბარსელონას" ფანი ვარ და რუნის ხილვა "ბარსაში" ძალიან მინდა, მაგრამ ვიცი, რომ ეს არ მოხდება, რადგან რუნი იყო, არის და იქნება "წითელი ეშმაკი", რომელმაც შეძრა მსოფლიო და ყველას უთხრა, თუ ვინ არის ინგლისურ ფეხბურთში ბოსი.

პრესამ იმდენად დაუჯერებელი ინფორმაცია გაავრცელა, რომ ტყუილად აღვიქვით, ანუ ჭორად, მაგრამ იქნებ სიმართლეა, თუმცა დაუჯერებელია და ერთად ვამბობთ, რომ პრესა ჭორს ავრცელებს, მაგრამ ახლა გავლენიანმა გამოცემამ The Telegraph გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმდაც რუნი მანჩესტერში ბედნიერი და რჩება. მართლაც რა გითხრათ, რით გაგახაროთ?! ორი პრესა და ორი განსხვავებული აზრი. ნეტავ რა ხდება რუნის ტვინში და რა ფიქრები გადადის მის თავზე?

-რუნი ხომ დარჩები?!
-კი, მე ვრჩები.

მაქვს იმედი რომ ჟურნალისტის ამ კითხვას რუნი ასე უპასუხებს.
სიახლეები, სტატიები
32 კომენტარი
№1
ავტორი: Rosso Diavolo
12 ოქტომბერი 2013 20:29
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
კარგი სტატიაა ავტორ...მეც იმედი მაქვს, რომ დარჩება რუნი <3
0
№2
ავტორი: giorgu
12 ოქტომბერი 2013 20:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 96
რუნი რომ ცავიდეს ჩათვა;ეთ მანჩე ძალიან დასუსტდება და მე მანჩეს ტამშს დიდი ხანი არ ვუყურებ სანამ ისევ ძლკიერი მაცე არ იქნება და რუნის გირსეული შემცვლელი მანჩეში recourse
0
№3
ავტორი: Rosso Diavolo
12 ოქტომბერი 2013 20:37
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
giorgu,

რა მნიშვნელობა აქვს გუნდი როგორ ფორმაშია, ცუდად თამაშობს კარგად თამაშობს? თU გუნდის გულშემატკივარი ხარ რაც არუნდა იყოს სულ უნდა დაუჭირო მხარი...თუ წავიდა მაგრად გამიტყდება, მაგრამ ბევრი გვეზრდება ისეთი, რომელებსაც დიდი მონდომების შემდეგ შუძლიათ ჩაანაცვლონ უეინი :*
0
№4
ავტორი: buka oboladze
12 ოქტომბერი 2013 20:38
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
მთელი გულით და სულით მჯერა,რომ დარჩება შრეკი
0
№5
ავტორი: NeymaR
12 ოქტომბერი 2013 21:00
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
მეც ამის იმედი მაქ რომ დარჩება საღოლ ავტორ !!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№6
ავტორი: chudikone
12 ოქტომბერი 2013 21:13
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
აუ შენ რა ძალიან მაგარი ფანი ხარ რო იცოდე, ავტორ.. ბარსას ფანები ძირითადად ღლაპები არიან და მესის გარდა არავინ იციან.. შენ კიდე რავი.. საღოლ, კარგი სტატიაა..

ციტატა: H E R N A N D E Z 14
რა მნიშვნელობა აქვს გუნდი როგორ ფორმაშია, ცუდად თამაშობს კარგად თამაშობს? თU გუნდის გულშემატკივარი ხარ რაც არუნდა იყოს სულ უნდა დაუჭირო მხარი...თუ წავიდა მაგრად გამიტყდება, მაგრამ ბევრი გვეზრდება ისეთი, რომელებსაც დიდი მონდომების შემდეგ შუძლიათ ჩაანაცვლონ უეინი :*

მიუხედავად იმისა რომ დღეს რუნი ყველაზე მეტად მიყვარს მანჩესტერში და ვფიქრობ რომ მართლა ძალიან დასუსტდება იუნაიტედი რუნის გარეშე, ყვეალაინაირად გეთანხმები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№7
ავტორი: Rosso Diavolo
12 ოქტომბერი 2013 21:16
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
chudikone,
manunited
0
№8
ავტორი: zatara
12 ოქტომბერი 2013 21:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
კარგი სტატიაა და მადლობა ავტორს... მაგრამ მე რომ მცოდნოდა ეს სტატია ესე უბრალოდ ერთი ბიჭის ნაამბობი და უკან არანაირი სანდო წყარო ან მსგავსი არ აქვს არ წავიკითხავდი....


პრობლემა ისაა რომ სტატიას ვკითხულობ... მგონია ახალს გავიგებ რამეს (ისედაც დამწუხრებული ამ ამბებით) და ბოლოში წერია იმედია ესე მოხდება და ეს მხოლოდ საიტის წევრის სტატიააა... ესე რომ გავაგრძელოთ და ყველამ თავისი აზრი სტატიებად დავწეროთ უფიქრდებით რა მოხდება? იყო და არის (ოღონდ ეხლა არ მახსოვს რა სახელით) ერთი ადამიანი რომელიც ძალიან საინტერესო სტატიებს წერდა და მას არ ჭირდებოდა სხვისი დახმარება... ის თვითონ წერდა სტატიას.... სტატიას და არა თავის აზრს....

ბოდიშით ამ პოსტით ვინმეს თუ ვაწყენინე :*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
№9
ავტორი: barcaman
12 ოქტომბერი 2013 21:30
  • სიახლეები: 21
  • კომენტარები: 33
zatara,
აბა რა არის სტატია? ალბათ ამ კითხვის პასუხი არ იცი და ამიტომ წერ ასეთ კომენტარს. მოკლე აღწერაშიც კი უწერია ამას ისეთი წინადადება, რომელიც გვეუბნება, რომ ეს არის სტატია!
0
№10
ავტორი: zatara
12 ოქტომბერი 2013 21:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
barcaman,

სტატია და აზრი ერთმანეთისგან განსხვავდება...

ეს შენი აზრი და იმედებია... აქ მე ვერ დავინახე რეალურად რა ხდება... მე ახალი ვერაფერი გავიგე... ამ "სტატიის" აზრი არ არსებობს ან ის არის რომ პირადად შენ რაღაცის იმედი გაქვს...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top