თბილისი:
მანჩესტერი:
12-10-2013, 20:22
ავტორი: barcaman,
ნანახია: 2496,
კომენტარები: 32
პრესა, რომელიც გვაიმედებს, გვახარებს ან სულაც გვატყუებს
ამ სტატიას, რომელიმე ერთ გამოცემას არ ვუძღვნი.
პრესა, რომელიც გვაიმედებს, გვახარებს ან სულაც გვატყუებს
სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უეინ რუნი ტოვებს კლუბს-არ ახანგრძლივებს კონტრაქტს. რაოდენ შემზარავიც არ უნდა იყოს ეს ფაქტი და გულსაკლავი მანჩესტერ "იუნაიტედის" ფანებისთვის. ამ ჭორს ისე მივეჩვიეთ, რომ უკვე სასაცილოდაც აღარ გვყოფნის, ან გყოფნით. ჯერ იყო და რუნის ბედი იყო გაურკვეველი, მერე იყო და რუნი "ბარსელონაში" მიდიოდა და ახლა მისი ბედი კვლავ უცნობია, თუმცა თითქოს დაზუსტებით ვიცით, რომ იგი არ ახანგრძლივებს კონტრაქტს. ბევრი ფანისთვის ეს ინფორმაცია სერიოზულად აღქმადი გამოდგა, ბევრმა იუმორის თვალით შეხედა და ბევრმაც კი ცრემლნარევი იუმორით თქვა:"რუნი რჩება!" უეინ რუნის წასვლა ისეთივე უცხო იქნება ფანებისთვის, როგორც სერ ალექსის და უფრო მეტად როგორც თეთრზე შავის ძახილი. უეინ რუნი არის ფეხბურთელი, რომელიც არის კლუბის სული და გული.

რუნის განცხადებას შეხვდებიან, როგორც ცუდი ფეხბურთელის, უფრო სწორად შეხვდებოდნენ, მაგრამ ეს უნდა ყოფილიყო სხვა ქვეყანა, მაგალითად ჩემი საყვარელი კლუბის "ბარსელონას" სამშობლო, ესპანეთი, მაგრამ ეს ხომ ინგლისია და აქ ხომ ფანები ნამდვილი ფანები არიან და ეს ხომ ის ფანები არიან, რომლებიც სანამ არსებობენ We'll Never Die! პრესაზე კი იმის თქმას განვაგრძობ, რისიც დავიწყე: საერთოდ ჟურნალისტები ესმახურებიან გაზეთის შევსებას. მაგრამ მიმაჩნია, რომ ყველაზე ამის თქმა არ შეიძლება. ჩვენ საიტზე ჩემი ჩათვლით, ასე მიმაჩნია არიან ბევრი დამწყები ჟურნალისტები, რომლებიც სულ არ გვანან იმას, რასაც ინტრიგას დათესვა რუნის მეშვეობით ჰქვია.ეს ინფორმაცია თანაც დღეს ძალიან სერიოზულმა და გავლენიანმა გამოცემამ გააკეთა, რომელსაც ქომაგებმა ჭორის ბუდე და სხვა ათასი კრიტიკული სახელი მოუფიქრეს, ხოლო ზოგმა კი საერთოდაც დაიჯერა და განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია მართალია. ახლა იმათაც თავისი ინტერესები აქვს, ზოგს ძალიან მეეჭვება ასეთი ფანი თუ არის, რუნი არ უყვარს და უნდა წავიდეს, ზოგსაც განცხადებამ აურია თავგზა-ეს განცხადება ან არის მართალი და ან არა, ზოგსაც კი უბრალოდ უნდა, რომ რუნი მისმა საყვარელმა კლუბმა იყიდოს და ამიტომ აჯერებს თავს. მე მაგალითად "ბარსელონას" ფანი ვარ და რუნის ხილვა "ბარსაში" ძალიან მინდა, მაგრამ ვიცი, რომ ეს არ მოხდება, რადგან რუნი იყო, არის და იქნება "წითელი ეშმაკი", რომელმაც შეძრა მსოფლიო და ყველას უთხრა, თუ ვინ არის ინგლისურ ფეხბურთში ბოსი.

პრესამ იმდენად დაუჯერებელი ინფორმაცია გაავრცელა, რომ ტყუილად აღვიქვით, ანუ ჭორად, მაგრამ იქნებ სიმართლეა, თუმცა დაუჯერებელია და ერთად ვამბობთ, რომ პრესა ჭორს ავრცელებს, მაგრამ ახლა გავლენიანმა გამოცემამ The Telegraph გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმდაც რუნი მანჩესტერში ბედნიერი და რჩება. მართლაც რა გითხრათ, რით გაგახაროთ?! ორი პრესა და ორი განსხვავებული აზრი. ნეტავ რა ხდება რუნის ტვინში და რა ფიქრები გადადის მის თავზე?

-რუნი ხომ დარჩები?!
-კი, მე ვრჩები.

მაქვს იმედი რომ ჟურნალისტის ამ კითხვას რუნი ასე უპასუხებს.
სიახლეები, სტატიები
32 კომენტარი
№11
ავტორი: ლადო
12 ოქტომბერი 2013 21:33
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
zatara,
სტატიას სხვა მნიშვნელობა აქვს და შენ რაც გინდა ეგ სიხლეა ბრატ!

barcaman,
საღოლ ძმა ხარ)))
0
№12
ავტორი: zatara
12 ოქტომბერი 2013 21:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
barcaman,

და როგორც ჩანს გეწყინა... მე მადლობაც კი მოგიხადე რომ იშრომე და იწვალე მაგრამ თუ ჩემი კომენტარის აზრს ჩაწვდი მიხვდები მე რა პრობლემაზე მაქვს საუბარი

Lado Ghonghadze,

მე რომ ვთქვა ეხლა უიიი ფერგი როგორ მომენატრა თქო და გამოვაქვეყნო სტატიააა? რეალურად შეხედეთ რააა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
№13
ავტორი: Rosso Diavolo
12 ოქტომბერი 2013 21:38
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
zatara,

ნაწილობრივ შენც ხარ სწორი და ნაწილობრივ ბარსა მენ --საერთოდ ეს ნიკი რაშუაშია მანჩესტერ იუნაიტედთან ?
0
№14
ავტორი: zatara
12 ოქტომბერი 2013 21:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
H E R N A N D E Z 14,

გამიხარდა რო შენ მაინც გაიგე რა ვთქვი :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
№15
ავტორი: barcaman
12 ოქტომბერი 2013 21:47
  • სიახლეები: 21
  • კომენტარები: 33
H E R N A N D E Z 14,
მოიცა მოიცა მოიცა... ნიკი ჩემს ჟურნალისტურ შესაძლებობლებს არ განსაზღვრავს და არც არის ყურადღების ღირსი და შენიშვნაში გასატანი, ხოლო რაც შეეხება ზატარას კომენტარს.ფერგი როგორ მომენატრაო არა ეს არ იქნება სწორი ეს რომ დაწერო, მაგრამ მე დავწერე პრესაზე, პრესის პრობლემებზე და შენ ვერ ჩაწვდი სტატიას. რატომ გეგონა, რომ მე რაიმე საოცარი ინფორმაცია მექნებოდა, მანჩესტერიდან? ეს ჩემი მოსაზრებაა და სტატიაც ისაა, რომ შენი აზრი სწორად გამოთქვა და ჩამოაყალიბო კარგად.დიდი მადლობა ვინც მოიწონა სტატია და მიხვდა, რომ აქ საუბარი არა ჩემ აზრზეა, არამედ პრესის პრობლემებზე, რომელიც ახლა რუნის შეეხო.
0
№16
ავტორი: Rosso Diavolo
12 ოქტომბერი 2013 21:53
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
barcaman,

არ განსაზღვრავს..და არც შენიშვნაში გამიტანია ;) უბრალოდ დამაინტერესა
0
№17
ავტორი: zatara
12 ოქტომბერი 2013 21:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
barcaman,

რატომ გეგონა, რომ მე რაიმე საოცარი ინფორმაცია მექნებოდა, მანჩესტერიდან? ეს ჩემი მოსაზრებაა <<<< ზუსტად ამაზე მაქვს საუბარი

ფერგის მონატრებას რაც შეეხება ეგ უბრალოდ მოვიყვანე მაგალითად იმიტომ რომ ამ მონატრებასა და შენს აზრს შორის საერთო ის არის რომ უკან არაფერი არ აქვს გარდა რაღაცის სიყვარულისა... შენი იმედი გაქვს მე მენატრება ვიღაცას აღაგრძნებს და ასე შემდეგ... მაგრამ ყველამ სტატია არ უნდა ვწეროთ...

საერთოდ თუ ჟურნალისტობა გინდა ან გინდა ახლოს იყო ამ სფეროსთან უნდა იცოდე რომ <<სტატია>> რომელსაც ჟურნალისტი ბეჭდავს მოიცავს რეალურ და დამადასტურებელ ფაქტებს... სტატიას რომელსაც ეს კომპონენტები აკლია იმას ჭორი ქვია... შენი კიდე არც ერთი არ არის... არც ჭორი და არც სიმართლე...

იძახი რომ ჟურნალისტურ პრობლემებზე გაქვს საუბარი მაგრამ რეალურად იქ არ წერია ვინ რა თქვა სად რა თქვეს...

ბოლოში ერთი ტელეგრაფის ციტატის მსგავსი რამ მოგყავს და იქაც ვერაფრით ვერ ადასტურებ ამას...

barcaman,

სტატიაში წერ რომ შენ ბარსას ფანი ხარ და გაგიხარდებოდა რუნის ბარსაში ნახვა მარა ეგეთი რაღაცეები სტატიებში არ უნდა იბეჭდებოდეს...

წნორის დინამოს ფანსაც და ზესტაფონის შემეცოდეს ფანსაც უნდა რუნის ნახვა თავის გუნდში მარა აქ უნდა დაწერონ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
№18
ავტორი: Goginashvili777
12 ოქტომბერი 2013 23:51
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ჩვენ გვყვავდა "რონალდო . ნისტელროი , ფორლანი , ბექემი, ვერონი და ასე შემდეგ." თუმცა ყველა ზემოთხსენებული გავასხვისეთ და შევიძინეთ ახალგაზრდა ფეხბურთელები რომლებმაც მანჩესტერი უფრო და უფრო გააძლიერეს .
ორი აზრი არ არსებობს იმაში თუ რუნი წავა მანჩესტერი დასუსტდება მაგრამ, "ჭრილობის შეხორცებას დრო უნდა" გავა კვირები თვეები და წლებიც კი და გვეყოლება ისეთივე ფორვარდი როგორიც შრეკია ან მასზე უკეთესი.. მანჩესტერს რუნის წასვლა დროებითად დაასუსტებს მაგრამ მომავალში უფრო გააძლიეერებს ..
რუნი ჩვენ შენ გვიყვარხარ თუმცა თუ წასვლა გინდა წადი ეგ მხოლოდ შენი გადასაწყვეტია ..
შენნაირი 10 იანი არარსებობს მაგრამ ფერგიმ გვასწავლა მოთმენა ..
ჩვენც მოვითმენთ და გვეყოლება ორმაგი რუნი !! ორმაგი !!!
ჩვენ გვჯერა დევიდ მოიესის რომ ის ნახავს შენს შემცვლელს ..
მაგრამ გამოვიღვიძოთ ხალხნო !!გაახილეთ თვალები !! რუნი სულით ეშმაკია და ის მანჩესტერიდან თუ სადმე წავა ეს ადგილი იქნება სკამი სადაც თავისივე გუნდი ეყოლება ! 40 წლის ასაკში !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№19
ავტორი: born_2b_red
13 ოქტომბერი 2013 01:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 101
ოხ რუნი რუნიი
0
№20
ავტორი: I L C
13 ოქტომბერი 2013 10:18
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
zatara,
H E R N A N D E Z 14,
ამ სტატიას თქვენი დასაწუნი არაფერი აქ ძაან შინაარსობლივი სტატიაა და მოდი რა ვისაც შარი უნდა სადმე სხვაგან იმოქმედეთ :)) სიახლე და სტატია ძაან განსხვავდება ერთმანეთისაგან !! areyoukiddingmeა მ კაცს გული სტკივა მანჩესტერზე და უნდა რომ უეინი არ დაკარგოს და დარდი გამოხატა თქვენ კიდე დაიწყეთ აქ ეს რაარიი ახალი ვერაფერი გავიგეე კაცმა ყველა გულშემატკივრის ფიქრი გაახმოვანა რისთვისსაც მადლობა საღოლ ავტორრ მაგარი კაცი ხარ..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top