თბილისი:
მანჩესტერი:
29-09-2013, 17:29
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2615,
კომენტარები: 13
უიმედობა გუნდში
დევიდ მოიესი ფიქრობს რომ მისი გუნდი ევრო ტურნირზე წარმატებას ვერ მიაღწევს
უიმედობა გუნდში
პრემიერ ლიგის ეგიდით უკვე მეექვსე შეხვედრა ჩაატარა "მანჩესტერ იუნაიტედმა" და აქედან სამი მარცხი იწვნია. ჯერ-ჯერობით უკანასკნელი კი ოლდ ტრაფორდზე დათმობილი მატჩია, "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ. მოგეხსენებათ რომ "ეშმაკუნებს" ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ბევრჯერ მოეცალათ ხელი. მათ ვერ შეძლეს ისეთი ფეხბურთელების გადმობირება, როგორებიც არიან: სესკ ფაბრეგასი, ლეინტონ ბეინსი და ბოლოს ანდერ ერერა. თუმცა მოიესს სჯერა რომ დღევანდელი შემადგნელობით ისინი შეძლებენ ჯგუფური ეტაპის გადალახვას. მან აგრეთვე ჩემპიონთა ლიგის მოგებაზეც გააკეთა კომენტარი, რომელიც ასე ჟღერს: "იმისათვის რომ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, შენ გუნდში უნდა გყავდეს ხუთი ან ექვსი მსოფლიო დონის ვარსკვლავი. ზუსტად ასეთი კლუბები არიან "ბაიერნი", "ბარსელონა" და "რეალი". მათ აქვთ საკმარისი დონე რომ გახდნენ წლის საუკეთესოები, ჩვენ კი - არა. ერთადერთი რაც "იუნაიტედს" გააჩნია ეს გამოცდილებაა."

რაც შეეხება სეზონის სტარტს (საუბარია ჩემპიონთა ლიგაზე) წითლებმა პირველივე მატჩში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს ლევერკუზენის წინააღმდეგ (4-2), მაგრამ ოთხშაბათს ურთულესი თამაში ელით უკრაინაში, დონეცკის "შახტარის" წინააღმდეგ.

ბოლო წლებია "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით ვერ გამოირჩევა, მიუხედავად იმისა რომ მაშინ ჯერ კიდევ სერ ალექს ფერგიუსონი წვრთნიდა გუნდს. გასულ წელს "რეალმა" გამოთიშა "იუნაიტედი" მერვედ ფინალიდან, ხოლო 2 წლის წინ "ეშმაკუნები" საერთოდ ჯგუფში ჩარჩნენ.

პრემიერ ლიგას რაც შეეხება, თუ სტატისტიკის მონაცემებს დავუჯერებთ "წითლებს" ასე ცუდად სეზონი ბოლოს 1989-90 წლების სეზონში დაიწყეს. "ვესტ ბრომვიჩთან" დამარცხება კი პირველი იყო 1978 წლის შემდეგ.

დევიდ მოიესსმა ამ მატჩზეც ისაუბრა და განაცხადა რომ გუშინდელმა მეტოქემ გამარჯვება ღირსეულად მოიპოვა. მათმა მოხდენილმა კონტრ-შეტევებმა შოტლანდიელი სპეციალისტი მიახვედრა რომ გუნდში ბევრი სამუშაოა და ჯერ ყველაფერი ახლა იწყება.

"საშინელი მატჩი ჩავატარეთ და შესაბამისი შედეგი მივიღეთ. ჩვენ გვქონდა რამდენიმე მომენტი, მაგრამ მეტოქემ თავის დაცვა შეძლო. "ვესტ ბრომვიჩმა" გვაჯობა და დამსახურებული 3 ქულა წაიღო ოლდ ტრაფორდიდან, ამაზე დავაც კი არ შეიძლება." -განაცხადა მოიესმა.

ამ უკანასკნელმა მატჩის მიმდინარეობისას დევიდ მოიესმა შინჯი კაგავა ანდან იანუზაითი შეცვალა, თუმცა ამ ყველაფერს მატჩის პერიპეტიებში ცვლილება არ შეუტანია.

"მეორე ტაიმის დასაწყისში მე ვეცადე სხვა გზა მომეძებნა მატჩის შემოსატრიალებლად, თუმცა არ ვამბობ რომ შინჯი ცუდად გამოიყურებოდა. მინდა მან თავი მნიშვნელოვან ფიგურად ჩათვალოს და ვფიქრობ რომ იგი იდეალური 10 ნომერი იქნებოდა. ასევე მიმაჩნია რომ იანუზაიმ გუშინ კარგი მატჩი ჩაატარა. მე ძლიერი გუნდი და კარგი ფეხბურთელები მყავს. ასე რომ, ვეცდებით სიტუაციიდან გამოსავალი მალე მოვნახოთ." დაასრულა შოტლანდიელმა.

წყარო SkySports
სტატიები
13 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
29 სექტემბერი 2013 17:45
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ურთულესი სეზონი გველოდება, მე მაინც იმედი მაქვს რომ პრემიერ ლიგაში პირველზე ან მეორეზე გავალთ და ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალამდე მივაღწევთ მინიმუმ
0
№2
ავტორი: Lomsa099
29 სექტემბერი 2013 18:03
  • სიახლეები: 102
  • კომენტარები: 426
აუ ეს რაპონტია უიმედობა არა იხვი რა მართალია სუსტად გამოვიყურებით მარა რაც მთავარია Believe!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ One Love, One Team!
Manchester United, Forever!!!
№3
ავტორი: BERDI
29 სექტემბერი 2013 18:14
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
გუნდში უიმედობა მხოლოდ მწვრთნელს შეუძლია აღფოფხვრას და ფანებმაც უნდა შეუწყონ ხელი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№4
ავტორი: დავითი
29 სექტემბერი 2013 18:16
  • სიახლეები: 13
  • კომენტარები: 154
ბიჯო ტრანსფერების გაკეთება ამათ არ უნდათ და ეს ფერდინანდი დაბერდა და დირკა გახდა.... წელს მაგარს ჩავიჯვამთ...
0
№5
ავტორი: davita
29 სექტემბერი 2013 19:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
ეს დედა ნახნავი იბიომატ მწვრთნელი ხარ თუ ჩოი ლ ა რ ი შენ თუ იძახი რო შანსი არ გვაქო მაშინ ჩვენ რაღა ვთქვათ ? rage
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№6
ავტორი: love united
29 სექტემბერი 2013 19:57
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ეს არ უნდა ეთქვა..
0
№7
ავტორი: luka12
29 სექტემბერი 2013 20:22
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 201
tu ar sheudzlia wavides ras gvawvalebs da fulis meti raaq manchesters gleizerebi vaabshe fulshi banaoben iseti xalxi
0
№8
ავტორი: gio(kosheichi)
29 სექტემბერი 2013 21:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 152
moies shigxomse aqetro gunda gabawyo mogebistvisda daaimedo piriqit aketeb yvelafersda gunds imeds akargineb
0
№9
ავტორი: Malboro463
30 სექტემბერი 2013 00:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
დიდი იმედი მეც არ მადქვს მაგრამ მწვრთნელი მაინც არ უნდა ამბობდეს ამას მერე რა მოტივაციაზე უნდა ილარაპრაკოს ვერ გავიგე და თუ ვერ მიაღწევს ეგ მერე ვისი ბრალია შემადგენლობაზე თUა პრობლემა იმდენი ფული კი გამოუყეს რო წესიერი ვინმე ეყიდა და თუ თავისთავში არა დარწმუნებული ჯობია თვითონვე გადადგეს
0
№10
ავტორი: DaTo_O
30 სექტემბერი 2013 00:20
  • სიახლეები: 180
  • კომენტარები: 248
ამას შიგ ხომ არ აქვს რას ვეცებითო რის ვეცდეითო ეცდები კიარა დროზე ცენზურა გაანძრიედა იმუშავე წესიერად მომდევნო თამაშები მაინც მოიგე და ქულა არ დაკარგო derpneutral
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
- ალექს ფერგიუსონი:- " კაცი რომელმაც მოიფიქრა ტაქტიკა - " მიეცი ფორა და მერე გადაალეწე ბურთი თავზე " !!! ♥

- ალექს ფერგიუსონი:- " ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა სიტყვით დაბეჭდოთ ეს ყველაფერი " - 1986 წელი.'' !!! ♥
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top