თბილისი:
მანჩესტერი:
29-09-2013, 17:29
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2786,
კომენტარები: 13
უიმედობა გუნდში
დევიდ მოიესი ფიქრობს რომ მისი გუნდი ევრო ტურნირზე წარმატებას ვერ მიაღწევს
უიმედობა გუნდში
პრემიერ ლიგის ეგიდით უკვე მეექვსე შეხვედრა ჩაატარა "მანჩესტერ იუნაიტედმა" და აქედან სამი მარცხი იწვნია. ჯერ-ჯერობით უკანასკნელი კი ოლდ ტრაფორდზე დათმობილი მატჩია, "ვესტ ბრომვიჩის" წინააღმდეგ. მოგეხსენებათ რომ "ეშმაკუნებს" ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე ბევრჯერ მოეცალათ ხელი. მათ ვერ შეძლეს ისეთი ფეხბურთელების გადმობირება, როგორებიც არიან: სესკ ფაბრეგასი, ლეინტონ ბეინსი და ბოლოს ანდერ ერერა. თუმცა მოიესს სჯერა რომ დღევანდელი შემადგნელობით ისინი შეძლებენ ჯგუფური ეტაპის გადალახვას. მან აგრეთვე ჩემპიონთა ლიგის მოგებაზეც გააკეთა კომენტარი, რომელიც ასე ჟღერს: "იმისათვის რომ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, შენ გუნდში უნდა გყავდეს ხუთი ან ექვსი მსოფლიო დონის ვარსკვლავი. ზუსტად ასეთი კლუბები არიან "ბაიერნი", "ბარსელონა" და "რეალი". მათ აქვთ საკმარისი დონე რომ გახდნენ წლის საუკეთესოები, ჩვენ კი - არა. ერთადერთი რაც "იუნაიტედს" გააჩნია ეს გამოცდილებაა."

რაც შეეხება სეზონის სტარტს (საუბარია ჩემპიონთა ლიგაზე) წითლებმა პირველივე მატჩში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს ლევერკუზენის წინააღმდეგ (4-2), მაგრამ ოთხშაბათს ურთულესი თამაში ელით უკრაინაში, დონეცკის "შახტარის" წინააღმდეგ.

ბოლო წლებია "იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებით ვერ გამოირჩევა, მიუხედავად იმისა რომ მაშინ ჯერ კიდევ სერ ალექს ფერგიუსონი წვრთნიდა გუნდს. გასულ წელს "რეალმა" გამოთიშა "იუნაიტედი" მერვედ ფინალიდან, ხოლო 2 წლის წინ "ეშმაკუნები" საერთოდ ჯგუფში ჩარჩნენ.

პრემიერ ლიგას რაც შეეხება, თუ სტატისტიკის მონაცემებს დავუჯერებთ "წითლებს" ასე ცუდად სეზონი ბოლოს 1989-90 წლების სეზონში დაიწყეს. "ვესტ ბრომვიჩთან" დამარცხება კი პირველი იყო 1978 წლის შემდეგ.

დევიდ მოიესსმა ამ მატჩზეც ისაუბრა და განაცხადა რომ გუშინდელმა მეტოქემ გამარჯვება ღირსეულად მოიპოვა. მათმა მოხდენილმა კონტრ-შეტევებმა შოტლანდიელი სპეციალისტი მიახვედრა რომ გუნდში ბევრი სამუშაოა და ჯერ ყველაფერი ახლა იწყება.

"საშინელი მატჩი ჩავატარეთ და შესაბამისი შედეგი მივიღეთ. ჩვენ გვქონდა რამდენიმე მომენტი, მაგრამ მეტოქემ თავის დაცვა შეძლო. "ვესტ ბრომვიჩმა" გვაჯობა და დამსახურებული 3 ქულა წაიღო ოლდ ტრაფორდიდან, ამაზე დავაც კი არ შეიძლება." -განაცხადა მოიესმა.

ამ უკანასკნელმა მატჩის მიმდინარეობისას დევიდ მოიესმა შინჯი კაგავა ანდან იანუზაითი შეცვალა, თუმცა ამ ყველაფერს მატჩის პერიპეტიებში ცვლილება არ შეუტანია.

"მეორე ტაიმის დასაწყისში მე ვეცადე სხვა გზა მომეძებნა მატჩის შემოსატრიალებლად, თუმცა არ ვამბობ რომ შინჯი ცუდად გამოიყურებოდა. მინდა მან თავი მნიშვნელოვან ფიგურად ჩათვალოს და ვფიქრობ რომ იგი იდეალური 10 ნომერი იქნებოდა. ასევე მიმაჩნია რომ იანუზაიმ გუშინ კარგი მატჩი ჩაატარა. მე ძლიერი გუნდი და კარგი ფეხბურთელები მყავს. ასე რომ, ვეცდებით სიტუაციიდან გამოსავალი მალე მოვნახოთ." დაასრულა შოტლანდიელმა.

წყარო SkySports
სტატიები
13 კომენტარი
№11
ავტორი: MANUTD FAN.
30 სექტემბერი 2013 01:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
ეგეთი განწყობით განსაკუთრებით ვერაფერს ვერ მივაღწევთ ვერსად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№12
ავტორი: red devil
30 სექტემბერი 2013 12:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Eseti ram ar unda getqva david magrad miqare
0
№13
ავტორი: guto
1 ოქტომბერი 2013 12:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
eseti saubari ar sheidzleba ra , ras qvia 5 ekvsi varskvlavi , karoche atrakeb ra moyes
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top