თბილისი:
მანჩესტერი:
29-09-2013, 13:26
ავტორი: barcaman,
ნანახია: 3307,
კომენტარები: 20
უეინ რუნი - "წითელი ეშმაკი", რომელმაც შეძრა მსოფლიო
ამ სტატიას ალბათ ვერასოდეს დავასრულებდი, მაგრამ მაინც გავჩერდი და თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რადგან მე რუნიზე წერა შევწყვიტე!
უეინ რუნი -
უეინ რუნი დაიბადა 1985 წელს ლივერპულში.პატარა უეინზე ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ ის გახდებოდა ფეხბურთელი, რომელმაც შეძრა მსოფლიო. ინგლისელი თავდამსხმელი პირველად მოედანზე 16 წლის გამოჩნდა და "ტოტენჰემს" ეთამაშა.მაშინ რუნი "ევერტონში" თამაშობდა და გამოირჩეოდა იმ ნიჭით, რომელიც მას ჰქონდა.2004 წელს კი რუნის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა-ის მანჩესტერ "იუნაიტედის" ფეხბურთელი გახდა. პირველი გამონათება რუნისი მართლაც გამონათება იყო. მან გოლი ლონდონის "არსენალს" გაუტანა და გუნდს გამარჯვება მოაპოვებინა.

რუნის, როგორც დიდ ფეხბურთელს მოუხდა კარგ და ცუდ ისტორიებთან შებმა.ბედისწერა თან დაჰყვებოდა რუნის და რუნიც იზრდებოდა ბედისწერასთან ერთად.რუნი ბოლოს გაიზარდა და იქცა მანჩესტერ "იუნაიტედის" ლიდერად. ერთი ბედნიერება იყო, როცა ის და კრიშტიანო რონალდუ ათამაშებდნენ ბურთს და თამაშობდნენ იმას, რაც მათ სისხლში აქვთ გამჯდარი.ეს დუეტი მაშინ დაირღვა, როცა მადრიდის "რეალმა" რონალდუ თუ არ ვცდები 80 მილიონად გადაიბირა. ამ ფაქტს ფანების სიხარული, მაგრამ იმედგაცრუებაც მოჰყვა. რუნის მომხრეები, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ ამბობდნენ, რომ რონალდუ ჩრდილავდა რუნის და ამხელა ტალანტს არ აჩენდა, მაგრამ მეორენი კი ამბობდნენ, რომ "ემიუმ" ერთი დიდი ბუბმბერაზი ფეხბურთელი დაკარგა და დუეტიც დაირღვა. ალბათ მართლაც ასე იყო, რადგან ხალხი ვეღარ ხედავდა იმ კომბინაციას და ვეღარ უკრავდა ტაშს იმაზე, რასაც მოუთმენლად ელოდა.

უეინ რუნი - "წითელი ეშმაკი", რომელმაც შეძრა მსოფლიო


თუმცა სიხარული იმედგაცურების გარეშე ალბათ არ არსეობს, სიხარულს თან სდევს მომენტი, როცა ბედისწერა შენ შეგახვედრებს შენ მეგობარს, შენს თანაგუნდელს იქ, სადაც ყველაფერს ივიწყებენ და სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძვიან - ჩემპიონთა ლიგაზე!

უეინ რუნი - "წითელი ეშმაკი", რომელმაც შეძრა მსოფლიო


მაშინ რონალდოს "რეალმა" რუნის "იუნაიტედს" მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ეს იყო შოკი ორივე ფეხბურთელისთვის-ბურთის პირველი გაგორებიდან მსაჯის უკანასკნელ სასტვენამდე.რონალდუმ გოლი გაიტანა, მაგრამ არ აღნიშნა და ამ ფაქტმა დიდი მოწონება დაიმსახურა, რის გამოც კრიშტიანუ რონალდუსა და რუნის ბრძოლა ალბათ უფრო გალამაზდა, მაგრამ ეს მხოლოდ ორი ადამიანის ბრძოლა არ იყო-ეს იყო მსოფლიოს ფეხბურთის ბრძოლა.

უეინ რუნის ამ ტკივილამდე ბევრი ტკივილი და სიხარული გამოუვლია. რუნიმ მოიპოვა 2008 წელს ჩემპიონთა ლიგის ტიტული, სადაც მანჩესტერმა "ჩელსი" დაამარცხა თერთმეტმეტრიანების სერიაში, მაგრამ ალბათ რუნის არ დაავიწყდება, თუ რაოდენ მწარე იყო მისი და რონალდუს ბოლო მატჩი ერთ გუნდში, რაოდენ ცუდად მოსაგონარი და რაოდენ გულისმომკვლელი. მათ 2008/09 წლებში ქალაქ რომში ფინალი წააგეს "ბარსელონას" წინააღმდეგ ანგარიშით 2-0. რუნიმ რონალდოს გარეშე "უემბლიზე" მწარე გაკვეთილი მიიღო, კვლავ "ბარსელონასთან" და კვლავ ფინალში, თუმცა დიდი ფეხბურთელი არ გქვია თუ ურტყამ კარგად ჯარიმებს, თუ ხარ სწრაფი, არამდე დიდი ფეხბურთელი გქვია მაშინ, როცა შენს თავზე სიხარულს და ტკივილს გადაატარებ და ისე ადგება ხელმეორედ, როგორც რუნი ადგა.

უეინ რუნი - "წითელი ეშმაკი", რომელმაც შეძრა მსოფლიო


რუნის ისტორიის ნაწილი ყველა ყვითელი ბარათი, ყველა გაძევება, ყველა ჩხუბი, ყველა მატჩი და ყველა გოლი, მაგრამ მთავარი და მუქი ისტორია მაინც "ჩელსისთან" და "სიტისთან" ომის ისტორიაა, რომელშიც ხან ერთი იმარჯვებს, ხან მეორე, რომელშიც ვერ გადაწყდა ვინ არის საუკეთესო და რომელშიც ვერ გადაწყდა ვინ არის ტიტანი "ჩელსი" თუ "იუნაიტედი"? თითქოს ამ კითხვას მარტივი პასუხი აქვს - "ჩელსი", ან მეორე ვარიანტი - მანჩესტერი, მაგრამ შეგახსენებთ, რომ "არ შეიძლება ცაზე ორი მზე ანათებდეს". ნუ გამკიცხავთ და ნუ მეტყვით "სიტი" დაგავიწყდაო. "სიტი" რუნის ისტორიის ნაწილია."სიტისთან" რუნის კარგი, მაგრამ ამავდროულად კოშმარული მოგონებები აკავშირებს. რუნის თავზე გაიარა იმ ფაქტმა, როცა 1 წუთმა გადაწყვიტა ინგლისის ჩემპიონის ტიტული ვის ხელში იქნებოდა, როცა თამაში დასრულდა მანჩესტერისა ჩემპიონები "წითელი ეშმაკები" იყვნენ, მაგრამ როცა "სიტიმაც" დაამთავრა მაშინ ყველაფერი შეიცალა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე მანჩესტერ "სიტი" ეწერა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ რუნი იყო ის კაცი, რომელმაც "სიტის" დაუვიწყარი მაკრატელა გაუტანა.



ეს იყო კლასიკა და ეს იყო რუნი, რომელმაც შეარხია კარის ბადე და გააკეთა ის, რასაც უნდა აკეთებდეს მანჩესტერ "იუნაიტედის" ფეხბურთელი და ბოლოს ბოლო ეტაპი რუნის სიხარულისა და განუზომელი ძალაუფლების ქონის დამტკიცებისა იყო ჯარიმა, რომელიც "სიტის" ფანებს კარგად არასდროს არ გაახსენდებათ:



თუმცა ამ სიხარულსაც თან სდევს სევდა, რომელი გაშვებული 4 გოლის სახით გვევლინება. "ემიუმ" ეს თამაში დათმო, მაგრამ რუნი კვლავ ადგა და კვლავ გააგრძელა იმის ჩვენება, რაც მის სისხლშია და ეს კი ფეხბურთის და მანჩესტერ "იუნაიტედის" სიყვარულია. დღეს მანჩესტერი "პრემიერ ლიგის" ცხრილში მე 12 ადგილზეა 7 ქულით, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ რუნი კიდევ გაიბრძოლებს და გაიყვანს მანჩესტერს იქ, სადაც ასეთი გუნდების ადგილია. შედეგი კი არის შემდეგი:უეინ რუნი - "წითელი ეშმაკი", რომელმაც შეძრა მსოფლიო!

მათე წიკლაური
სიახლეები, სტატიები
20 კომენტარი
№1
ავტორი: Luka Gelashvili
29 სექტემბერი 2013 13:48
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
საღოლ მაგარია 3d_5
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№2
ავტორი: Beckham 7
29 სექტემბერი 2013 13:50
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
ემოციებში ვარ მართლა... არ მჯერა რო ამას ბარსას ფანი წერს. გაფასებ ძმაო, ჯიგარი ადამიანი ხარ :****

რუნი არის იუნაიტედის სისხლი, ვერასდროს დავიჯერებ რომ რუნი წავა გუნდიდან და ასეთ მანჩესტერს ვუყურებ :(((
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№3
ავტორი: BERDI
29 სექტემბერი 2013 13:53
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ყოჩაღ ძმაო ყოჩაღ ძალიანმაგარი სტატიაა იმედია ბევრჯერ წავიკითხავ და ვისიამოვნებ შენი დაწერილი სტატიებიდან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№4
ავტორი: giorgu
29 სექტემბერი 2013 14:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 96
რუნი რომ არა ალბათ ეხლა მანჩე ვერაფერს იზანდა მოიესმა ეს ცხობა უნდა დააყენოს სასცრაფოდ მეკარე დე გეა მცველები ჯონსი ვიდეჩი ევრა რაფაელი ნახევარდაცვა ცენტრში ფელაინი კარიკი ფლანგებზე კაგავა ნანნი და ცინ რუნი პერსი და ევრას მაგივრად კი შეიძლება ფაბიოს ან ბიუტნერის დაყენება 2ან3 ტამაშის მერე შეეჩვევიან გუნდის თამაშს და იწყვეტენ
gun2
0
№5
ავტორი: Redevil(New Writer)
29 სექტემბერი 2013 14:24
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 23
სააღოლ ავტორ ჯიგარი კაცი ხარ!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ http://i.minus.com/iO6aZhF5JMKHW.gif
№6
ავტორი: Man United Fan
29 სექტემბერი 2013 15:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 102
ყოჩაღ!!!!! მაგარი სტატიააა derpstare 3d_8
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ David De Geaaaa!!!!! <3
№7
ავტორი: Amerigo
29 სექტემბერი 2013 15:19
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
დამბურძგლა. ერთ რამეს ვიტყვი გენიალურია!
0
№8
ავტორი: I L C
29 სექტემბერი 2013 16:06
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
სიტისთან რომ გაიტანა ეგ ბურთი არ დამავიწყდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№9
ავტორი: m-an-united
29 სექტემბერი 2013 17:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
yochag martla!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
№10
ავტორი: Lomsa099
29 სექტემბერი 2013 18:00
  • სიახლეები: 102
  • კომენტარები: 426
საღოლ ძმაო ბარსას ფანებს არაფერს ვერჩი, მაგრამ მათი უმეტესობა ფეხბურთის უცოდინარია და ბარსას მეტი არიციან არაფერი და არც პატივს არ სცემენ არავის შენკი ამ სტატიიდანვე შეგეტყო, რომ ნამდვილი კულე ხარ და მთლიანად მსოფლიო ფეხბურთში ჩახედული ადამიანი, რაც შეეხება თვითონ სტატიას მართლაც ძალიან მაგარია და ბრავო !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ One Love, One Team!
Manchester United, Forever!!!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top