თბილისი:
მანჩესტერი:
29-09-2013, 13:26
ავტორი: barcaman,
ნანახია: 3310,
კომენტარები: 20
უეინ რუნი - "წითელი ეშმაკი", რომელმაც შეძრა მსოფლიო
ამ სტატიას ალბათ ვერასოდეს დავასრულებდი, მაგრამ მაინც გავჩერდი და თავს დამნაშავედ ვგრძნობ, რადგან მე რუნიზე წერა შევწყვიტე!
უეინ რუნი -
უეინ რუნი დაიბადა 1985 წელს ლივერპულში.პატარა უეინზე ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ ის გახდებოდა ფეხბურთელი, რომელმაც შეძრა მსოფლიო. ინგლისელი თავდამსხმელი პირველად მოედანზე 16 წლის გამოჩნდა და "ტოტენჰემს" ეთამაშა.მაშინ რუნი "ევერტონში" თამაშობდა და გამოირჩეოდა იმ ნიჭით, რომელიც მას ჰქონდა.2004 წელს კი რუნის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა-ის მანჩესტერ "იუნაიტედის" ფეხბურთელი გახდა. პირველი გამონათება რუნისი მართლაც გამონათება იყო. მან გოლი ლონდონის "არსენალს" გაუტანა და გუნდს გამარჯვება მოაპოვებინა.

რუნის, როგორც დიდ ფეხბურთელს მოუხდა კარგ და ცუდ ისტორიებთან შებმა.ბედისწერა თან დაჰყვებოდა რუნის და რუნიც იზრდებოდა ბედისწერასთან ერთად.რუნი ბოლოს გაიზარდა და იქცა მანჩესტერ "იუნაიტედის" ლიდერად. ერთი ბედნიერება იყო, როცა ის და კრიშტიანო რონალდუ ათამაშებდნენ ბურთს და თამაშობდნენ იმას, რაც მათ სისხლში აქვთ გამჯდარი.ეს დუეტი მაშინ დაირღვა, როცა მადრიდის "რეალმა" რონალდუ თუ არ ვცდები 80 მილიონად გადაიბირა. ამ ფაქტს ფანების სიხარული, მაგრამ იმედგაცრუებაც მოჰყვა. რუნის მომხრეები, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ ამბობდნენ, რომ რონალდუ ჩრდილავდა რუნის და ამხელა ტალანტს არ აჩენდა, მაგრამ მეორენი კი ამბობდნენ, რომ "ემიუმ" ერთი დიდი ბუბმბერაზი ფეხბურთელი დაკარგა და დუეტიც დაირღვა. ალბათ მართლაც ასე იყო, რადგან ხალხი ვეღარ ხედავდა იმ კომბინაციას და ვეღარ უკრავდა ტაშს იმაზე, რასაც მოუთმენლად ელოდა.

უეინ რუნი - "წითელი ეშმაკი", რომელმაც შეძრა მსოფლიო


თუმცა სიხარული იმედგაცურების გარეშე ალბათ არ არსეობს, სიხარულს თან სდევს მომენტი, როცა ბედისწერა შენ შეგახვედრებს შენ მეგობარს, შენს თანაგუნდელს იქ, სადაც ყველაფერს ივიწყებენ და სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძვიან - ჩემპიონთა ლიგაზე!

უეინ რუნი - "წითელი ეშმაკი", რომელმაც შეძრა მსოფლიო


მაშინ რონალდოს "რეალმა" რუნის "იუნაიტედს" მოუგო და შემდეგ ეტაპზე გავიდა. ეს იყო შოკი ორივე ფეხბურთელისთვის-ბურთის პირველი გაგორებიდან მსაჯის უკანასკნელ სასტვენამდე.რონალდუმ გოლი გაიტანა, მაგრამ არ აღნიშნა და ამ ფაქტმა დიდი მოწონება დაიმსახურა, რის გამოც კრიშტიანუ რონალდუსა და რუნის ბრძოლა ალბათ უფრო გალამაზდა, მაგრამ ეს მხოლოდ ორი ადამიანის ბრძოლა არ იყო-ეს იყო მსოფლიოს ფეხბურთის ბრძოლა.

უეინ რუნის ამ ტკივილამდე ბევრი ტკივილი და სიხარული გამოუვლია. რუნიმ მოიპოვა 2008 წელს ჩემპიონთა ლიგის ტიტული, სადაც მანჩესტერმა "ჩელსი" დაამარცხა თერთმეტმეტრიანების სერიაში, მაგრამ ალბათ რუნის არ დაავიწყდება, თუ რაოდენ მწარე იყო მისი და რონალდუს ბოლო მატჩი ერთ გუნდში, რაოდენ ცუდად მოსაგონარი და რაოდენ გულისმომკვლელი. მათ 2008/09 წლებში ქალაქ რომში ფინალი წააგეს "ბარსელონას" წინააღმდეგ ანგარიშით 2-0. რუნიმ რონალდოს გარეშე "უემბლიზე" მწარე გაკვეთილი მიიღო, კვლავ "ბარსელონასთან" და კვლავ ფინალში, თუმცა დიდი ფეხბურთელი არ გქვია თუ ურტყამ კარგად ჯარიმებს, თუ ხარ სწრაფი, არამდე დიდი ფეხბურთელი გქვია მაშინ, როცა შენს თავზე სიხარულს და ტკივილს გადაატარებ და ისე ადგება ხელმეორედ, როგორც რუნი ადგა.

უეინ რუნი - "წითელი ეშმაკი", რომელმაც შეძრა მსოფლიო


რუნის ისტორიის ნაწილი ყველა ყვითელი ბარათი, ყველა გაძევება, ყველა ჩხუბი, ყველა მატჩი და ყველა გოლი, მაგრამ მთავარი და მუქი ისტორია მაინც "ჩელსისთან" და "სიტისთან" ომის ისტორიაა, რომელშიც ხან ერთი იმარჯვებს, ხან მეორე, რომელშიც ვერ გადაწყდა ვინ არის საუკეთესო და რომელშიც ვერ გადაწყდა ვინ არის ტიტანი "ჩელსი" თუ "იუნაიტედი"? თითქოს ამ კითხვას მარტივი პასუხი აქვს - "ჩელსი", ან მეორე ვარიანტი - მანჩესტერი, მაგრამ შეგახსენებთ, რომ "არ შეიძლება ცაზე ორი მზე ანათებდეს". ნუ გამკიცხავთ და ნუ მეტყვით "სიტი" დაგავიწყდაო. "სიტი" რუნის ისტორიის ნაწილია."სიტისთან" რუნის კარგი, მაგრამ ამავდროულად კოშმარული მოგონებები აკავშირებს. რუნის თავზე გაიარა იმ ფაქტმა, როცა 1 წუთმა გადაწყვიტა ინგლისის ჩემპიონის ტიტული ვის ხელში იქნებოდა, როცა თამაში დასრულდა მანჩესტერისა ჩემპიონები "წითელი ეშმაკები" იყვნენ, მაგრამ როცა "სიტიმაც" დაამთავრა მაშინ ყველაფერი შეიცალა და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე მანჩესტერ "სიტი" ეწერა, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ რუნი იყო ის კაცი, რომელმაც "სიტის" დაუვიწყარი მაკრატელა გაუტანა.



ეს იყო კლასიკა და ეს იყო რუნი, რომელმაც შეარხია კარის ბადე და გააკეთა ის, რასაც უნდა აკეთებდეს მანჩესტერ "იუნაიტედის" ფეხბურთელი და ბოლოს ბოლო ეტაპი რუნის სიხარულისა და განუზომელი ძალაუფლების ქონის დამტკიცებისა იყო ჯარიმა, რომელიც "სიტის" ფანებს კარგად არასდროს არ გაახსენდებათ:



თუმცა ამ სიხარულსაც თან სდევს სევდა, რომელი გაშვებული 4 გოლის სახით გვევლინება. "ემიუმ" ეს თამაში დათმო, მაგრამ რუნი კვლავ ადგა და კვლავ გააგრძელა იმის ჩვენება, რაც მის სისხლშია და ეს კი ფეხბურთის და მანჩესტერ "იუნაიტედის" სიყვარულია. დღეს მანჩესტერი "პრემიერ ლიგის" ცხრილში მე 12 ადგილზეა 7 ქულით, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ რუნი კიდევ გაიბრძოლებს და გაიყვანს მანჩესტერს იქ, სადაც ასეთი გუნდების ადგილია. შედეგი კი არის შემდეგი:უეინ რუნი - "წითელი ეშმაკი", რომელმაც შეძრა მსოფლიო!

მათე წიკლაური
სიახლეები, სტატიები
20 კომენტარი
№11
ავტორი: R.V.P
29 სექტემბერი 2013 18:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
Lomsa099,
ხო ძმა მე ვიცნობ ერთი ორ ბარსას ფანს და რომ უთხრა მსოფლიოს საუკეთესო გუნდი გააკეთეო თავდასხმაში მესის და ნახევარშჰი ინიესტას აყენებენ :დ troll
0
№12
ავტორი: barcaman
29 სექტემბერი 2013 18:50
  • სიახლეები: 21
  • კომენტარები: 33
დიდი მადლობა ყველას :)
0
№13
ავტორი: davita
29 სექტემბერი 2013 19:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
№1 Footballer 4-ever !!!!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№14
ავტორი: love united
29 სექტემბერი 2013 19:48
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
R.V.P
ან ერთს რა აქვს დასაწუნი,ან მეორეს?..

ყოჩაღ,ნამდვილად საინტერესოა...უფრო ხშირად თუ გაგვანებირებ მსგავსი სტატიებით მოხარული ვიქნები...
0
№15
ავტორი: NeymaR
29 სექტემბერი 2013 22:46
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
სასიამოვნოა როცა ამ სტატიას რუნიზე ბარსას ფანი დებს. საღოლ ძმაო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№16
ავტორი: chudikone
30 სექტემბერი 2013 01:05
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მოიცა, ბარსას ფანი ხარ ? საღოლ ძმაო.. რუნიზე კიდე კომენტარი ზედმეტია..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№17
ავტორი: MANUTD FAN.
30 სექტემბერი 2013 01:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
ლეგენდაა ეს კაცი.რუნი ფანებს მოგვენატრე,მოგვენატრა შენი თამაში ამ ბოლო დროს გაგაქ გოლები და იმედია დაიბრუნებ ძველ ფორმას და დაამტკიცებ რო ვან პერსის არაფრით არ ჩამოუბარდები და დაჟე რო უკეთესი ხარ ასე რომ აბა შენ იცი შრეკ love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№18
ავტორი: red devil
30 სექტემბერი 2013 08:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Sagol avtor magaria. Kargia roca sxva gundis fani ese afasebs shen sayvarel fexburtels madloba amistvis.
0
№19
ავტორი: R.V.P
30 სექტემბერი 2013 15:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 107
love united,
დასაწუნი არაფერი მაგრამ მსოფლიო გუნდში რა უნდა მესის როცა ბრაზილიელი რონალდო იყო და რა უნდა ინიესტას ამდენე ლეგენდა იყო ნახევარში
0
№20
ავტორი: sHumaHer
30 სექტემბერი 2013 17:14
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 90
სღ ავტორ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top