თბილისი:
მანჩესტერი:
16-09-2013, 18:05
ავტორი: Beckham 7,
ნანახია: 2502,
კომენტარები: 14
ბელგიური ოცნება და რონალდოს ახალი კონტრაქტი
კვირის სიახლეები ერთ სტატიაში
ბელგიური ოცნება და რონალდოს ახალი კონტრაქტი
ახალი არ გახლავთ ის ფაქტი, რომ რონალდოს "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნება ყველა "წითელის" ოცნებაა. მაგრამ გეგმები ჩაიშალა და პორტუგალიელმა ვარსკვლავმა "რეალთან" ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. რისი მიხედვითაც იგი ესპანეთში 2018 წლამდე დარჩება და წლიურად 17 მილიონს მიიღებს.

წინა კონტრაქტი რონალდოს 2 წელიწადში უმთავრდებოდა და სავარაუდოდ მას უელსელი გარეთ ბეილი ჩაანაცვლებდა. თუმცა "ტოტენჰემის" ყოფილი ვარსკვლავი ტიტულების მოგებას რონისთან ერთად ეცდება. კრიშტიანომ ნათლად განაცხადა, რომ "იუნაიტედი" მისი წარსულია.

"გულწრფელი ვიქნები, ყველამ კარგად იცის, რომ "იუნაიტედში" 6 წელი ვასპარეზობდი. მაგრამ ინგლისი ჩემი წარსულია"._განაცხადა რონალდომ.

"დიდი მადლობა ყველა იმ კლუბს რომელიც ჩემით ინტერესდებოდა, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება ნათელია. აქ რამდენიმე წელი კიდევ ვიქნები, შეიძლება კარიერა აქაც დავასრულო. არავინ იცის რა მოხდება მომავალში".


მაგრამ თუ რონალდო წარსულია, "იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის ადნან იანუზაი მომავალია. ბელგიელის დებიუტი "ოლდ ტრაფორდზე" "კრისტალ პალასთან" მატჩში შედგა, სწორედ იმ დროს როდესაც 50 წლის წინ ჯორჯ ბესტმა პირველად მოირგო "იუნაიტედის" ფორმა. ადნანმა მოედანზე მხოლოდ 28 წუთი დაყო, თუმცა მოიესი მისით კმაყოფილია.

"ადნანის დებიუტი ვადაზე ადრე შედგა. პრემიერ ლიგაში თამაში რთულია, თუმცა ახალგაზრდა ბიჭმა სირთულეებს თავი კარგად გაართვა. იანუზაი ძალიან სწრაფად განაგრძობს პროგრესს"._განაცხადა მოიესმა.

18 წლის იანუზაი უკვე კარგი ფეხბურთელია, თუმცა მასში დიდი პოტენციალია. სწორედ ამიტომ იგი ერთ დღეს აუცილებლად გახდება უდიდესი ფეხბურთელი.

ამ სტატიაში ძალიან ცოტა ვისაუბრეთ "კრისტალ პალასთან" მატჩზე. მართალია გამოსარჩევი არაფერი ყოფილა, მაგრამ აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტი, რომ მოიესი იანგით განაწყენებულია. ინგლისელმა გარემარბმა მეტოქის საჯარიმოში სიმულაციას მიმართა, რის გამოც მკაცრ შენიშვნას მიიღებს.

"მე ხშირად ვამბობ, რომ არ მიყვარს სიმულაცია და არ მინდა ეს ჩემმა ფეხბურთელებმა გამოიყენონ. სწორედ ამიტომ ეშლი იანგს დაველაპარაკები"._განაცხადა შოტლანდიელმა.
სიახლეები, ახალი ამბები
14 კომენტარი
№1
ავტორი: chudikone
16 სექტემბერი 2013 00:20
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
რავიცი, იმის მიუხედავად რომ რონალდო ჩემი სიმპატიებით დიდად ვერ სარგებლობს მაინც უნდა ვთქვა რომ მისნაირი ალბათ 2 თუ დაიბადება.. იანუზაის რაც შეეხება ჯერ კიდევ ბევრი აქვს დასამტკიცებელი რომ რონალდოს შევადაროთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№2
ავტორი: Beckham 7
16 სექტემბერი 2013 00:23
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
ხო ამას კვირაში ერთხელ დავდებ ხოლმე :) თუ მოგეწონათ ოღონდ :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№3
ავტორი: Macklemore
16 სექტემბერი 2013 02:47
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ადნანი რონალდოს ნაირი მართლა ვერ გახდება! უბრალოდ ვერ გაუქაჩავს! არ მევასება რონალდო. მაგრამ ფაქტია რო მაგისთანა იგროკს კაი ხანი ვერ ვნახავთ! ადნანი ნიჭიერია მაგრამ ფიზიკურად ძალიან სუსტია და არ ვიცი როგორ გაქაჩავს პრემიერლიგაში, თან 1 ძალიან დიდი მინუსი აქვს, პასის გაკეთება არ უყვარს და ძალიან აგვიანებს პასებს!
0
№4
ავტორი: Malboro463
16 სექტემბერი 2013 07:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
Macklemore,
ეგ მინუსი რონალდოსაც ქონდა და ფიზკურად მშვენიერი წონა აქვსა 19 წლის ასაკში ამზე მეტი არასაჭირო აბა ჯონს ხო არ დამესგავსება
0
№5
ავტორი: red devil
16 სექტემბერი 2013 08:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Ronaldo ra ocnebebshia :D sheidzleba kariela aq davamtavrovo :D magatma rauli gaagdes da shen vin dagindobs :D
0
№6
ავტორი: ლადო
16 სექტემბერი 2013 08:03
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ჩემი აზრით ძალიან მაგარი მომავალი აქვს ადნანს, პროსტა ტრავმებმა არ შეუშალოს ხელი და დალშე მიხედავს თვითონ....
0
№7
ავტორი: Macklemore
16 სექტემბერი 2013 11:25
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ციტატა: Middlesbro
Macklemore,
ეგ მინუსი რონალდოსაც ქონდა და ფიზკურად მშვენიერი წონა აქვსა 19 წლის ასაკში ამზე მეტი არასაჭირო აბა ჯონს ხო არ დამესგავსება

ფეხებზე დააკვირდი ძალიან სუსტი ფეხებიაქ. თან გრძელი ფეხებიაქ და მაგიტო ვამბობ
თორე არც კაგავაა ჯანზე.
0
№8
ავტორი: I L C
16 სექტემბერი 2013 14:35
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
რონალდოს გადმოსვლა უბრალოდ ზღაპარს ჰგავს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№9
ავტორი: Mika
16 სექტემბერი 2013 15:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 133
მე მაქვსამ ბიჭის იმედი! ვნახოთ რა იქნება
0
№10
ავტორი: love united
16 სექტემბერი 2013 15:35
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
აბა შენ იცი ადნან,მთლად რონალდო არ იქნება,მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო იყოს ფლანგზე და მაგითაც კმაყოფილი ვიქნები...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top