თბილისი:
მანჩესტერი:
16-09-2013, 18:05
ავტორი: Beckham 7,
ნანახია: 2504,
კომენტარები: 14
ბელგიური ოცნება და რონალდოს ახალი კონტრაქტი
კვირის სიახლეები ერთ სტატიაში
ბელგიური ოცნება და რონალდოს ახალი კონტრაქტი
ახალი არ გახლავთ ის ფაქტი, რომ რონალდოს "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნება ყველა "წითელის" ოცნებაა. მაგრამ გეგმები ჩაიშალა და პორტუგალიელმა ვარსკვლავმა "რეალთან" ახალ კონტრაქტს მოაწერა ხელი. რისი მიხედვითაც იგი ესპანეთში 2018 წლამდე დარჩება და წლიურად 17 მილიონს მიიღებს.

წინა კონტრაქტი რონალდოს 2 წელიწადში უმთავრდებოდა და სავარაუდოდ მას უელსელი გარეთ ბეილი ჩაანაცვლებდა. თუმცა "ტოტენჰემის" ყოფილი ვარსკვლავი ტიტულების მოგებას რონისთან ერთად ეცდება. კრიშტიანომ ნათლად განაცხადა, რომ "იუნაიტედი" მისი წარსულია.

"გულწრფელი ვიქნები, ყველამ კარგად იცის, რომ "იუნაიტედში" 6 წელი ვასპარეზობდი. მაგრამ ინგლისი ჩემი წარსულია"._განაცხადა რონალდომ.

"დიდი მადლობა ყველა იმ კლუბს რომელიც ჩემით ინტერესდებოდა, მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება ნათელია. აქ რამდენიმე წელი კიდევ ვიქნები, შეიძლება კარიერა აქაც დავასრულო. არავინ იცის რა მოხდება მომავალში".


მაგრამ თუ რონალდო წარსულია, "იუნაიტედის" გულშემატკივრებისთვის ადნან იანუზაი მომავალია. ბელგიელის დებიუტი "ოლდ ტრაფორდზე" "კრისტალ პალასთან" მატჩში შედგა, სწორედ იმ დროს როდესაც 50 წლის წინ ჯორჯ ბესტმა პირველად მოირგო "იუნაიტედის" ფორმა. ადნანმა მოედანზე მხოლოდ 28 წუთი დაყო, თუმცა მოიესი მისით კმაყოფილია.

"ადნანის დებიუტი ვადაზე ადრე შედგა. პრემიერ ლიგაში თამაში რთულია, თუმცა ახალგაზრდა ბიჭმა სირთულეებს თავი კარგად გაართვა. იანუზაი ძალიან სწრაფად განაგრძობს პროგრესს"._განაცხადა მოიესმა.

18 წლის იანუზაი უკვე კარგი ფეხბურთელია, თუმცა მასში დიდი პოტენციალია. სწორედ ამიტომ იგი ერთ დღეს აუცილებლად გახდება უდიდესი ფეხბურთელი.

ამ სტატიაში ძალიან ცოტა ვისაუბრეთ "კრისტალ პალასთან" მატჩზე. მართალია გამოსარჩევი არაფერი ყოფილა, მაგრამ აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტი, რომ მოიესი იანგით განაწყენებულია. ინგლისელმა გარემარბმა მეტოქის საჯარიმოში სიმულაციას მიმართა, რის გამოც მკაცრ შენიშვნას მიიღებს.

"მე ხშირად ვამბობ, რომ არ მიყვარს სიმულაცია და არ მინდა ეს ჩემმა ფეხბურთელებმა გამოიყენონ. სწორედ ამიტომ ეშლი იანგს დაველაპარაკები"._განაცხადა შოტლანდიელმა.
სიახლეები, ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: davita
16 სექტემბერი 2013 15:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 566
ადნან მიდი შენი მჯერა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We'll keep our red flag flying high
Couse man united will never die!
№12
ავტორი: Rosso Diavolo
16 სექტემბერი 2013 16:06
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
დაგვეტყო სკოლა...არდადეგების დროს 5საათისთვის 5ზე მეტი სტატიამაინციდო :((
0
№13
ავტორი: MANUTD FAN.
16 სექტემბერი 2013 16:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
გამიტყდა რონალდო რო კიდე დარჩა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№14
ავტორი: Vodafone
16 სექტემბერი 2013 18:27
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
THEvv,
ეგ დროებითია მაქსიმუმ 6-7 ტური გაუძლონ.

ადნანის ძალიან დიდი იმედი მაქვს, არაა აუცილებელი ახალი რონალდო იყოს მაინცდამაინც. აშკარად უნიჭიერესია და განვითარება ჭირდება, რამდენიმე წელში მისი სახით უძლიერესი ვინგერი გვეყოლება.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top