თბილისი:
მანჩესტერი:
27-10-2012, 16:05
ავტორი: DimaSanaia,
ნანახია: 2425,
კომენტარები: 16
ვარსკვლავების ჯახი !
ამ კვირაში ფეხბურთის მოყვარულთათვის ნამდვილი ზეიმია, "ჩელსისა" და "მანჩესტერის" ფანებისთვის კი ნერვიულობის ნამდვილი პიკი. ხვალ, 28 ოქტომბერს ერთმანეთს ინგლისის ორი საუკეთესო კლუბი უპირისპირდება ერთმანეთს. გთავაზობთ სტატიას, სადაც აღწერილი იქნება თუ რას უნდა ველოდოთ ორი უძლიერესი კლუბის შერკინებისგან.
ვარსკვლავების ჯახი !
უკვე ორ თვეზე მეტია რაც პრემიერ ლიგის 2012/13 წლის სეზონმა აიღო სტარტი და 8 ჩატარებული მატჩის შემდეგ უკვე გამოიკვეთა ლიდერები, რომლებიც აუცილებლად იბრძოლებენ ინგლისის ყველაზე პრესტიჟული თასის მოსაგებად. ესენია - "მანჩეტსერ იუნაიტედი", "ჩელსი" და "მანჩესტერ სიტი". მათ შორის გამორჩეული პირველი ორი კლუბია, რადგან მათ უკვე დაამტკიცეს, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი შემადგენლობა ჰყავთ. სეზონის დაწყებამდე ორივე კლუბმა საკმაოდ ხმაურიანი ტრანსფერები განახორციელეს და საგრძნობლად გააძლიერეს შეტევის ხაზი. "იუნაიტედმა" ნამდვილი გოლის მანქანა და გამორჩეული ნახევარმცველი - ჰოლანდიელი რობინ ვან პერსი და იაპონელი შინჯი კაგავა შეძინა, ხოლო "ჩელსიმ" ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ვინგერი და ნახევარმცველი - ბელგიელი ედენ ჰაზარდი და ბრაზილიელი ოსკარი დაიმატა.

ზემოთ ხსენებული ტრანსფერები ორივე კლუბისთვის წარმატების მომტანი აღმოჩნდა, რაც ნათლად აისახება ჩატარებული მატჩების სტატისტიკაში. რა საკვრიველია, ეს ფაქტორი კიდევ უფრო აძლიერებს ამ ორი კლუბის ურთიერთშეხვედრის მიმართ ყურადღებასა და დაძაბულობას, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ დერბის ინტერესი არასოდეს აკლდა.

"ჩელსიმ" წლევანდელ სეზონში რვა ჩატარებული მატჩიდან შვიდი მოიგო, ხოლო ერთი ყაიმით დაასრულა, რაც თითქმის 100%-იან შედეგს უდრის. "იუნაიტედმა" კი ამდენივე შეხვედრაში ექვსი გამარჯვებით დაასრულა, ხოლო ორი მარცხით. შედეგად ლონდონელებს 22 ქულა დაუგროვდათ, მანკუნიანელებს კი 18. ამ მაჩვენებლით თუ ვიმსჯელებთ ხვალინდელ მატჩში უპირატესობა "ჩელსის" მხარესაა, მაგრამ საქმე ასე მარტივადაც არაა. პრემიერ ლიგა ერთადერთი ტურნირია სადაც სტატისტიკა მეორეხარისხოვანია ნებისმიერ მატჩში, მიუთემეტეს, რომ ერთმანეთს ორი უდიდესი კლუბი უპირისპირდება. აქედან გამომდინარე შეუძლებელია დაასახელო ხვალინდელი მატჩის ზუსტი შედეგი. ერთადერთი რაც წინასწარ შეგვიძლია ვთქვათ ისაა, რომ ყველაფერი მოდენაზე გადაწყდება.

გამარჯვების რესურსი

გამარჯვების მოსაპოვებლად პირველ რიგში საჭიროა რესურსი, რომელიც წარმატებას მოგიტანს. ეხლა რომ განვიხილავდეთ "იუნაიტედისა" და სხვა ნებისმიერი საშუალო დონის გუნდის შეხვედრას, ვიტყოდით, რომ რესურსით "მანჩესტერს" აქვს უპირატესობა, მაგრამ ამ შემთხვევაში საქმე ამ კომპონენტშიც კი რთულადაა.

"ჩელსის" შემადგენლობა დაკომპლექტებულია მსოფლიო კლასის ფეხბურთელებით, რომლებიც თავიანთ პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ განიხილებიან. მაგალითად ავიღოთ მეკარე პეტერ ჩეხი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია სტაბილურად და დამაჯერებლად იცავს ლონდონელების კარს. შემდეგ ავიღოთ ჯონ ტერი, რომელიც გუნდის ნამდვილი ლიდერია და მართლაც შესანიშნავი მცველია. გავაგრძელოთ ივანოვიჩით - ეს არის ფეხბურთელი, რომელსაც აქვს გამორჩეული ინსტიქტები. ამ ფეხბურთელის ბოლომდე შესწავლა დღემდე ვერ მოხერხდა, რადგან არავინ იცის როდის რას შემოგვთავაზებს. როგორც წესი, ამ ფეხბურთელს გრანდებთან თამაში შესანიშნავად გამოსდის. ყურადღების ღირსია კეჰილისა და ლუიზის დუეტი, რადგან ეს ორი ფეხბურთელი დაცვის ცენტრში საკმაოდ დამაჯერებლად თამაშობენ. ნახევარდაცვაში ხვალინდელ მატჩში "ჩელსის" პატარა პრობლემა შეექმნა, რადგან ფრენკ ლამპარდი ტრავმის გამო გამოტოვებს დერბის, თუმცა დარწმუნებული ვარ ედენ ჰაზარდი და მისი მეწყვილეები არ მისცემენ "იუნაიტედის" ფეხბურთელებს მოდუნების უფლებას. ბოლოს კი ფერნანდო ტორესი, რომელმაც თავისი გულისამრევი თამაში ბოლო დროს საოცრად გამოასწორა და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. ფაქტია, მისი სისწრაფე და გოლის ალღო ბევრ პრობლემას შეუქმნის "იუნაიტედის" დაცვას.

"ჩელსის" დამატებითი რესურსი "სტემფორდ ბრიჯის" ბოლომდე გავსებული არენა იქნება, რომელიც შეძლების და გვარად ეცდება გავლენა მოახდინოს "წითელი ეშმაკუნების" ფსიქოლოგიაზე და ხმაურიანი შეძახილებითა და "ჩელსის" გამამხნევებელი სიმღერებით დათრგუნოს სერ ალექს ფერგიუსონის ფეხბურთელები.

"მანჩესტერ იუნაიტედის" რესურსი არაფრით ჩამოუვარდება ლონდონელებისას. "წითლების" კარებს დავიდ დე ჰეა დაიცავს, რომელიც მეორე წელია ღირსეულად დგას "წითელი არმიელების" კარის დარაჯად. რა საკვირველია, ესპანელ კიპერს პეტერ ჩეხის მწვერვალებამდე ჯერ კიდევ ბევრი აკლია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ სათამაშო კლასითა და მონდომებით დე ჰეა არ ჩამოუვარდება მის ოპონენტს. ჩვენ კარგად გვახსოვს დე ჰეას გამაოგნებელი თამაში "ჩელსისთან", რომელიც წინა წლის თებერვალში შედგა, ასე რომ "იუნაიტედი" ამ მხრივ თავს დაჩაგრულად არ იგრძნობს. დაცვაში "წითლებს" დააკლდებათ სერბი ნემანია ვიდიჩი, რომელიც საკმაოდ სერიოზული დანაკლისია "ეშმაკუნებისთვის". სერბთან ერთად "იუნაიტედს" აკლია ახალგაზრდა , პერსპექტიული ფილ ჯონსი და კრის სმოლინგი. შესაბამისად ამ დანაკლისს უკვე საკმაოდ გამოცდილი ჯონი ევანსი შეავსებს რიო ფერდინანდთან ერთად. მარჯვნიდან და მარცხნიდან რაფაელი და ევრა შეეცდებიან მეტოქის შეტევების ჩაშლასა და სიტუაციის განეიტრალებას. რაფაელი ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ დაიხვეწა, ის დაემსგავსა თანამედროვე მარჯვენა მცველს, რომელსაც თანაბრად შეუძლია შეტევის წამოწყება, შეტევაში ჩართვა და ამავდროულად საკუთარი პოზიციის ღირსეულად დაცვა. მისი პროფესიონალიზმი საგრძნობლად გაიზარადა. პატრის ევრამ მიმდინარე სეზონში რამდენიმე არადამაჯერებელი თამაში ჩაატარა და გულშემატკივრების ნდობაც შეირყა, მაგრამ საბედნიეროდ უკანასკნელ მატჩებში დაუბრუნდა მის ჩვეულ კონდიციებს. ნახევარდაცვაში "ჩელსის" მსგავსად "იუნაიტედსაც" აქვს პრობლემა. "წითლებს" შინჯი კაგავა დააკლდებათ, თუმცა ვალენსია, გიგზი, იანგი, სქოულზი, ქლევერლი, ნანი - მათგან ოთხი საუკეთესო აუცილებლად შეუქმნის "ჩელსის" სერიოზულ პრობლემებს. "იუნაიტედის" თავდასხმა ნამდვილი ოაზისია სერ ალექს ფერგიუსონისთვის. ოთხი გამორჩეული თავდამსხმელი - რუნი, ვან პერსი, ველბექი და ჩიჩარიტო... მათგან ორი აუცილებლად იქნება ძირითად შემადგენლობაში და ეს ორი სავარაუდოდ რუნი და ვან პერსი იქნებიან. მათ სისწრაფეს და გოლის ალღოს ერთეული მცველები და მეკარეები თუ გაუძლებენ.

"იუანიტედს" ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი მისგან დამოუკიდებლად მაინც ექნება , რაზეც უკვე ვისაუბრე. "წითელ არმიელებს" საგრძნობლად დააკლდებათ 80 000 გაშმაგებული "იუნაიტედის" ფანების დამაყრუებელი ტაში და გამამხნევებელი ჰიმნები.

ტაქტიკოსების ბრძოლა

"ჩელსი" - "მანჩესტერი" შეუძლებელია წარმოვიდგინოთ, როგორც მხოლოდ ფეხბურთელების შეჯიბრება. ამ ბრძოლაში აუცილებლად თავს იჩენს ტაქტიკური მონახაზი, რომელიც გარდამტეხი იქნება მატჩის შედეგის. როდესაც გუნდს ჰყავს თანაბარი ძალის ფეხბურთელები, ამ დროს თამაშის მოგება მწვრთნელზეა დამოკიდებული.

ხვალ ჩვენ ვიხილავთ ლეგენდარული მწვრთნელის, სერ ალექს ფერგიუსონისა და დილეტანტი მენეჯერის, დი მატეოს ტაქტიკის შეჯიბრებას. რთული სათქმელია, რეალურად რომელი მწვრთნელი აჯობებს ერთმანეთს, თუმცა ფაქტია, რომ ხვალ დაძაბული, საინტერესო და ემოციებით სავსე მატჩი გველის.

სტატიის ავტორი : დიმა სანაია
სტატიები
16 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
27 ოქტომბერი 2012 16:06
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
საღოლ ავტორ smile
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: Ví Ví
27 ოქტომბერი 2012 16:11
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
საღოლ საღოლ მაგარი სტატიაა მაგრად დამევასა
0
№3
ავტორი: CR7
27 ოქტომბერი 2012 16:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
avtor sagol chagetvala
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ წინა საიტიდან Acho
№4
ავტორი: DimaSanaia
27 ოქტომბერი 2012 16:50
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
მადლობ :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№5
ავტორი: rooney-nika
27 ოქტომბერი 2012 17:22
  • სიახლეები: 23
  • კომენტარები: 351
სააღოლ... ხვალ უნდა მოვუფოთ უეჭველი თორე თავი არარ უნდა გამოვყო გარეთ.:)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ shedis..?__ ) au ki__ ) gtkiva..?__ ) au ki__ : )) upro magrad sheyavi..!__ ) kide gtkiva..?__ ) kii__ : )) cota viwro gaaq da moitmine..!__ : )) axlac gtkiva..?__ : )) au kii__ : )) mashin dzvirpaso sxva pexsacmeli gaizome..!__: ))
№6
ავტორი: buka oboladze
27 ოქტომბერი 2012 17:32
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
მართლა მაგარი სტატიაა ყოჩაღ, ხვალ ამათ უნდა გადავუაროთ და აღმოვფხვრათ ჩამორჩენა = )))
0
№7
ავტორი: VaRdo
27 ოქტომბერი 2012 17:35
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მალადეც სანო :* ნუ დაიაკრგები ხოლმე wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№8
ავტორი: DimaSanaia
27 ოქტომბერი 2012 17:37
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
VaRdo,
სწავლა ძმაო სწავლა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№9
ავტორი: love united
27 ოქტომბერი 2012 18:11
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საღოლ!..
0
№10
ავტორი: Jubo
27 ოქტომბერი 2012 18:22
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
საღოლ სანო როგორც მაგარია როგორც ყოველთვის :) ტორესი ხვალაც გულისამრევად ითამაშებს იმედია, ვან პერსი და რუნი დატენიან ჩეხს manunited
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top