თბილისი:
მანჩესტერი:
6-09-2013, 00:22
ავტორი: DimaSanaia,
ნანახია: 2390,
კომენტარები: 17
მექსიკური ოქრო - პირველი წელი
სანაკრებო პაუზა ფეხბურთის მოყვარულთათვის ყოველთვის მოსაწყენია, რადგან ეს ფაქტი აფერხებს სხვა და სხვა ქვეყნების ჩემპიონატების მიმდინარეობას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჩვენი საიტის მომხმარებლებისათვის ეს მოსაწყენი პერიოდი ცოტათი გამამრავალფეროვნებინა და შევქმენი სტატიების სერია ხავიერ ერნანდესზე.
მექსიკური ოქრო - პირველი წელი
2010 წლის გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, 8 აპრილს, "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურმა საიტმა ყველასათვის მოულოდნელად განცხადება გააკეთა მექსიკელი ხავიერ ერნანდესის შეძენის თაობაზე. ეს სახელი და გვარი ყველასათვის უცნობი იყო, არადა ერნანდესი მაშინ 22 წლის გახლდათ და მთელ მსოფლიოს უკვირდა სერ ალექსის ეს უცნაური შენაძენი. ჟურნალები წერდნენ, რომ "იუნაიტედმა" მორიგი შესაძლო წარუმატებელი ტრანსფერი განახორციელა, რადგან წამოუდგენელია 22 წლის ფეხბურთელი "მანჩესტერის" დონეზე თამაშობდეს და მასზე არაფერი იყოს ცნობილიო. სწორედ ამ დღის შემდეგ მთელი მსოფლიო პრესის ყურადღება ხავერ ერნანდეს ბალკაზარზე გადავიდა. პრესა აკვირდებოდა მექსიკელის თამაშს და ნელ-ნელა სტატიის სახელებიც იცვლებოდა. კონტრაქტის გაფორმებიდან ერთი თვის შემდეგ პრესა წერდა : "იუნაიტედის შენაძენი შესაძლოა წარმატებული აღმოჩნდეს." რამდენიმე თვის შემდეგ კი ბრიტანული პრესის ყდებზე იბეჭდებოდა ხავიერის ფოტოები წარწერით - "სერ ალექსის მორიგი სასწაული".

მექსიკური ოქრო - პირველი წელი (ნაწილი პირველი)


ხავიერ ერნანდესი "იუნაიტედში" 8 აპრილს ჩაირიცხა, თუმცა მისი ოფიციალურად "გაეშმაკება" პირველი ივლისიდან იყო შესაძლებელი. ძალიან ბევრი ექსპერტი თვლიდა, რომ "წითლებმა" ნაჩქარები გადაწყვეტილება მიიღეს. მათი აზრით, "იუნაიტედს" უნდა გაეგრძელებინა მასზე დაკვირვება და სატრანსფერო ფანრჯის გახსნის შემდეგ გაეფორმებინა ის. ჩიჩარიტოს სერიოზული გამოცდა ელოდა 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო ჩემპიონატზე და თუ ის აფრიკაში თავის გამოჩენას შეძლებდა, ექსპერტების აზრით მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიეღო ალექს ფერგიუსონს მისი შეძენის გადაწყვეტილება. იბადება კითხვა - არსებობს ვინმე სერ ალექსზე უფრო დიდი ექსპერტი ფეხბურთში? ამ კითხვაზე პასუხი ფაქტებმა გასცეს. ხავიერ ერნანდესი ჩავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე მექსიკის ნაკრებთან ერთად და ყველასთვის გასაკვირად ოთხი გოლის გატანა შეძლო. 4-ჯერ მეტი ვიდრე სხვა "მანჩესტერის" ფეხბურთელებმა. ის გახდა ერთადერთი მანჩესტერელი ფეხბურთელი, რომელმაც 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოახერხა გოლის გატანა.

ბოლოს და ბოლოს ჟურნალებმა, ექსპერტებმა და საფეხბურთო კომენტატორებმა გამოიტანეს დასკვნა და განაცხადეს, რომ ისინი ცდებოდნენ, როცა ხავიერ ერნანდესის შესაძლებლობებში ეჭვი შეიტანეს და ასევე ხაზი გაუსვეს სერ ალექსის ძალიან ჭკვიანურ გათვლას. საქმე იმაშია, რომ სერ ალექს ფერგიუსონს ხავიერ ერნანდესი აპრილში რომ არ გაეფორმებინა და სატრანსფერო ფანჯრის გახსნას დალოდება, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე იხსნებოდა, ძალიან გაუჭირდებოდა ერნანდესის ხელში ჩაგდება. რატომ? - პასუხი ძალიან მარტივია. ხავიერმა იმდენად შთამბეჭდავად შეძლო საკუთარი თავის წარმოჩენა, რომ ძალიან ბევრი გრანდის ყურადღებას მიიპყრობდა "მანჩესტერს" თადარიგი რომ არ დაეკავებინა. ასე და ამრიგად, მექსიკური "ჩივას გვადალახარას" ვარკსვლავი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი გახდა.



"მანჩესტერში" საბოლოო გადმობარგების შემდეგ გაირკვა, რომ ხავიერ ერნანდესი 14 ნომრიანი მაისურით იასპარეზებდა "წითლებში". ძალიან დიდი ყურადღება მიიქცია მექსიკელის ნომრის ზემოთ არსებულმა წარწერამ, სადაც ერნანდესის ნაცვლად "ჩიჩარიტო" ეწერა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჩიჩარიტო ხავიერის ზედმეტსახელია, რომელიც "პატარა ბარდას მარცვალს" ნიშნავს.

ჩიჩარიტომ "მანჩესტერში" პირველი მატჩი 28 ივლისს, ამერიკულ ტურნეში ჩაატარა და პირველი გოლიც გაიტანა. მე არ მინდა ამ სტატიაში ჩიჩარიტოს სტატისტიკურ მონაცემებზე ვისაუბრო. ჩემთვის უფრო სასიამოვნო იქნება გავიხსენო ის მატჩები, რომლებითაც ერნანდესმა პირადად მე და დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენგანსაც თავი შეაყვარა.


1) 2010 წლის 8 აგვისტოს ჩიჩარიტომ ჩაატარა პირველი ოფიციალური მატჩი "იუნაიტედის" შემადგენლობაში. მისი დებიუტი განსაკუთრებული გამოწვევა იყო ახალგაზრდა მექსიკელისთვის, რადგან მას უწევდა ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ თამაში ქომუნითი შილდის ფინალში. ჩიჩარიტომ ამ მატჩშიც დაამტკიცა, რომ მისი შეძენა შეცდომა არ იყო და პირველივე ოფიციალურ თამაშში გაიტანა გოლი. ეს გოლი ცოტა კურიოზულიც კი იყო, რადგან მექსიკელმა ძალიან უცნაურად გაიტანა. ანტონიო ვალენსიას პასის შემდეგ ჩიჩარიტომ ფეხით სცადა გოლის გატანა, მაგრამ საბოლოოდ თავით გაიტანა.



2) 2010 წლის 29 სექტემბერს ჩიჩარიტოს დებიუტი შედგა ჩემპიონთა ლიგაზე ვალენსიას წინააღმდეგ ესპანეთში. ამ მატჩში ერნანდესმა ერთადერთი გოლი გაიტანა 85 წუთზე. მისი გოლის წყალობით "იუანიტედმა" ვალენსია 0:1 დაამარცხა. კიკო მაკედას საგოლე პასის შემდეგ, ერნანდესმა ყველაფერი უმაღლეს დონეზე შეასრულა და "ღამურებს" გაუტანა.



3) ალბათ ყველას გვახსოვს ჩიჩარიტოს უცნაური თაური სტოკ სიტისთან. მექსიკელმა ამ მატჩში თავი ბოლომდე გამოიჩინა. მან შეძლო 2 გოლის გატანა, რომლის წაყლობითაც მანჩესტერმა სტოკი 2:1 დაამრცხა. მისი მექსიკური თაური დიდხანს ემახსოვრებათ მანჩესტერის გულშემატკივრებს.



4) ჩიჩარიტო ნელ-ნელა გუნდის გოლების მანქანა გახდა. "იუნაიტედი" ქარლინგ ქაფის გათამაშებაში "ვულვერჰემპტონს" შეხვდა, სადაც 90-ე წუთამდე "იუნაიტედი" ვერ იგებდა მატჩს. 2:2 იყო, როდესაც ჩიჩარიტო უნიკალური შესრულებით უკანასკნელ წუთზე გოლის გაანა მოახერხა და "იუნიატედს" გამარჯვება მოუტანა.



5) 25 იანვარს "მანჩესტერმა" "ბლეკპულს" უმასპინძლა. მატჩი "წითელი ეშმაკებისთვის" საშინლად დაიწყო. "იუნაიტედი" 0:2 აგებდა, მაგრამ ბერბატოვმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. ამ მძიმე ჟამს სერ ალექსმა გადაწყვიტა მოედნიდან უეინ რუნი გაეყვანა და ჩიჩარიტო შემოეყვანა. შეცვლამ გაამართლა. მატჩის 74 წუთზე ხავიერ ერნანდესმა გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. ამ მატჩის შემდეგ მთელმა მსოფლიოს "ოქროს შეცვლა" დაარქვა მექსიკელ ფორვარდს.



6) ხავიერ ერნანდესის თამაში ყველას აოცებდა. მისი მოძრაობა გასაოცარი იყო. ის ყოველთვის იყო იქ, სადაც უნდა ყოფილიყო. ჩიჩარიტომ "უიგანთან" არაჩვეულებრივი გოლი გატანა რუნის პასის შემდეგ. ამ გოლის წყალობით "იუნაიტედმა" 73-ე წუთზე გამარჯვების გოლის გატანა შეძლო.



7) ჩიჩარიტომ ლიგაზეც მშვენივრად იასპარეზა. მან მერვედ ფინალში შეძლო "მარსელის" წინააღმდეგ ორი გოლის გატანა. ეს გოლები "უნაიტედს" ძალიან დაეხმარა მეოთხედ ფინალში გასასვლელად. ერნანდესმა "იუნაიტედის" შემადგენლობასი პირველივე სეზონში დაიმკვიდრა თავი.



8) ჩიჩარიტო განაგრძობდა ჩემპიონთა ლიგაზე გოლების გატანას. ამჟამად მექსიკელმა ფორვარდმა მეოთხედ ფინალში ლონდონის "ჩელსის" გაუტანა უმნისვნელოვანესი გოლი. ამ გოლის წყალობით "იუნაიტედმა" დიდი უპირატესობა მოიპოვა და "ჩელსი" ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხა.



9) მორიგი გამარჯვება ჩიჩარიტომ "იუნაიტედს" 24 აპრილს "ევერტონის" წინააღმდეგ მოუტანა. "ევერტონი" იმ მატჩში დიდ წინააღდმეგობას უწევდა "იუნაიტედს" და გოლის გატანის საშუალებას არ აძლევდა. 83-ე წუთზე ერნანდესმა ურთულესი თაური დარტყმით გაიტანა გოლი და გამარჯვება მოუტანა "იუნაიტედს".



10) ყველა მიეჩვია იმ ფაქტს, რომ ჩიჩარიტო ყველა საგოლე მომენტს გოლად გარდაქმნის. აბსოლუტურად ყველა კლუბმა დაიწყო ზრუნვა მექსიკელის გასაჩერებლად, რადგან ის უკვე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა მოწინააღმდეგებისთვის. 2010-11 წლის სეზონში ჩიჩარიტოს "ჩელსისთვის" 2 გოლი ჰქონდა გატანილი. მესამე გოლი, რომელიც "ჩელსის" გაუტანა იმ სეზონის ყველაზე სწრაფ გოლად დასახელდა. 36-ე წამზე ჩიჩარიტომ ანგარიში გახსნა. ამ დღიდან ჩიჩარიტო "ჩელსის" კოშმარად იქცა.




მე ჩამოვთვალე ათი გოლი, რომლითაც ჩიჩარიტომ "იუნაიტედის" ფანებს პირველივე სეზონში თავი შეაყვარა. სადებიუტო წელს ჩიჩარიტომ 20 გოლის გატანა შეძლო. წარმოგიდგენთ 2010-11 წლის სეზონის ოცივე გოლს.



ავტორი : დიმა სანაია
სიახლეები
17 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
6 სექტემბერი 2013 00:50
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
საღოლ ავტორ. უძლიერესია ჩიჩა, გოლის გატანის საოცარი ალღო love
0
№2
ავტორი: Zizou
6 სექტემბერი 2013 00:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
მოიესი აშკარად ველბეკს უფრო ენდობა ვიდრე ჩიჩას... არადა ჩიჩა გაცილებით შედეგიანია რა
0
№3
ავტორი: Rooney
6 სექტემბერი 2013 01:08
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 369
ველბეკი და ჩიჩა ერთ პოზიციაზე არ არიან დანი გვერდიდან უტევს ჩიჩას პოზიციაზე რობინ ვან პერსია და ნუ გერევათ : ))

ერნანდესი საერთოდ არ ვიცოდი თავიდან ვინ იყომართლა მერე მექსიკის ნაკრებში რო იყო მექსიკა ინდოდა გასულიყო და ვიძახდი გავთქო და მართლა გავიდა საფრანგეთსაც შეუგდო ჩიჩამ და არგენტიინასაც, ჩიჩა მართლა ზალიან მაგარია და არ უნდა წავიდეს გუნდიდან აქ უნდა დაასრულოს კარიერა : )) მოიესმა მეტი სათამაშო დრო უნდა მისცეს და შეცველბზე ხშირად შემოუშვას და ძირითადშიც დააწყებინოს ხოლმე : )) am

დიმა საღოლ ძალიან მაგარიაა derpthumb
0
№4
ავტორი: red devil
6 სექტემბერი 2013 07:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Sagol avtor dzalian magaria chicha ki erterti sauketeso shemsrulebelia
0
№5
ავტორი: ლადო
6 სექტემბერი 2013 09:16
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ბრავო სანო derpthumb ჩიჩა ჩვენი კოვზირია და იმედია მოიესიც მალე მიხვდება ამას და უფრო მეტ დროს მისცემს....
0
№6
ავტორი: Manchester_M
6 სექტემბერი 2013 10:14
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
მინდა ათამაშონ ეს კაცი მარა ვინ გინდა ჩაანაცვლო პერსი ? შეცვლაზე მაინც შემოუშვას მოიესმა. თორე გაგვიფრინდება ჩიჩა ამდენი უთამაშობით.
0
№7
ავტორი: love united
6 სექტემბერი 2013 12:10
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
თავიდან რომ ვნახე ამის წარდგენის სურათი მე მეგონა ეტყობა მედ-პერსონალი დაიმატესთქო... wink მერე ამის გამო ვუყურებდი მსოფლიოზე მექსიკის თამაშებს... wink
0
№8
ავტორი: BERDI
6 სექტემბერი 2013 15:47
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
საღოლ დიმა მაგარი სტატიაა და ჩიჩაზე კიდე no comment
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№9
ავტორი: chicha_chicha14
6 სექტემბერი 2013 17:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 175
ავტორ ჯიგარი ხარ ეს სტატია რო დადე ამ ფეცბურთელზე შეიძლება ითქვას ვაფაატებ 36_ე წამზე გატანილი გოლი არასდროს დამავიწყდება მაგაზე მეტად არც ერთი გოლი არ გამხარებია რაც ფეხბურთს ვუყურებ წინა დღეს დაბადების დღე მქონდა და ჩიამ მშვენიერი საჩუქარი გამიკეთA იმედია მეორე ნაწილიც მალე გამოვა
0
№10
ავტორი: salier1
6 სექტემბერი 2013 17:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 116
კაი სტატიაა, ჩიჩარიტო მკვლელია მაგის გაშვება არ შეიძლება არაფრით.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top