თბილისი:
მანჩესტერი:
6-09-2013, 00:22
ავტორი: DimaSanaia,
ნანახია: 2395,
კომენტარები: 17
მექსიკური ოქრო - პირველი წელი
სანაკრებო პაუზა ფეხბურთის მოყვარულთათვის ყოველთვის მოსაწყენია, რადგან ეს ფაქტი აფერხებს სხვა და სხვა ქვეყნების ჩემპიონატების მიმდინარეობას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჩვენი საიტის მომხმარებლებისათვის ეს მოსაწყენი პერიოდი ცოტათი გამამრავალფეროვნებინა და შევქმენი სტატიების სერია ხავიერ ერნანდესზე.
მექსიკური ოქრო - პირველი წელი
2010 წლის გაზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს, 8 აპრილს, "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურმა საიტმა ყველასათვის მოულოდნელად განცხადება გააკეთა მექსიკელი ხავიერ ერნანდესის შეძენის თაობაზე. ეს სახელი და გვარი ყველასათვის უცნობი იყო, არადა ერნანდესი მაშინ 22 წლის გახლდათ და მთელ მსოფლიოს უკვირდა სერ ალექსის ეს უცნაური შენაძენი. ჟურნალები წერდნენ, რომ "იუნაიტედმა" მორიგი შესაძლო წარუმატებელი ტრანსფერი განახორციელა, რადგან წამოუდგენელია 22 წლის ფეხბურთელი "მანჩესტერის" დონეზე თამაშობდეს და მასზე არაფერი იყოს ცნობილიო. სწორედ ამ დღის შემდეგ მთელი მსოფლიო პრესის ყურადღება ხავერ ერნანდეს ბალკაზარზე გადავიდა. პრესა აკვირდებოდა მექსიკელის თამაშს და ნელ-ნელა სტატიის სახელებიც იცვლებოდა. კონტრაქტის გაფორმებიდან ერთი თვის შემდეგ პრესა წერდა : "იუნაიტედის შენაძენი შესაძლოა წარმატებული აღმოჩნდეს." რამდენიმე თვის შემდეგ კი ბრიტანული პრესის ყდებზე იბეჭდებოდა ხავიერის ფოტოები წარწერით - "სერ ალექსის მორიგი სასწაული".

მექსიკური ოქრო - პირველი წელი (ნაწილი პირველი)


ხავიერ ერნანდესი "იუნაიტედში" 8 აპრილს ჩაირიცხა, თუმცა მისი ოფიციალურად "გაეშმაკება" პირველი ივლისიდან იყო შესაძლებელი. ძალიან ბევრი ექსპერტი თვლიდა, რომ "წითლებმა" ნაჩქარები გადაწყვეტილება მიიღეს. მათი აზრით, "იუნაიტედს" უნდა გაეგრძელებინა მასზე დაკვირვება და სატრანსფერო ფანრჯის გახსნის შემდეგ გაეფორმებინა ის. ჩიჩარიტოს სერიოზული გამოცდა ელოდა 2010 წელს სამხრეთ აფრიკაში მსოფლიო ჩემპიონატზე და თუ ის აფრიკაში თავის გამოჩენას შეძლებდა, ექსპერტების აზრით მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიეღო ალექს ფერგიუსონს მისი შეძენის გადაწყვეტილება. იბადება კითხვა - არსებობს ვინმე სერ ალექსზე უფრო დიდი ექსპერტი ფეხბურთში? ამ კითხვაზე პასუხი ფაქტებმა გასცეს. ხავიერ ერნანდესი ჩავიდა მსოფლიო ჩემპიონატზე მექსიკის ნაკრებთან ერთად და ყველასთვის გასაკვირად ოთხი გოლის გატანა შეძლო. 4-ჯერ მეტი ვიდრე სხვა "მანჩესტერის" ფეხბურთელებმა. ის გახდა ერთადერთი მანჩესტერელი ფეხბურთელი, რომელმაც 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მოახერხა გოლის გატანა.

ბოლოს და ბოლოს ჟურნალებმა, ექსპერტებმა და საფეხბურთო კომენტატორებმა გამოიტანეს დასკვნა და განაცხადეს, რომ ისინი ცდებოდნენ, როცა ხავიერ ერნანდესის შესაძლებლობებში ეჭვი შეიტანეს და ასევე ხაზი გაუსვეს სერ ალექსის ძალიან ჭკვიანურ გათვლას. საქმე იმაშია, რომ სერ ალექს ფერგიუსონს ხავიერ ერნანდესი აპრილში რომ არ გაეფორმებინა და სატრანსფერო ფანჯრის გახსნას დალოდება, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე იხსნებოდა, ძალიან გაუჭირდებოდა ერნანდესის ხელში ჩაგდება. რატომ? - პასუხი ძალიან მარტივია. ხავიერმა იმდენად შთამბეჭდავად შეძლო საკუთარი თავის წარმოჩენა, რომ ძალიან ბევრი გრანდის ყურადღებას მიიპყრობდა "მანჩესტერს" თადარიგი რომ არ დაეკავებინა. ასე და ამრიგად, მექსიკური "ჩივას გვადალახარას" ვარკსვლავი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი გახდა.



"მანჩესტერში" საბოლოო გადმობარგების შემდეგ გაირკვა, რომ ხავიერ ერნანდესი 14 ნომრიანი მაისურით იასპარეზებდა "წითლებში". ძალიან დიდი ყურადღება მიიქცია მექსიკელის ნომრის ზემოთ არსებულმა წარწერამ, სადაც ერნანდესის ნაცვლად "ჩიჩარიტო" ეწერა. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჩიჩარიტო ხავიერის ზედმეტსახელია, რომელიც "პატარა ბარდას მარცვალს" ნიშნავს.

ჩიჩარიტომ "მანჩესტერში" პირველი მატჩი 28 ივლისს, ამერიკულ ტურნეში ჩაატარა და პირველი გოლიც გაიტანა. მე არ მინდა ამ სტატიაში ჩიჩარიტოს სტატისტიკურ მონაცემებზე ვისაუბრო. ჩემთვის უფრო სასიამოვნო იქნება გავიხსენო ის მატჩები, რომლებითაც ერნანდესმა პირადად მე და დარწმუნებული ვარ ბევრ თქვენგანსაც თავი შეაყვარა.


1) 2010 წლის 8 აგვისტოს ჩიჩარიტომ ჩაატარა პირველი ოფიციალური მატჩი "იუნაიტედის" შემადგენლობაში. მისი დებიუტი განსაკუთრებული გამოწვევა იყო ახალგაზრდა მექსიკელისთვის, რადგან მას უწევდა ლონდონის "ჩელსის" წინააღმდეგ თამაში ქომუნითი შილდის ფინალში. ჩიჩარიტომ ამ მატჩშიც დაამტკიცა, რომ მისი შეძენა შეცდომა არ იყო და პირველივე ოფიციალურ თამაშში გაიტანა გოლი. ეს გოლი ცოტა კურიოზულიც კი იყო, რადგან მექსიკელმა ძალიან უცნაურად გაიტანა. ანტონიო ვალენსიას პასის შემდეგ ჩიჩარიტომ ფეხით სცადა გოლის გატანა, მაგრამ საბოლოოდ თავით გაიტანა.



2) 2010 წლის 29 სექტემბერს ჩიჩარიტოს დებიუტი შედგა ჩემპიონთა ლიგაზე ვალენსიას წინააღმდეგ ესპანეთში. ამ მატჩში ერნანდესმა ერთადერთი გოლი გაიტანა 85 წუთზე. მისი გოლის წყალობით "იუანიტედმა" ვალენსია 0:1 დაამარცხა. კიკო მაკედას საგოლე პასის შემდეგ, ერნანდესმა ყველაფერი უმაღლეს დონეზე შეასრულა და "ღამურებს" გაუტანა.



3) ალბათ ყველას გვახსოვს ჩიჩარიტოს უცნაური თაური სტოკ სიტისთან. მექსიკელმა ამ მატჩში თავი ბოლომდე გამოიჩინა. მან შეძლო 2 გოლის გატანა, რომლის წაყლობითაც მანჩესტერმა სტოკი 2:1 დაამრცხა. მისი მექსიკური თაური დიდხანს ემახსოვრებათ მანჩესტერის გულშემატკივრებს.



4) ჩიჩარიტო ნელ-ნელა გუნდის გოლების მანქანა გახდა. "იუნაიტედი" ქარლინგ ქაფის გათამაშებაში "ვულვერჰემპტონს" შეხვდა, სადაც 90-ე წუთამდე "იუნაიტედი" ვერ იგებდა მატჩს. 2:2 იყო, როდესაც ჩიჩარიტო უნიკალური შესრულებით უკანასკნელ წუთზე გოლის გაანა მოახერხა და "იუნიატედს" გამარჯვება მოუტანა.



5) 25 იანვარს "მანჩესტერმა" "ბლეკპულს" უმასპინძლა. მატჩი "წითელი ეშმაკებისთვის" საშინლად დაიწყო. "იუნაიტედი" 0:2 აგებდა, მაგრამ ბერბატოვმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა. ამ მძიმე ჟამს სერ ალექსმა გადაწყვიტა მოედნიდან უეინ რუნი გაეყვანა და ჩიჩარიტო შემოეყვანა. შეცვლამ გაამართლა. მატჩის 74 წუთზე ხავიერ ერნანდესმა გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. ამ მატჩის შემდეგ მთელმა მსოფლიოს "ოქროს შეცვლა" დაარქვა მექსიკელ ფორვარდს.



6) ხავიერ ერნანდესის თამაში ყველას აოცებდა. მისი მოძრაობა გასაოცარი იყო. ის ყოველთვის იყო იქ, სადაც უნდა ყოფილიყო. ჩიჩარიტომ "უიგანთან" არაჩვეულებრივი გოლი გატანა რუნის პასის შემდეგ. ამ გოლის წყალობით "იუნაიტედმა" 73-ე წუთზე გამარჯვების გოლის გატანა შეძლო.



7) ჩიჩარიტომ ლიგაზეც მშვენივრად იასპარეზა. მან მერვედ ფინალში შეძლო "მარსელის" წინააღმდეგ ორი გოლის გატანა. ეს გოლები "უნაიტედს" ძალიან დაეხმარა მეოთხედ ფინალში გასასვლელად. ერნანდესმა "იუნაიტედის" შემადგენლობასი პირველივე სეზონში დაიმკვიდრა თავი.



8) ჩიჩარიტო განაგრძობდა ჩემპიონთა ლიგაზე გოლების გატანას. ამჟამად მექსიკელმა ფორვარდმა მეოთხედ ფინალში ლონდონის "ჩელსის" გაუტანა უმნისვნელოვანესი გოლი. ამ გოლის წყალობით "იუნაიტედმა" დიდი უპირატესობა მოიპოვა და "ჩელსი" ორი მატჩის ჯამში 3:1 დაამარცხა.



9) მორიგი გამარჯვება ჩიჩარიტომ "იუნაიტედს" 24 აპრილს "ევერტონის" წინააღმდეგ მოუტანა. "ევერტონი" იმ მატჩში დიდ წინააღდმეგობას უწევდა "იუნაიტედს" და გოლის გატანის საშუალებას არ აძლევდა. 83-ე წუთზე ერნანდესმა ურთულესი თაური დარტყმით გაიტანა გოლი და გამარჯვება მოუტანა "იუნაიტედს".



10) ყველა მიეჩვია იმ ფაქტს, რომ ჩიჩარიტო ყველა საგოლე მომენტს გოლად გარდაქმნის. აბსოლუტურად ყველა კლუბმა დაიწყო ზრუნვა მექსიკელის გასაჩერებლად, რადგან ის უკვე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა მოწინააღმდეგებისთვის. 2010-11 წლის სეზონში ჩიჩარიტოს "ჩელსისთვის" 2 გოლი ჰქონდა გატანილი. მესამე გოლი, რომელიც "ჩელსის" გაუტანა იმ სეზონის ყველაზე სწრაფ გოლად დასახელდა. 36-ე წამზე ჩიჩარიტომ ანგარიში გახსნა. ამ დღიდან ჩიჩარიტო "ჩელსის" კოშმარად იქცა.




მე ჩამოვთვალე ათი გოლი, რომლითაც ჩიჩარიტომ "იუნაიტედის" ფანებს პირველივე სეზონში თავი შეაყვარა. სადებიუტო წელს ჩიჩარიტომ 20 გოლის გატანა შეძლო. წარმოგიდგენთ 2010-11 წლის სეზონის ოცივე გოლს.



ავტორი : დიმა სანაია
სიახლეები
17 კომენტარი
№11
ავტორი: Shako Jones
6 სექტემბერი 2013 20:59
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ორი გოლი ასტონ ვილასთან ?
0
№12
ავტორი: DimaSanaia
6 სექტემბერი 2013 21:42
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
Shako Jones,
მხოლოდ პირველ სეზონზე წერია აქ. :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№13
ავტორი: UTD-Rule
7 სექტემბერი 2013 09:37
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ჩიჩას ძაან უყვარს მანჩესტერი თორე აქამდე წავიდოდა გუნდიდან,მაგრამ არ ეშინია კონკურენციის და ბოლომდე ბრძოლობს love მაგარი კაცია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№14
ავტორი: I L C
7 სექტემბერი 2013 13:48
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
საღოლ დიმა მაგარი სტატიაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№15
ავტორი: Red Hooligan
7 სექტემბერი 2013 16:09
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ჩვენი ჯოკერია = )) საღოლ სანო მაგარია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№16
ავტორი: Mika
7 სექტემბერი 2013 16:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 133
იმედია ისევ ისეთ ფორმაში განაგრძობს თამაშ როგორც პირველ სეზონში)) უძლიერესია))
ჩელსის კოშმარი love
0
№17
ავტორი: Rooney
2 სექტემბერი 2014 01:54
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 369
სტატიის კითხვა რომ დავიწყე ეგრევე მივხვდი რომ შენი იყო საღოლ დიმაა : )
-ჩიჩას წასვლა ძაან გამიტყდა, მაგრამ აქ დრო არ ექნებოდა და ჯობდა წასულიყო რეალში და ბენზემას რომ დაიხევს ეჭვი არავის შეგეპაროთ სუფთა საჯარიმოს ფორვარდია ძალიან მაგრად იყენებს მომენტებს მითუმეტეს კროსი რონალდო ბეილი ისკო მოდრიჩი იყოლება ირგვლივ, პლიუს ლალიგაში არაა ისეთი გუნდები როგორც პრემირლიგაში ასე რომ ვფიქრობ რეალს ჩიჩაროს ნაირი ფორვარდი ესაჭიროებოდა და ძალიან გამოადგება კიდეც...
მოკლედ წარმატებები მექსიკელოო ოქროს ბიჭუნა love
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top