თბილისი:
მანჩესტერი:
1-09-2013, 11:37
ავტორი: Esi,
ნანახია: 2571,
კომენტარები: 12
შესაძლოა საქმეში ლინგარდიც ჩაერთოს.
ფელაინისა და ბეინსის ტრანსფერში მარტინესმა ლინგარდის ჩართვა მოითხოვა.
შესაძლოა საქმეში ლინგარდიც ჩაერთოს.
მანჩესტერ იუნაიტედმა შესაძლოა საბოლოოდ მოაგვაროს მარუან ფელაინის ტრანსფერი,რადგან ევერტონის ხელმძღვანელობამ,იუნაიტედს განუცხადა,რომ თუ ფელაინის ყიდვა გსურთ,მაშინ ჯესი ლინგარდი იჯარის წესით ჩვენთან გამოუშვითო.

ევერტონის მთავარ მწვრთნელს, რობერტო მარტინესს სურს,რომ ჯესი ლინგარდი გახადოს ამ ტრანსფერის მონაწილე.სავარაუდოდ დევიდ მოიესი საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ლივერპულთან გასამართი მატჩის შემდგომ.

გუშინ ფელაინმა ითამაშა ევერტონის მაისურით კარდიფთან მატჩში,მაგრამ თვითონ ბელგიელი უკვე მზადაა დატოვოს კლუბი.ასევე არ არის გამორიცხული,რომ თვითონ მარტინესიც შეეგუოს ამ ფაქტს და მარუანის წასვლასაც ხელი არ შეუშალოს.

ფელაინის გარდა იუნაიტედს 5 ნახევარმცველი სურდა,მაგრამ ახლა უკვე მხოლოდ და მხოლოდ მარუანი ჰყავთ თვალთახედვის არეში.

მოიესი მზად იყო დორტმუნდის ბორუსიას ნახევარმცველ ილკაი გუნდოგანში გადაეხადა £35 მილიონი,მაგრამ თვითონ გერმანელებმა არ ისურვეს მიეყიდათ იუნაიტედისთვის კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი.

შემდეგ მოიესი მადრიდის რეალის ნახევარმცველს ლუკა მოდრიჩს მიადგა,რადგან მადრიდელებმა გარეტ ბეილს დაადგეს თვალი,მაგრამ ეს ტრანსფერიც ჩაიშალა.

ამის შემდეგ კი მოიესმა ბილბაო ატლეტიკის ნახევარმცველ ერერაში £25 მილიონის გადახდა გადაწყვიტა,მაგრამ ბილბაოს ხელმძღვანელობამ ეს ტრანსფერი იუარა,შემდეგ მოიესმა ფასი გაზარდა და ამჯერად £31 მილიონი შესთავაზა,მაგრამ ამაზეც უარი განაცხადეს.

ამის შემდეგ კი მოიესი ისევ ფელაინს მიუბრუნდა,მაგრამ დევიდს ევერტონიდან მარტო ფელაინის გადმოყვანა არ სურს,მას უნდა,რომ ფელაინი და ბეინსი ერთად იყიდოს.
დღეს გავრცელდა ინფორმაცია,რომ ბეინსიც თანახმაა გადავიდეს იუნაიტედში და მეტიც ევერტონის მთავარ მწვრთნელს სთხოვა,რომ იუნაიტედში გაუშვას.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი მარტინესი ფიქრობს,რომ ამ ფეხბურთელებს უკვე ვეღარ გააჩერებს ევერტონში და ალბათ ამიტომაც მოითხოვა ჯესი ლინგარდის ამ ტრანსფერში ჩართვა.

წყარო:mirror.co.uk
ახალი ამბები, ჭორები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Z A C K™
1 სექტემბერი 2013 11:39
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
რავი ასე მარტივად თუა საქმე პრობლემა არ უნდა იყოს მგონი...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№2
ავტორი: Vodafone
1 სექტემბერი 2013 11:52
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
იჯარით თუ უნდათ კიდე დავუმაატებთ ოქროსავით ახალგაზრდები გვყავს wink
0
№3
ავტორი: ლადო
1 სექტემბერი 2013 12:09
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
იჯარით თუ უნდა წაიყვანოს და ფელაინიც გამოუშვას, მაგრამ ეს ბეინსი ფელაინის მოყვება თუ გვატენნნნიან, რათ გვინდა ვაბშეეე...თუ იყიდი ფელაინისი მოყვება ბეინსი
0
№4
ავტორი: BERDI
1 სექტემბერი 2013 12:18
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
იჯარით წაიყვანონ და გაყიდვით მგონი არ უნდა გაყიდონ ძალიან ნიჭიერია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№5
ავტორი: Manchester_M
1 სექტემბერი 2013 12:25
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
არ მინდა ეს ბეინსი არ გვყავს მაგ ადგილას კარგი იგროკი თუ რა არის გვეტენება ეს მგონი რა .
0
№6
ავტორი: Red Hooligan
1 სექტემბერი 2013 12:49
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
იჯარით გაუშვან. მხოლოდ იჯარით. ლინგარდი ძაან პერსპექტიულია და თუ პროგრესირება გააგრძელა დიდი იგროკი დადგება. შრომისმოყვარეობა მაგას არ აკლია =))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№7
ავტორი: GeorgeBest
1 სექტემბერი 2013 12:54
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იჯარით რომ გავუშვათ იდეალური ვარიანტია ჩვენთვის, ევერტონისნაირ გუნდში დიდ გამოცდილებას მიიღებს და მეტი სათამაშო დროც ექნება, მე მომწონს ეს ვარიანტი, მაგრამ არ ღირს ამის გაყიდვა, ძალიან ნიჭიერია და მეიმედება ამ ბიჭის

0
№8
ავტორი: Malboro463
1 სექტემბერი 2013 13:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ი ჯარით თუ უნდა გაუშვან და ისე ხე ლი არ ახლონ ძლივს რაღაც ი ნგლისელი ნიჭიერ ი ფეხბურთელი გამოჩნდა და იმასაც უშვებენ
0
№9
ავტორი: buka oboladze
1 სექტემბერი 2013 15:14
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ვახხ რაარი, გადაბმულები არიან ერთმანეთზე ეს ფელაინი და ბეინსი??? მემგონი ჯობია ფელაინის შესთავაზოს 28 მილიონი და წამოიყვანოს, 70 მილიონი აქვს ტიპს ტრანსფერებისთვის და ერთი ნახევარმცველი ვერ უყიდია არ მესმის რა..
0
№10
ავტორი: red devil
1 სექტემბერი 2013 16:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Arendit ki batono magram gayidvit aravitar shemtxvevashi ar unda gayidon
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top