თბილისი:
მანჩესტერი:
26-08-2013, 18:37
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2008,
კომენტარები: 14
ვრცელი ინტერვიუ რენე მალესტინთან: "მანჩესტერში" გატარებული თორმეტი წელი
"მე აქ მსოფლიოში საუკეთესო სამსახური მქონდა. მიყვარდა ჩემს ფეხბურთელებთან მუშაობის ყველა ასპექტი, მე ვიცნობდი გუნდს კლუბშიც და კლუბის გარეთაც. ყოველდღე ვიზრდებოდი, ყოველკვირა, ყოველთვე, ყოველი გამარჯვების და დამარცხების შემდეგ."
ვრცელი ინტერვიუ რენე მალესტინთან:
ის "მანჩესტერ იუნაიტედში" სერ ალექს ფერგიუსონის ხელმძღვანელობით ხუთი წლის განმავლობაში ატარებდა ვარჯიშებს, იყო თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგოსი, რომელმაც დანი უელბეკის მსგავსი ბევრი ფეხბურთელი გაზარდა. სულ მან თორმეტი წლის განმავლობაში იმუშავა მანჩესტერის "წითელ" მხარეში. და ჯერაც არ მიუღია შეთავაზება საფეხბურთო ასოციაციისგან ეროვნულ ან 21 წლამდელთა გუნდში დასასაქმებლად. მალესტინმა 16 დღე იმუშავა "ანჟიში" და რუსეთშიდან ცდილობდა დაერწმუნებინა "იუნაიტედის" ხელმძღვანელობა ვილიანის ტრანსფერის გაკეთებაში.


კაცი, რომელიც გუშინ ვილმსლოვის ბარში იჯდა და Telegraph-ის კორესპონდენტს "მანჩესტერში" გატარებულ დროზე ესაუბრებოდა, მოიესის გადაწყვეტილების გამო გულნატკენი ჩანდა. "მას ვუთხარი: 'დევიდ, მიუხედავად დიდი პატივისცემისა, შენ "ევერტონში" მუშაობის პერიოდში პრემიერ ლიგაში საოცარი სამუშაო შეასრულე, მაგრამ ხვდები რომ იახტიდან უზარმაზარ გემზე გიწევს გადასვლა?' ფერგიუსონს, სამწვრთნელო შტაბის კაპიტანს, ბევრი კარგი დამხმარე ჰყავდა.
მივხვდი, რომ დევიდს ნაცნობი სახეები სჭირდებოდა, რომლებთანაც მას უფლებები ექნებოდა, მაგრამ არანაირი პრობლემა არ იქნებოდა თუ იტყოდა: 'მე აუცილებლად მჭირდება ჯიმი ლამსდინი შტაბში მაგრამ მოიცადე, ერთი წუთით, ეს უზარმაზარი გემი ამ 'ეკიპაჟის' წყალობით ბოლო ხუთი წელია წარმატებულად დაცურავს და ჯობია, ერთი სეზონი მათთან ერთად ვიცურო და ვნახო რა გამოვა.'

"კლუბის დატოვებამ ნამდვილად დამამწუხრა."
- გააგრძელა მალესტინმა. "მე აქ მსოფლიოში საუკეთესო სამსახური მქონდა. მიყვარდა საუკეთესო ფეხბურთელებთან მუშაობის ყველა მომენტი, მე ვიცნობდი გუნდს კლუბშიც და კლუბის გარეთაც.
იუნაიტედის" სხვადასხვა დეპარტამენტს 12 წელი ვაჩუქე: აკადემიაში, რეზერვებში, მთავარი გუნდის ტექნიკური პირადი მწვრთნელი და ბოლოს მთავარი გუნდის მწვრთნელის დამხმარე. ბოლო 5 წელიწადი ჩემთვის განსაკუთრებული იყო. ყოველდღე ვიზრდებოდი, ყოველკვირა, ყოველთვე, ყოველი გამარჯვების და დამარცხების შემდეგ.

"მწვრთნელი დელეგატად მაგზავნიდა. ის მე მენდობოდა. ვიმედოვნებ, რომ კვლავ მივიღებ ისეთ გამოწვევას, როგორიც "მანჩესტერში" მქონდა და კვლავ ვიმუშავებ ისეთ ადამიანთან, რომელსაც ჩემს მიმართ იმხელა რწმენა და ნდობა ექნება, როგორც სერ ალექსს ჰქონდა წლების განმავლობაში.

ჩემი სახელი 21 წლამდელებს დაუკავშირეს, მაგრამ ინგლისის ასოციაციასთან ერთხელაც არ მისაუბრია. როგორ შეუძლიათ მათ აარჩიონ კანდიდატები, როცა სხვებს საერთოდ არ უსმენენ? მეგობარმა მითხრა: '21 წლამდელებისთვის შენ შესანიშნავი კანდიდატი ხარ'. მე ვუპასუხე: 'დამიჯერე, ისინი უცხოელს მწვრთნელად არ დანიშნავენ.' მაგრამ 12 წელია რაც ამ ქვეყანაში ვარ, აქ უფრო მეტ შესანიშნავ ახალგაზრდასთან მიმუშავია, ვიდრე ჰოლანდიაში: უელბეკი, ქლევერლი, ლარნელ კოული, ჯესი ლინგარდი. და მე თქვენ გეტყვით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ინგლისში არაფერი შეიცვლება."


მალესტინმა "ბარსელონასთან" დაპირისპირებები გაიხსენა.
"რომში, 2009 წელს, ვერ გამოვიყენეთ ის სივრცე, რაც გვქონდა. ჩვენ გვყავდა პოლ სქოულზი, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი სათადარიგოთა სკამზე. "ბარსელონასთა" საჭიროა ფეხბურთელი, რომელიც ბურთს შეინარჩუნებს.
"უემბლიზე" (ორი წლის შემდეგ) ჩვენი მომზადების დონე ბრწყინვალე იყო, მაგრამ პირველი ტაიმი ისე ვერ გამოვიყენეთ, როგორც ამას მთელი კვირის განმავლობაში ვგეგმავდით. შეხედეთ მეორე ტაიმის პირველ თხუთმეტ წუთს, "ბარსელონა" ამ დროს მოწინააღმდეგის გუნდის მოკვლას ცდილობს. ამის გაკეთება ჩვენთანაც გამოუვიდათ, მეორე ტაიმი ისე არ დავიწყეთ, როგორც უნდა დაგვეწყო. ფეხბურთელებს დაავიწყდათ მთელი კვირა რას ველაპარაკებოდით."


რენეს იმ მიზეზებზეც ჰკითხეს, რომლის გამოც უეინმა "რეალთან", სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დაპირისპირება გამოტოვა. ამ მატჩში რუნის მაგივრად უელბეკმა ითამაშა, რომელსაც ხაბი ალონსოს განეიტრალება ევალა.
"მწვრთნელმა ამ დღემდე უეინს ბევრჯერ შესთავაზა მსგავსი როლის შესრულება, ხანდახან რუნის ეს ძალიან კარგად გამოსდიოდა, ხანდახან არა. ამჯერად დიდი მატჩი გველოდა. ხანდახან ვამჩნევდით და ვხვდებოდით, რომ თუ უეინს პირველი წუთიდანვე ვათამაშებდით, ის დასაწყისში დიდ ენერგიას დახარჯავდა და შეხვედრის მიწურულს სასურველ დონეზე ვეღარ ითამაშებდა. ახლა მსგავსი მომენტი იყო, ალონსოს წინ და უკან დევნა დიდ ენერგიას მოითხოვდა.

რა თქმა უნდა, უეინს შესანიშნავად შეუძლია რობინთან შეწყობა. გაიხსენეთ პასი "ასტონ ვილასთან" მატჩში, ეს ყველაფერს ამტკიცებს. წლებია, რაც რუნი "იუნაიტედისთვის" ჩინებული მოთამაშეა მაგრამ თუ გინდათ, რომ საუკეთესო ფორმაში უეინი ნახოთ, უნდა შეიყვანოთ მოედანზე და გაიყვანოთ შესაბამის დროს, რომ იხილოთ სტაბილური უეინ რუნი. 2009 წელს, როცა "არსენალი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიდან გამოვთიშეთ, უეინი საუკეთესო ფორმაში იყო, რაც ოდესმე მინახავს: ძლიერი, სავსე მონდომებით და გამბედაობით. ის შეუჩერებელი იყო.

"და ვიფიქრეთ: ვათამაშოთ უელბეკი ძირითადში და შემდეგ შემოვიყვანოთ რუნი. მეორე ტაიმში უკვე მწვრთნელს ვეუბნებოდი 'რუნის შემოსაყვანად კარგი დროა', როცა სულელური ინციდენტი მოხდა. წითელი ბარათი ნანისთვის სასაცილო იყო, სერ ალექსი მეოთხე დამხმარე მსაჯისკენ გაიქცა. იცოდა, ეს მისი ბოლო სეზონი იყო. ვიჯექი და ვფიქრობდი: 'ერთი წუთით, ბარათი უკვე ნაჩვენებია, როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამას?' ვაპირებდით დაცვითი ხაზი გაგვეძლიერებინა როცა მოურინიომ მოდრიჩი იხმო."


"ანჟიში" გატარებულ მცირე დროში მალესტინმა "იუნაიტედის" დახმარება სცადა.
"კლუბში კარგი ფეხბურთელები თამაშობდნენ, მათგან ერთ-ერთი გამორჩეული ვილიანი იყო. ფეხბურთელი, რომელსაც თამაშში სიახლის შემოტანა შეუძლია და ფეხბურთელი, რომლის საყურებლადაც მაყურებელი სტადიონზე დადის. "იუნაიტედს" ამ ვილიანით დაინტერესება ვურჩიე. "დააკვირდით ამ ფეხბურთელს" ვუთხარი მათ. ტოპ კლასის კლუბს ყოველთვის სჭირდება გუნდის განახლება, როგორც ეს წინა წელს ვან პერსის შეძენის შემთხვევაში მოხდა.
"იუნაიტედში" ასეთი ფეხბურთელების ნაკლებობაა. ფეხბურთელების, რომლებსაც თამაშში სხვა მოთამაშეების ჩართვა ეხერხებათ. ვან პერსი რომ არ გადმოსულიყო, პრემიერ ლიგას კლუბი ვერ მოიგებდა."
- ვან პერსიც ის ერთ-ერთი ფეხბურთელია, რომელსაც მსოფლიოს ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ეხმარებოდა რენე მალესტინის სახით.

წყარო: The Telegraph
ინტერვიუები
14 კომენტარი
№1
ავტორი: NeymaR
25 აგვისტო 2013 17:52
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
ეჰჰ გვენატრები რენე... წარმატებებს გისურვებ ანჟიში
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№2
ავტორი: Z A C K™
25 აგვისტო 2013 17:54
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
საღოლ ძაან საინტერესო იყო...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№3
ავტორი: Jubo
25 აგვისტო 2013 17:55
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
NeymaR,
როგორ გეტყობა რო ერთი აბზაციც არ წაგიკითხავს. წამოვიდა ანჟიდან რახანია

წაიკითხეთ გირჩევთ, ისეთი შტაბეჭდილება დამრჩა რომ არ ვიცოდი აქამდე ვინ იყო, ერთი ჩვეულებრივი დამხმარე მეგონა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№4
ავტორი: PLANeta
25 აგვისტო 2013 18:06
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
Jubo,
კაი დაგიწერია საღოოლ, მართლაც კაია მაგრამ ბოდისი მერე წავიკითხავ
0
№5
ავტორი: BERDI
25 აგვისტო 2013 18:40
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
საღოლ ჯუბო საღოლ ძალიან საინტერესო იყო რენე მართლა ძლიან მაგარი იყო და მგონია რო მოიესს უნდა დაეტოვებინა გუნდში უფრო კარგად გაერკვეოდა გუნდში მოოიესი და უფრო კარგად გააცნობდა გუნდს რენე. აგერ რენემაც თქვა რო მანჩესტერს აკლია ისეთი ფეხბურთელები როგორიცაა ვილიანი და რო ეყიდათ ეს მგონი კარგი იქნებოდა. ისე ეს რო წავიკითხე უფრო დამწყდა გული 12 წლის მანძილზე ერთგულად ეხმარებოდა მანჩესტერს და ესე ადვილად არ უნდა გაეშვათ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№6
ავტორი: razma21
25 აგვისტო 2013 18:44
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
ყოველთვის როცა ბაბუს გვერდზე ამას და მაიკ ფჰელანს ვხედავდი მაგრად მიხაროდა რა იმიტორო სულ ეტყობოდა რო ეს ორეული ფერგის ავსებდა და რთულ მომენტებში გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარებოდა... ეჰ რენე ამ სტატიის მერე კიდე უფრო გავიცანი და ძალიან მაგარი ყოფილა და კაი იქნებოდა თუ დაიტოვებდა მოიესი ...
0
№7
ავტორი: ViDa
25 აგვისტო 2013 18:54
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
ფერგიუსონის მერე სამწვრთნელო შტაბში მალესტინი მევასებოდა, გული დამწყდა რო დაიშალა სამწვრთნელო შემადგენლობა :/
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№8
ავტორი: MANUTD FAN.
25 აგვისტო 2013 19:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
ViDa,
მეც მაგრად მევასებოდა მალესტინი და მაგარი გამიტყდა რო გაუშვეს სხვები მკიდია მარტო ამაზე დამწყდა გული
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№9
ავტორი: Manc
25 აგვისტო 2013 22:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
derpwhy :|
0
№10
ავტორი: zatara
25 აგვისტო 2013 23:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
MANUTD FAN.,
ViDa,

მაიკი უფრო მაგარი კაცი იყო... და ის კიდე არ მახსოვს რა ქვია საათვალეებიანი როა :D :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top