თბილისი:
მანჩესტერი:
21-08-2013, 14:34
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2410,
კომენტარები: 15
რას ფიქრობენ სინამდვილეში რუნიზე იუნაიტედის გულშემატკივრები?
მაშინაც კი, თუ უეინ რუნი კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" დაასრულებს, გულშემატკივრები არასდროს დაივიწყებენ მიმდინარე ზაფხულს, როდესაც სერ ალექს ფერგიუსონმა დაასრულა თავისი ლეგენდარული სამწვრთნელო კარიერა და უეინ რუნიმ ლამის "ჩელსიში" ამოყო თავი.
რას ფიქრობენ სინამდვილეში რუნიზე იუნაიტედის გულშემატკივრები?
მაშინაც კი, თუ უეინ რუნი კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" დაასრულებს, გულშემატკივრები არასდროს დაივიწყებენ მიმდინარე ზაფხულს, როდესაც სერ ალექს ფერგიუსონმა დაასრულა თავისი ლეგენდარული სამწვრთნელო კარიერა და უეინ რუნიმ ლამის "ჩელსიში" ამოყო თავი. მათ ასევე ემახსოვრებათ, რომ სამი წლის უკან ინგლისელმა საჯაროდ განაცხადა, რომ გუნდის დატოვება სურს და დაადასტურა ინტერესი "სიტის" მხრიდან. გულშემატკივრებს არ ავიწყდებათ, მაგრამ ისინი იძულებულნი არიან მიუტევონ საყვარელი გუნდის ფეხბურთელებს მათი შეცდომები.

რას ფიქრობენ სინამდვილეში რუნიზე იუნაიტედის გულშემატკივრები?


რთულია მიხვდე როგორია იუნაიტედის გულშემატკივართა პოზიცია უეინ რუნის მიმართ, რადგან ისინი რამოდენიმე სეკტორად არიან დაყოფილნი, რომლებსაც სხვადასხვანაირი წარმოდგენა აქვთ ინგლისელის მიმართ. ათასობით და მილიონობით ადამიანი გულშემატკივრობს "მანჩესტერს", რომლებიც ვერაფრის დიდებით ვერ აიტანენ შეურაწყოფას გუნდის რომელიმე წევრის მიმართ. ეს შემთხვევა ძალიან ჰგავს იმას, როდესაც პატარა ბავშვი, რომელიც სკოლის ეზოში ერთობა, ჭკუიდან იჭრება მაშინ, როცა მისი მეგობარი მამამის ლანძღავს.

"სუონსის" წინააღმდეგ, როდესაც იუეინ რუნი მოედანზე გამოვიდა, გულშემატკივრებმა მისი სახელი გაიძახეს რამოდენიმეჯერ. ეს იმას მანიშნებელი იყო, რომ მათ აპატიეს რუნის და მზად არიან მასთან ერთად დიდი გზა გაიარონ წარმატებისაკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ რუნი დატოვებს გუნდს, დარწმუნებული ვარ ვერცერთი გუნდის ქომაგი ვერ შეძლებს მის მიმართ გრძნობის გამომჟღავნებას, როგორც ამას "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი აკეთებს.

რას ფიქრობენ სინამდვილეში რუნიზე იუნაიტედის გულშემატკივრები?


თუმცა მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, რადგან რუნი "წითელ" მაისურს ყველაზე მცირე სეზონის ბოლომდე ატარებს და ეს უფლებას აძლევს "იუნაიტედის" ქომაგებს მთელი გულით უგულშემატკივრონ მას და ყოველი გადაცემა მის მიერ გაკეთებული აღინიშნოს აუღწერელი ემოციით, როგორც ამას უწინ ვაკეთებდით.

ჩვენ, "მანჩესტერ იუნაიტედის'' გულშემატკივრები, ყოველთვის გამოვირჩეოდით ერთი თვისებით, რომელიც სხვა გუნდის ქომაგებს არ გააჩნიათ, ცუდ სიტუაციაში ყოველთვის ვპოულობთ დადებით მხარეს და მოდით არ ვუღალატოთ ჩვენს თვისებას-დაველოდოთ რას მოგვიტანს დრო.
სტატიები
15 კომენტარი
№1
ავტორი: ViDa
21 აგვისტო 2013 14:58
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
მგონია რო დროებითია ყველაფერი და და გამოსწორებადი ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№2
ავტორი: MAGNIFICENT 7
21 აგვისტო 2013 15:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
ViDa

მართალი ხარ, ყველაფერი დროებითია...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს"-სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.
№3
ავტორი: chaobi
21 აგვისტო 2013 16:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 173
ჯერ რუნის წითელი მაისური აცვია და სანამ აცვია ის მან უნიტედის ფეხბურთელია <3
0
№4
ავტორი: Mika
21 აგვისტო 2013 17:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 133
მეც ვფიქრობ დროებითია. შეიძლება ცუდი შედარებაა, შეიძლება კი არა ეს ნამდვილად ასეა, ჩემმა დაქალმა აი ესე უბრალდო მოულოდნელად ყველათსან გაწყვიტა ურთიერთობა, მაგრამ დროებითი იყო ეს ყველაფერი,. რუნის შემთხევვაც დახლობით ასეთია.. მე ის მიყვარს როგორც მანჩესტერის ფეხბურთელი და ვიმედოვნებ რომ ის მანჩესტერში დაასრულებს კარიერას.
0
№5
ავტორი: UTD-Rule
21 აგვისტო 2013 18:18
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ViDa,
მეც ეგრე ვფიქრობ ალბათ დრო უმკურნალებს ამ ყველაფერს...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№6
ავტორი: red devil
21 აგვისტო 2013 18:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Apatiebs gulshematkivari im shemtxvevashi tu rooney darcheba
0
№7
ავტორი: David Berbatov
21 აგვისტო 2013 18:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
რუნიმ რაც არ უნდა თქვას მაგი მაინც იუნაიტედის და საერთოდ ერთ-ერთი ფეხბურთის ლეგენდა იქნება ყოველთვის ! და არ მაინტერესებს რას იფიქრებს უარყოფითად განწყობილი ფანი რომელიც არც კი იცის რუნის შესახებ არაფერი )))
0
№8
ავტორი: GeorgeBest
21 აგვისტო 2013 18:29
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იმედი მაქვს რომ ყველაფერი კარგად იქნება და რუნი გონს მოეგება
0
№9
ავტორი: იუელი
21 აგვისტო 2013 18:31
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 91
იმედს გაძლევთ რომ რუნი დარჩება
ყველაფერი ნელ ნელა დალაგდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ REDARMY.GE
№10
ავტორი: Tekla - MuFc-Rooney
21 აგვისტო 2013 19:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
Darchebaa Darchebaaa Darcheba Da Darcheba Rooney Samudamod Manchester Unitedshi Xo Sheidzleba Ertxel Da Samudamod Sheignos Es Jurnalistebma Da Aseve Mouriniomc )) Ise Salami Me Axali Vaar : )))
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top