თბილისი:
მანჩესტერი:
21-08-2013, 14:34
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2414,
კომენტარები: 15
რას ფიქრობენ სინამდვილეში რუნიზე იუნაიტედის გულშემატკივრები?
მაშინაც კი, თუ უეინ რუნი კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" დაასრულებს, გულშემატკივრები არასდროს დაივიწყებენ მიმდინარე ზაფხულს, როდესაც სერ ალექს ფერგიუსონმა დაასრულა თავისი ლეგენდარული სამწვრთნელო კარიერა და უეინ რუნიმ ლამის "ჩელსიში" ამოყო თავი.
რას ფიქრობენ სინამდვილეში რუნიზე იუნაიტედის გულშემატკივრები?
მაშინაც კი, თუ უეინ რუნი კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" დაასრულებს, გულშემატკივრები არასდროს დაივიწყებენ მიმდინარე ზაფხულს, როდესაც სერ ალექს ფერგიუსონმა დაასრულა თავისი ლეგენდარული სამწვრთნელო კარიერა და უეინ რუნიმ ლამის "ჩელსიში" ამოყო თავი. მათ ასევე ემახსოვრებათ, რომ სამი წლის უკან ინგლისელმა საჯაროდ განაცხადა, რომ გუნდის დატოვება სურს და დაადასტურა ინტერესი "სიტის" მხრიდან. გულშემატკივრებს არ ავიწყდებათ, მაგრამ ისინი იძულებულნი არიან მიუტევონ საყვარელი გუნდის ფეხბურთელებს მათი შეცდომები.

რას ფიქრობენ სინამდვილეში რუნიზე იუნაიტედის გულშემატკივრები?


რთულია მიხვდე როგორია იუნაიტედის გულშემატკივართა პოზიცია უეინ რუნის მიმართ, რადგან ისინი რამოდენიმე სეკტორად არიან დაყოფილნი, რომლებსაც სხვადასხვანაირი წარმოდგენა აქვთ ინგლისელის მიმართ. ათასობით და მილიონობით ადამიანი გულშემატკივრობს "მანჩესტერს", რომლებიც ვერაფრის დიდებით ვერ აიტანენ შეურაწყოფას გუნდის რომელიმე წევრის მიმართ. ეს შემთხვევა ძალიან ჰგავს იმას, როდესაც პატარა ბავშვი, რომელიც სკოლის ეზოში ერთობა, ჭკუიდან იჭრება მაშინ, როცა მისი მეგობარი მამამის ლანძღავს.

"სუონსის" წინააღმდეგ, როდესაც იუეინ რუნი მოედანზე გამოვიდა, გულშემატკივრებმა მისი სახელი გაიძახეს რამოდენიმეჯერ. ეს იმას მანიშნებელი იყო, რომ მათ აპატიეს რუნის და მზად არიან მასთან ერთად დიდი გზა გაიარონ წარმატებისაკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ რუნი დატოვებს გუნდს, დარწმუნებული ვარ ვერცერთი გუნდის ქომაგი ვერ შეძლებს მის მიმართ გრძნობის გამომჟღავნებას, როგორც ამას "მანჩესტერ იუნაიტედის" გულშემატკივარი აკეთებს.

რას ფიქრობენ სინამდვილეში რუნიზე იუნაიტედის გულშემატკივრები?


თუმცა მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ, რადგან რუნი "წითელ" მაისურს ყველაზე მცირე სეზონის ბოლომდე ატარებს და ეს უფლებას აძლევს "იუნაიტედის" ქომაგებს მთელი გულით უგულშემატკივრონ მას და ყოველი გადაცემა მის მიერ გაკეთებული აღინიშნოს აუღწერელი ემოციით, როგორც ამას უწინ ვაკეთებდით.

ჩვენ, "მანჩესტერ იუნაიტედის'' გულშემატკივრები, ყოველთვის გამოვირჩეოდით ერთი თვისებით, რომელიც სხვა გუნდის ქომაგებს არ გააჩნიათ, ცუდ სიტუაციაში ყოველთვის ვპოულობთ დადებით მხარეს და მოდით არ ვუღალატოთ ჩვენს თვისებას-დაველოდოთ რას მოგვიტანს დრო.
სტატიები
15 კომენტარი
№11
ავტორი: giorgi.gio102
21 აგვისტო 2013 19:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
რუნი რონალდო არ არის ევროებზე გაცვალოს კლუბი და გადავიდეს ცენზურა მოუსტან..არ გადავა ეს კაცი ვერ გაიგეს ეს თესლმა ჟურნალისტებმა რა
0
№12
ავტორი: TrueRed
21 აგვისტო 2013 20:09
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
იმედია რუნი გონს მოეგება. იმედია ყველაფერი დალაგდება და რუნი კიდევ დიდი ხანი დარჩება ჩვენთან და ვაფშე ჩვენთან დაამთავრებს კარიერას.
0
№13
ავტორი: Jubo
21 აგვისტო 2013 21:24
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
გამიხარდა სუონსისთან კარგად რომ მიიღეს ფანებმა, ჩელსის ფანებს არც დაესიზმრებათ ისეთი ერთგულება როგორიც ჩვენ გვაქვს :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№14
ავტორი: buka oboladze
21 აგვისტო 2013 21:30
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
Kargia fanebitu tbiladdaxvdnen..
0
№15
ავტორი: Rosso Diavolo
21 აგვისტო 2013 22:31
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
რუნიც კაი მამაძაღლია :D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top