თბილისი:
მანჩესტერი:
20-08-2013, 17:15
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2837,
კომენტარები: 14
ხავიერ ერნანდესის კიდევ ერთი წელი იუნაიტედში
მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელმა ხავიერ ერნანდესმა უარით გაისტუმრა ესპანური გუნდი "ვალენსია" და განაცხადა, რომ მთელი ძალებით შეეცდება ადგილი დაიკავოს "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში.
ხავიერ ერნანდესის კიდევ ერთი წელი იუნაიტედში
მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელმა ჰავიერ ერნანდესმა უარით გაისტუმრა ესპანური გუნდი "ვალენსია" და განაცხადა, რომ მთელი ძალებით შეეცდება ადგილი დაიკავოს "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში. ამისთვის კი მექსიკელ თავდამსხმელს არაერთი მიზეზი აქვს.

დევიდ მაკდონელი, რომელიც ჩიჩარიტოს აგენტია, ასევე ადასტურებს, რომ ჰავიერმა უარჰყო ესპანელების შემოთავაზება, მხოლოდ იმის გამო რომ სურს უფრო დიდხანს ითამაშოს "მანჩესტერის" შემადგენლობაში და დაეხმაროს გუნდს მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ასპარეზზე.

"აქ არ არის საუბარი ფულზე. ჩვენ არც კი გვილაპარაკია ამ თემაზე, ჰავიერისთვის მხოლოდ ერთი მიზეზია, რათა დარჩეს გუნდში და ეს მიზეზი "იუნაიტედია. მან იცის, რომ ''მანჩესტერი" დიდი გუნდია და ძირითადში მოხვედრა ძალიან რთულია, მაგრამ მას ეს არ აშინებს და ამბობს რომ ისე არის მოტივირებული, როგორც არასდროს. ახლა, ახალ მწვრთნელთან მას ახალი იმედები აქვს და დიდი მიზნები. ეს სეზონი ახალი გამოწვევაა მისთვის."

ერნანდესმა უკვე გაითქვა საკუთარი სახელი, როგორც ერთ-ერთი კარგი თავდამსხმელი პრემიერლიგაში, თუმცა იმის მიუხედავად, რომ იგი არ არის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი, არსებობს უამრავი მიზეზი იმისა, რომ მას შეუძლია დიდი გავლენა იქონიოს ''იუნაიტედზე" ამ სეზონში.

ჩიჩარიტო 2012-13 წლის სეზონში

გასულ სეზონს ჰერნანდესმა 10 გოლი გაიტანა 22 შეხვედრაში პრემიერლიგის ჩარჩოში და რვა გოლი სხვა ტურნირებზე.



შეცვლაზე მანც 13-ჯერ ითამაშა ჯამში, აქედან შვიდ შეხვედრაში მან მოედანზე მხოლოდ 15 წუთი გაატარა ან უფრო ნაკლები. აქედან გამომდინარე, ჰერნანდესმა 953 წუთი ითამაშა პრემიერლიგაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მას გოლი ყოველ 95 წუთში გაჰქონდა. თუ გუნდი მის შესაძლებლობებს გამოიყენებს და მექსიკელი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდება, ორი აზრი არარსებობს იგი პრემიერლიგის ერთ-ერთი წამყვანი თავდამსხმელი იქნება. მაგრამ ამისთვის მან ჯერ ოქროს ბუცის მფლობელი, რობინ ვან პერსი უნდა "დაამარცხოს".

რა პოზიციაზე მოუწევს მას წელს თამაში?

დევიდ მოიეს, როგორც "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, თავდამსხმელების დიდი არჩევანი აქვს:ვან პერსი, უეინ რუნი, დენი უელბექი და ჰერნანდესი.

სპეკულაცია რუნის მომავლის შესახებ ისევ გრძელდება და როგორც The Guardian იუწყება, "იუნაიტედი" არ აპირებს მის გაყიდვას, მიუხედავად "ჩელსის" აქტიურობისა. აქედან გამომდინარე ჩიჩარიტო ისევ მეოთხე თავდამსხმელად რჩება გუნდში.

ჰავიერ ერნანდესის კიდევ ერთი წელი იუნაიტედში

"იუნაიტედს" სხვადასხვა სახის ფორვარდები ყავს თავთავიანთი თვისებებით. ჰერნანდესი მაგალითად, თავისი თამაშით მტაცებლის შეხედულებას ტოვებს, რადგან მას უყვარს საჯარიმოში ისეთ ადგილებზე ჩასაფრება სადაც მოწინააღმდეგე გუნდი ნაკლებად ელის, უმეტეს შემთხვევაში მეორე სართულზე ჩაბნის ბევრად მასზე მაღალ მცველებს და გააქვს გოლი, როდესაც გუნდს ყველაზე მეტად სჭირდება.

რატომ არის სწორი მისი გადაწყვეტილება

ჰერნანდესი მომავალს შეჰყურებს და ფიქრობს, რომ იგი ვან პერსის არაჩვეულებრივი პარტნიორი იქნებოდა, მაგრამ დენი უელბექი, რომელიც თამაშიდან თამაშამდე ვითარდება დიდ წინააღმდეგობას უწევს მექსიკელს.

ჰავიერ ერნანდესის კიდევ ერთი წელი იუნაიტედში


ყოველთვის, როდესაც "მანჩესტერს" გოლი ვერ გააქვს და ძირითადი დრო მიწურულს უახლოვდება, მოედანზე ჩიჩარიტო გამოდის. მაშინაც კი, თუ "წითლებმა" გოლი გაიტანეს და მისი ავტორი მექსიკელი არ არის, მას მაინც დიდი როლი მიუძღვის ამ გამარჯვებაში, რადგან მისი საჯარიმოში შესვლისთანავე ყველა მცველი ყურადღებას მას აქცევს და ეს ყველაფერი ქაოსს იწვევს საჯარიმოში, რაც ხელს უწყობს "იუნაიტედს" გოლის გასატანად.

მოიესმა საკმაოდ კარგად დაიწყო პრემიერლიგის პირველი მატჩი "სუონსის" წინააღმდეგ (4-1), მაგრამ სავარაუდოდ შოტლანდიელი მაინც შეიტანს ცვლილებებს გუნდში, ჰერნანედისთვის კი ეს ნათელი წერტილი იქნება, რომელსაც იგი აუცილებლად გამოიყენებს.

მისი ძირითადში ჩასმა გართულდება, თუ იგი რეგულარულად არ დაიწყებს გოლების გატანას, მაგრამ რადგან გუნდს საკმაოდ ბევრი მატჩის ჩატარება მოუწევს ამ სეზონში, ჩიჩარიტო აუცილებლად უნდა გამოვიდეს მოედანზე 30-ჯერ მაინც.
სტატიები
14 კომენტარი
№1
ავტორი: ViDa
20 აგვისტო 2013 17:17
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
მეიმედება ამ ბიჭის ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№2
ავტორი: BERDI
20 აგვისტო 2013 17:46
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ViDa,
საღოლ საღოლ ძლიან მაგარია.

ჩიჩა კიდე ჩვენი კაცია და იმედია კიდევ დიდხანს დარჩება კლუბში უყვარს მას მანჩესტერი და დარწმუნებული ვარ რო ყველაფერს გააკეთებსგუნდისთვის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№3
ავტორი: red devil
20 აგვისტო 2013 18:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Sagol avtor magaria.
Chicha ki namdvilad ert-erti sauketeso forwardi gaxdeba.
0
№4
ავტორი: ThiagoAlcantara
20 აგვისტო 2013 18:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 125
au rogor mitydeba zamenaze ro zis raa ((( magram runis xo ver amoagdeb )) imedia xshirad ataamashebs wels
0
№5
ავტორი: Lev
20 აგვისტო 2013 19:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
მაგარი კაცია. ამას რო ცოტა სამხრეთამერიკული დრიბლინგი ჰქონდეს აგუეროზე ნაკლები მეგოლე არ იქნებოდა)) კაია რო რჩება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№6
ავტორი: GeorgeBest
20 აგვისტო 2013 19:26
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იდეალური ზამენა

აი ამიტომ მიყვარს ეს კაცი, წინ მხოლოდ იუნაიტედს აყენებს, ა რჰგავს ზოგიერთს
0
№7
ავტორი: MANUTD FAN.
20 აგვისტო 2013 20:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
უყვარს ამ ბიჭს მანჩესტერი და რა ქნას არ იცის :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№8
ავტორი: Shako Jones
20 აგვისტო 2013 21:07
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
შარშან ყველაფერი გააკეთა ამ კაცმა ოქროს ქულები მოგვიტანა
0
№9
ავტორი: VaRdo
20 აგვისტო 2013 21:31
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
როგორ მევასება ეს ფეხბურთელი რა : ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№10
ავტორი: Rooney
21 აგვისტო 2013 02:03
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 369
ჩიჩაა <3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top