თბილისი:
მანჩესტერი:
20-08-2013, 17:15
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2846,
კომენტარები: 14
ხავიერ ერნანდესის კიდევ ერთი წელი იუნაიტედში
მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელმა ხავიერ ერნანდესმა უარით გაისტუმრა ესპანური გუნდი "ვალენსია" და განაცხადა, რომ მთელი ძალებით შეეცდება ადგილი დაიკავოს "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში.
ხავიერ ერნანდესის კიდევ ერთი წელი იუნაიტედში
მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელმა ჰავიერ ერნანდესმა უარით გაისტუმრა ესპანური გუნდი "ვალენსია" და განაცხადა, რომ მთელი ძალებით შეეცდება ადგილი დაიკავოს "მანჩესტერ იუნაიტედის" შემადგენლობაში. ამისთვის კი მექსიკელ თავდამსხმელს არაერთი მიზეზი აქვს.

დევიდ მაკდონელი, რომელიც ჩიჩარიტოს აგენტია, ასევე ადასტურებს, რომ ჰავიერმა უარჰყო ესპანელების შემოთავაზება, მხოლოდ იმის გამო რომ სურს უფრო დიდხანს ითამაშოს "მანჩესტერის" შემადგენლობაში და დაეხმაროს გუნდს მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგის ასპარეზზე.

"აქ არ არის საუბარი ფულზე. ჩვენ არც კი გვილაპარაკია ამ თემაზე, ჰავიერისთვის მხოლოდ ერთი მიზეზია, რათა დარჩეს გუნდში და ეს მიზეზი "იუნაიტედია. მან იცის, რომ ''მანჩესტერი" დიდი გუნდია და ძირითადში მოხვედრა ძალიან რთულია, მაგრამ მას ეს არ აშინებს და ამბობს რომ ისე არის მოტივირებული, როგორც არასდროს. ახლა, ახალ მწვრთნელთან მას ახალი იმედები აქვს და დიდი მიზნები. ეს სეზონი ახალი გამოწვევაა მისთვის."

ერნანდესმა უკვე გაითქვა საკუთარი სახელი, როგორც ერთ-ერთი კარგი თავდამსხმელი პრემიერლიგაში, თუმცა იმის მიუხედავად, რომ იგი არ არის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი, არსებობს უამრავი მიზეზი იმისა, რომ მას შეუძლია დიდი გავლენა იქონიოს ''იუნაიტედზე" ამ სეზონში.

ჩიჩარიტო 2012-13 წლის სეზონში

გასულ სეზონს ჰერნანდესმა 10 გოლი გაიტანა 22 შეხვედრაში პრემიერლიგის ჩარჩოში და რვა გოლი სხვა ტურნირებზე.



შეცვლაზე მანც 13-ჯერ ითამაშა ჯამში, აქედან შვიდ შეხვედრაში მან მოედანზე მხოლოდ 15 წუთი გაატარა ან უფრო ნაკლები. აქედან გამომდინარე, ჰერნანდესმა 953 წუთი ითამაშა პრემიერლიგაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მას გოლი ყოველ 95 წუთში გაჰქონდა. თუ გუნდი მის შესაძლებლობებს გამოიყენებს და მექსიკელი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდება, ორი აზრი არარსებობს იგი პრემიერლიგის ერთ-ერთი წამყვანი თავდამსხმელი იქნება. მაგრამ ამისთვის მან ჯერ ოქროს ბუცის მფლობელი, რობინ ვან პერსი უნდა "დაამარცხოს".

რა პოზიციაზე მოუწევს მას წელს თამაში?

დევიდ მოიეს, როგორც "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, თავდამსხმელების დიდი არჩევანი აქვს:ვან პერსი, უეინ რუნი, დენი უელბექი და ჰერნანდესი.

სპეკულაცია რუნის მომავლის შესახებ ისევ გრძელდება და როგორც The Guardian იუწყება, "იუნაიტედი" არ აპირებს მის გაყიდვას, მიუხედავად "ჩელსის" აქტიურობისა. აქედან გამომდინარე ჩიჩარიტო ისევ მეოთხე თავდამსხმელად რჩება გუნდში.

ჰავიერ ერნანდესის კიდევ ერთი წელი იუნაიტედში

"იუნაიტედს" სხვადასხვა სახის ფორვარდები ყავს თავთავიანთი თვისებებით. ჰერნანდესი მაგალითად, თავისი თამაშით მტაცებლის შეხედულებას ტოვებს, რადგან მას უყვარს საჯარიმოში ისეთ ადგილებზე ჩასაფრება სადაც მოწინააღმდეგე გუნდი ნაკლებად ელის, უმეტეს შემთხვევაში მეორე სართულზე ჩაბნის ბევრად მასზე მაღალ მცველებს და გააქვს გოლი, როდესაც გუნდს ყველაზე მეტად სჭირდება.

რატომ არის სწორი მისი გადაწყვეტილება

ჰერნანდესი მომავალს შეჰყურებს და ფიქრობს, რომ იგი ვან პერსის არაჩვეულებრივი პარტნიორი იქნებოდა, მაგრამ დენი უელბექი, რომელიც თამაშიდან თამაშამდე ვითარდება დიდ წინააღმდეგობას უწევს მექსიკელს.

ჰავიერ ერნანდესის კიდევ ერთი წელი იუნაიტედში


ყოველთვის, როდესაც "მანჩესტერს" გოლი ვერ გააქვს და ძირითადი დრო მიწურულს უახლოვდება, მოედანზე ჩიჩარიტო გამოდის. მაშინაც კი, თუ "წითლებმა" გოლი გაიტანეს და მისი ავტორი მექსიკელი არ არის, მას მაინც დიდი როლი მიუძღვის ამ გამარჯვებაში, რადგან მისი საჯარიმოში შესვლისთანავე ყველა მცველი ყურადღებას მას აქცევს და ეს ყველაფერი ქაოსს იწვევს საჯარიმოში, რაც ხელს უწყობს "იუნაიტედს" გოლის გასატანად.

მოიესმა საკმაოდ კარგად დაიწყო პრემიერლიგის პირველი მატჩი "სუონსის" წინააღმდეგ (4-1), მაგრამ სავარაუდოდ შოტლანდიელი მაინც შეიტანს ცვლილებებს გუნდში, ჰერნანედისთვის კი ეს ნათელი წერტილი იქნება, რომელსაც იგი აუცილებლად გამოიყენებს.

მისი ძირითადში ჩასმა გართულდება, თუ იგი რეგულარულად არ დაიწყებს გოლების გატანას, მაგრამ რადგან გუნდს საკმაოდ ბევრი მატჩის ჩატარება მოუწევს ამ სეზონში, ჩიჩარიტო აუცილებლად უნდა გამოვიდეს მოედანზე 30-ჯერ მაინც.
სტატიები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Rosso Diavolo
21 აგვისტო 2013 10:23
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
საღოოლ..რა ამან ტრამვა მოიშუშოს............Lომიიქნებ რა <3
0
№12
ავტორი: razma21
21 აგვისტო 2013 12:17
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
საღოლ ლაშა:)) რაჭირს სადაა დაკარგული? იქნება ჩელსისთან? წელს წესით ფორმის პიკში უნდა იყოოოს და დრო იმედია მიეცემაა
0
№13
ავტორი: TrueRed
21 აგვისტო 2013 20:13
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
ეს ბიჭი მაგრად მიყვარს რა. განსაკუთრებით უყვარს "იუნაიტედი", ჯერ გუნდს აყენებს და შემდეგ თავის თავს.
0
№14
ავტორი: Jubo
21 აგვისტო 2013 21:26
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ჩელსის ღამის კოშმარიი ჩელსისთან იქნება იმედია. წელს დიდი კონკურენციაა თავდასხმაში მარა იუნაიტედში არავინ დაიკარგება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top