თბილისი:
მანჩესტერი:
16-08-2013, 15:17
ავტორი: Lomsa099,
ნანახია: 2271,
კომენტარები: 13
პრემიერ ლიგის 2013/14 წლების სეზონი იწყება!
დღეს 16 აგვისტოა. ფეხბურთის ფანებისთვის დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, რადგან მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე საათი გვაშორებს პრემიერ ლიგის სტარტს.
პრემიერ ლიგის 2013/14 წლების სეზონი იწყება!
დღეს 16 აგვისტოა. ფეხბურთის ფანებისთვის დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, რადგან მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე საათი გვაშორებს პრემიერ ლიგის სტარტს, მოლოდინი ძალიან დიდია, 17 აგვისტოს პრემიერ ლიგის 2013/14 სეზონი იწყება !

უდიდესი ინტერესი, ჩვეული ინგლისური სტილი, უამრავი გოლი, სწრაფი თამაში, ინტრიგა... ყველაფერი ეს ინგლისის ჩემპიონატს უფრო მომხიბვლელს და საყურებლად საუკეთესოს ხდის.

რაც შეეხება სიახლეებს. ინგლისის ტოპ გუნდების მწვრთნელებს ასე რომ ვთქვათ ერთდროულად დაატყდა ცვლილებების ქარიშხალი, რადგანაც ბრიტანეთის წამყვან კლუბებს: "ჩელსის", "იუნაიტედს" და "სიტის" ახალი სამწვრთნელო შტაბი და მწვრთნელები ჰყავთ.

კიდევ ერთი დიდი სიახლე ისაა, რომ სტაჟიანი მაყურებელი, 26 წლის შემდეგ პირველად იხილავს პრემიერ ლიგას სერ ალექს ფერგიუსონის გარეშე. ლეგენდარულმა შოტლანდიელმა მწვრთნელმა "წითელი ეშმაკუნები" ასევე შოტლანდიელ, დევიდ მოიესს ჩააბარა. ალბათ ინტრიგაც იმატებს, რადგან რთულია გამოარჩიო ფავორიტი ტოპ კლუბებიდან, როცა მათ ახალი მწვრთნელები ჰყავთ.

პრემიერ ლიგის კიდევ ერთი სიურპრიზი ზემოთხსენებული "ჩელსის" ახალი, ან უკვე მოძველებული მწვრთნელია. ჟურნალისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ნამდვილად არ აკლია თავდაჯერებულობა და ცოტა სითამამეც, ეს ჟოზე მოურინიოა, "განსაკუთრებული" როგორც მან თავის თავს 2004 წელს უწოდა და მას შემდეგ სწორედ ამ მეტსახელით სარგებლობს.

"სიტი" - ეს ის გუნდია, რომელიც მუდმივად განახლებად ოფისს ჰგავს, სადაც ყოველ წლიურად თანამშრომლების დათხოვნა და ახლით ჩანაცვლება ხდება. "იუნაიტედის" თანაქალაქელებს ახალი მწვრთნელი ჰყავთ, ისიც ნამდვილად გამორჩეულია, რადგან ესპანეთის ერთი უბრალო გუნდით ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მოხვედრა სულ არაა სახუმარო საქმე. მანუელ პელეგრინი სერიოზული ტრანსფერებით და გუნდის საკმაოდ გაძლიერებით ინგლისის ჩემპიონობაზე დიდ პრეტენზიას აცხადებს.

"არსენალი" და "ლივერპული" ორი მუდმივად დაგეშილი გუნდი, რომლებსაც კარგა ხანია ტიტული ხელთ არ უგდიათ და ერთი სული აქვთ პრემიერ ლიგის თასს დაეწაფონ, თუმცა ყოველ წელს საკადრო პრობლემების გამო ამის გაკეთება ძალიან უჭირთ. მერსესაიდული კლუბის მენეჯერმა - ბრენდან როჯერსმა, წინა წლის მსგავსად სეზონის დაწყებამდე კვლავ თამამი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ "ლივერპული" აუცილებლად შევა ოთხეულში, თუმცა არც ლონდონელები აპირებენ რაიმეს დათმობას.

"ტოტენჰემი" - მუდამ ტოპ კლუბების კვალში მდგომი და ჩემპიონთა ლიგის საგზურისათვის მებრძოლი. მათ შეიძინეს ესპანელი ფორვარდი - სოლდადო, რითიც ნამდვილად მიეცათ საბაბი, რომ ამ სეზონში უფრო და უფრო მეტი გოლი გაუტანონ მეტოქეს და ბრძოლა ღირსეულად დაასრულონ.

ასე, რომ პრემიერ ლიგას კვლავინდებურად აქვს ხიბლი და ის უფრო და უფრო საინტერესო ხდება. დაველოდოთ ხვალინდელ დღეს და ერთად დავტკბეთ ინგლისური, ლამაზი ფეხბურთის ყურებით...


ა.ლომსაძე
სიახლეები, სტატიები, ახალი ამბები, მატჩის წინ
13 კომენტარი
№1
ავტორი: Lomsa099
16 აგვისტო 2013 15:17
  • სიახლეები: 102
  • კომენტარები: 426
მგონი კაი სტატია გამოვიდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ One Love, One Team!
Manchester United, Forever!!!
№2
ავტორი: Wazza
16 აგვისტო 2013 15:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 161
ეს კი კარგია მაგრამ GMG აღარ აჩვენებს პრემიერ ლიგას სილკტვ კი მაქ მაგრამ ის HD არხი არა სადაც პრემიერ ლიგა იქნება და ვინმემ იცით როგორ ჩავრთო?
0
№3
ავტორი: BERDI
16 აგვისტო 2013 15:26
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
Lomsa099,
კარგია მომეწონა იმედია ჩვენი ახალი შტაბი და ბიჭებიც გაამართლებენ იმდედბს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№4
ავტორი: Lomsa099
16 აგვისტო 2013 15:28
  • სიახლეები: 102
  • კომენტარები: 426
Wazza,
კი შეგილია ჩართვა მარა ფული უნდა იხადო ყოველ თვე მგონი 3 ლარი თუ რაღაც რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ One Love, One Team!
Manchester United, Forever!!!
№5
ავტორი: Beckham 7
16 აგვისტო 2013 15:33
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
ძალიან კარგი სტატიაა ყოჩაღ აჩი :)) რაც შეეხება პრემიერ ლიგის სეზონს, ძალიან დაძაბული და საინტერესო იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№6
ავტორი: Lomsa099
16 აგვისტო 2013 15:37
  • სიახლეები: 102
  • კომენტარები: 426
Beckham 7,
გაიხარე :*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ One Love, One Team!
Manchester United, Forever!!!
№7
ავტორი: MANUTD FAN.
16 აგვისტო 2013 15:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 494
მგომი აღარც სტანტა სპორტი არ უჩვენებს პრემიერ ლიგას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Glory Manchester United !!!
№8
ავტორი: Goginashvili777
16 აგვისტო 2013 16:30
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
სილქ თივიმ უკვე ოფიფიალურად შეისყიდა პრემიერ ლიგის ტრანსილაცია
ნი ნერვი ბრატიშკიი bully
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№9
ავტორი: Mika
16 აგვისტო 2013 17:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 133
ბაბუს გარეშე:( ♥
0
№10
ავტორი: Malboro463
16 აგვისტო 2013 17:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
პირველ ტურში ყველაზე საინტერესო სიტი - ნიუკასლის თამაშია და მერე სოუნსი - უნაიტედი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top