თბილისი:
მანჩესტერი:
16-08-2013, 15:17
ავტორი: Lomsa099,
ნანახია: 2282,
კომენტარები: 13
პრემიერ ლიგის 2013/14 წლების სეზონი იწყება!
დღეს 16 აგვისტოა. ფეხბურთის ფანებისთვის დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, რადგან მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე საათი გვაშორებს პრემიერ ლიგის სტარტს.
პრემიერ ლიგის 2013/14 წლების სეზონი იწყება!
დღეს 16 აგვისტოა. ფეხბურთის ფანებისთვის დღევანდელი დღე განსაკუთრებულია, რადგან მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე საათი გვაშორებს პრემიერ ლიგის სტარტს, მოლოდინი ძალიან დიდია, 17 აგვისტოს პრემიერ ლიგის 2013/14 სეზონი იწყება !

უდიდესი ინტერესი, ჩვეული ინგლისური სტილი, უამრავი გოლი, სწრაფი თამაში, ინტრიგა... ყველაფერი ეს ინგლისის ჩემპიონატს უფრო მომხიბვლელს და საყურებლად საუკეთესოს ხდის.

რაც შეეხება სიახლეებს. ინგლისის ტოპ გუნდების მწვრთნელებს ასე რომ ვთქვათ ერთდროულად დაატყდა ცვლილებების ქარიშხალი, რადგანაც ბრიტანეთის წამყვან კლუბებს: "ჩელსის", "იუნაიტედს" და "სიტის" ახალი სამწვრთნელო შტაბი და მწვრთნელები ჰყავთ.

კიდევ ერთი დიდი სიახლე ისაა, რომ სტაჟიანი მაყურებელი, 26 წლის შემდეგ პირველად იხილავს პრემიერ ლიგას სერ ალექს ფერგიუსონის გარეშე. ლეგენდარულმა შოტლანდიელმა მწვრთნელმა "წითელი ეშმაკუნები" ასევე შოტლანდიელ, დევიდ მოიესს ჩააბარა. ალბათ ინტრიგაც იმატებს, რადგან რთულია გამოარჩიო ფავორიტი ტოპ კლუბებიდან, როცა მათ ახალი მწვრთნელები ჰყავთ.

პრემიერ ლიგის კიდევ ერთი სიურპრიზი ზემოთხსენებული "ჩელსის" ახალი, ან უკვე მოძველებული მწვრთნელია. ჟურნალისტებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ნამდვილად არ აკლია თავდაჯერებულობა და ცოტა სითამამეც, ეს ჟოზე მოურინიოა, "განსაკუთრებული" როგორც მან თავის თავს 2004 წელს უწოდა და მას შემდეგ სწორედ ამ მეტსახელით სარგებლობს.

"სიტი" - ეს ის გუნდია, რომელიც მუდმივად განახლებად ოფისს ჰგავს, სადაც ყოველ წლიურად თანამშრომლების დათხოვნა და ახლით ჩანაცვლება ხდება. "იუნაიტედის" თანაქალაქელებს ახალი მწვრთნელი ჰყავთ, ისიც ნამდვილად გამორჩეულია, რადგან ესპანეთის ერთი უბრალო გუნდით ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მოხვედრა სულ არაა სახუმარო საქმე. მანუელ პელეგრინი სერიოზული ტრანსფერებით და გუნდის საკმაოდ გაძლიერებით ინგლისის ჩემპიონობაზე დიდ პრეტენზიას აცხადებს.

"არსენალი" და "ლივერპული" ორი მუდმივად დაგეშილი გუნდი, რომლებსაც კარგა ხანია ტიტული ხელთ არ უგდიათ და ერთი სული აქვთ პრემიერ ლიგის თასს დაეწაფონ, თუმცა ყოველ წელს საკადრო პრობლემების გამო ამის გაკეთება ძალიან უჭირთ. მერსესაიდული კლუბის მენეჯერმა - ბრენდან როჯერსმა, წინა წლის მსგავსად სეზონის დაწყებამდე კვლავ თამამი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ "ლივერპული" აუცილებლად შევა ოთხეულში, თუმცა არც ლონდონელები აპირებენ რაიმეს დათმობას.

"ტოტენჰემი" - მუდამ ტოპ კლუბების კვალში მდგომი და ჩემპიონთა ლიგის საგზურისათვის მებრძოლი. მათ შეიძინეს ესპანელი ფორვარდი - სოლდადო, რითიც ნამდვილად მიეცათ საბაბი, რომ ამ სეზონში უფრო და უფრო მეტი გოლი გაუტანონ მეტოქეს და ბრძოლა ღირსეულად დაასრულონ.

ასე, რომ პრემიერ ლიგას კვლავინდებურად აქვს ხიბლი და ის უფრო და უფრო საინტერესო ხდება. დაველოდოთ ხვალინდელ დღეს და ერთად დავტკბეთ ინგლისური, ლამაზი ფეხბურთის ყურებით...


ა.ლომსაძე
სიახლეები, სტატიები, ახალი ამბები, მატჩის წინ
13 კომენტარი
№11
ავტორი: Z A C K™
16 აგვისტო 2013 17:43
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
მოუთმენლად ველოდები!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№12
ავტორი: MAGNIFICENT 7
16 აგვისტო 2013 17:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
სგ ავტორ derpthumb
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს"-სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.
№13
ავტორი: Lomsa099
16 აგვისტო 2013 22:26
  • სიახლეები: 102
  • კომენტარები: 426
manutdfc,
სპს ;)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ One Love, One Team!
Manchester United, Forever!!!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top