თბილისი:
მანჩესტერი:
12-08-2013, 14:58
ავტორი: Beckham 7,
ნანახია: 3311,
კომენტარები: 17
ზუსტად 10 წლის წინ რონი "იუნაიტედის" მოთამაშე გახდა
კრიშტიანო რონალდო 10 წლის წინ "მანჩესტერში" გადავიდა
ზუსტად 10 წლის წინ რონი
2003 წლის ზაფხული "მანჩესტერისთვის" წარუმატებლად დაიწყო, გუნდი დატოვა დევიდ ბექემმა. ინგლისელი ვარსკვლავი ესპანურ გრანდში, "რეალში" გადაბარგდა. სერ ალექს ზაფხულში რონალდინიოს ყიდვა სურდა, თუმცა ბრაზილიელმა "ბარსელონა" აირჩია.

სწორედ ამ მიზეზით შოტლანდიელს უნდა გაეფორმებინა ახალი ვარსკვლავი რომელიც გუნდში არსებულ პრობლემებს მოაგვარებდა. სერ ალექსმა საბოლოოდ 18 წლის კრიშტიანო რონალდო, 12 მილიონ ფუნტად გაიფორა. იგი ინგლისში პორტუგალიიდან გადაბარგდა. სწორედ აქედან იწყება ახალი ერა, რომელიც კრიშტიანომ და სერ ალექსმა შექმნეს.

ზუსტად 10 წლის წინ რონი "იუნაიტედის" მოთამაშე გახდა


სერ ალექსმა რონალდოს ტრანსფერზე განაცხადა: "ჩვენ არ გვინდოდა რონალდო სწრაფად გაგვეფორმებინა, მაგრამ ცნობილი გახდა, რომ მისით სხვა კლუბებიც ინტერესდებოდნენ. სწორედ ამიტომ შევიძინეთ ასე სწრაფად იგი".

"რონალდო ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. მას ორივე ფეხით შეუძლია თამაში. კრიშტიანო ორივე ფლანგზე საშიშია, ისევე როგორც ნახევარდაცვის ცენტრიდან. იგი ყველაზე საინტერესო ახალგაზრდაა რომელიც კი აქამდე მინახავს".

"იუნაიტედის" ახალმა შვიდიანმა თავი მალევე წარმოაჩინა. მას "ბოლტონთან" 30 წუთი მიეცა, ამ დროში მან ყველა გააოცა. პირველ სეზონში რონალდომ 6 გოლი გაიტანა, თავი გამოიჩინა FA CUP_ის ფინალში, სადაც ერთმანეთს "მანჩესტერი" და "მილოული" ხვდებოდნენ.

ზუსტად 10 წლის წინ რონი "იუნაიტედის" მოთამაშე გახდა



2006-2007 სეზონში რონალდომ უკვე თავისი ძალების ბოლომდე წარმოჩენა დაიწყო. სოწრედ ამ წლებიდან იწყება მისი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ქცევა. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჭორები ვრცელდებოდა, რომ რონი გუნდს დატოვებდა. მიზეზი კი რუნისთან კონფლიქტი იყო. პორტუგალიელი ვარჯიშებზე ვერ მიდიოდა, რადგან უეინის ეშინოდა. საბოლოოდ მათი შერიგება სერ ალექსმა შეძლო.

ამ სეზონში კრიშტიანო რონალდო 23 გოლი გაიტანა. შეძლო და "იუნაიტედი" ლიგის ნახევარ ფინალამდე გაიყვანა. რაც მთავარია ამ წელს "მანჩსტერ იუნაიტედმა" "ჩელსს" პრემიერ ლიგის ტიტული წაართვა.

ზუსტად 10 წლის წინ რონი "იუნაიტედის" მოთამაშე გახდა


42 გოლი მომდევნო სეზონში, ეს უბრალოდ შეუდარებელი იყო. 2007/08 წლების სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც პრინციპულ მეტოქეს, "ჩელსის" შეხვდა. მატჩი 1-1 დამთავრდა და ყველასთვის ცუდი, პენალტების სერია დაიწყო. ყველაფერი კარგად მიდიოდა მაგრამ რონალდომ 11 მეტრიანი ვერ გაიტანა, მას ჩეხმა აჯობა. ამის შემდეგ ყველაფერი ტერიზე იყო დამოკიდებული, თუ გაიტანდა მისი გუნდი ლიგის თასს აწევდა. ჯონ ტერის ფეხი აუსრიალდა და ბურთი ძელს მოხვდა, რის შემდეგაც ვან დერ საარი ბედნიერი დარბოდა. ზემოთ ხსენებულმა კიპერმა მომდევნო დარტყმებში ნიკოლა ანელკას აჯობა და "იუნაიტედს" ჩემპიონთა თასი მოაგებინა. კრიშტიანო მუხლებზე დაეცა და რამდენიმე წუთი ტიროდა.

ამ სეზონის შემდეგ "იუნაიტედი" კვლავ გავიდა ფინალში, სადაც ესპანურ "ბარსელონას" დაუპირისპირდა. რონალდომ თავიდანვე კარგად დაიწყო და რამდენჯერმე სცადა ვალდესის კარის აღება, თუმცა უშედეგოდ. ვერავინ იტყვის, რომ "ბარსელონა" "იუნაიტედს" პირველ წუთებში ჯობდა, მაგრამ ეტოს გოლმა ყველაფერი შეცვალა. სერ ალექსის გუნმა ის თამაში 2-0 წააგო.

ამის შემდეგ რონალდო ოფიციალურად "რეალის" ფეხბურთელი გახდა. "იუნაიტედის" ფანების გარკვეული ნაწილს რონი სძულს, ნაწილს კი უყვარს. დღემდე უშედეგოდ ველოდებით კრიშტიანოს დაბრუნებას "ოლდ ტრაფორდზე".

სიახლეები, ახალი ამბები
17 კომენტარი
№1
ავტორი: Beckham 7
12 აგვისტო 2013 15:00
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
რა იქნება დაბრუნდებოდეს :( recourse
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№2
ავტორი: Esi
12 აგვისტო 2013 15:01
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
არ დაბრუნდება საქმეც მაგაშია:)

ყოჩაღ გიო!
0
№3
ავტორი: mindo_96
12 აგვისტო 2013 15:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 191
მეე მაინც მიყვარს love love love
0
№4
ავტორი: Shako Jones
12 აგვისტო 2013 15:05
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
არასდროს არ დაბრუნდება :@
0
№5
ავტორი: Malboro463
12 აგვისტო 2013 15:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
ბრუმა იყიდონ და გაზარდონ რონალდო 2 ლისaბონში სპორტინგში თამშობს 18 წლისა კარგი ტეხნიკა აქვს ნიჭიერი ფეხბურთელია ადრე ჩელსის აკადემიაში იყო და ლიასბონმა იყიდა
0
№6
ავტორი: MAGNIFICENT 7
12 აგვისტო 2013 15:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
შვიდიანი თავისუფალია იქნება დაბრუნდეს...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს"-სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.
№7
ავტორი: chudikone
12 აგვისტო 2013 15:32
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მე იმ კატეგორიას მივეკუთვნები, რომელსაც სამართლიანად სძულს derpneutral
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№8
ავტორი: Rosso Diavolo
12 აგვისტო 2013 16:53
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
საღოლ ავტორ კაია...ნეტა მართლა გადმოვიდოდეს okay
0
№9
ავტორი: BERDI
12 აგვისტო 2013 17:45
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
საღOლ საღOლ. რუნის ეშინოდაო wink

ეხხ რა ჯერაც ვერ გამირკვევია როგორ ვარ რონალდოსთან მიმართებაში რა . იმედია ჭკუას მოუხმობს და დაბუნდება სახლში და აღდგება რონის და ვაზას დუეტი და დაემატებათ ვან პერსი ძალიან მაგარი იქნება მაგრამ დროა ჩამოვფრინდეთ და რეალობას თვალი გავუსწოროთ... recourse
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№10
ავტორი: Beckham 7
12 აგვისტო 2013 19:59
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
BERDI MAN_FAN,
მართლა ეშინოდა, რუნი ცემით დაემუქრა და კარინგტონის ბაზაზე არ მიდიოდა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top