თბილისი:
მანჩესტერი:
12-08-2013, 14:58
ავტორი: Beckham 7,
ნანახია: 3315,
კომენტარები: 17
ზუსტად 10 წლის წინ რონი "იუნაიტედის" მოთამაშე გახდა
კრიშტიანო რონალდო 10 წლის წინ "მანჩესტერში" გადავიდა
ზუსტად 10 წლის წინ რონი
2003 წლის ზაფხული "მანჩესტერისთვის" წარუმატებლად დაიწყო, გუნდი დატოვა დევიდ ბექემმა. ინგლისელი ვარსკვლავი ესპანურ გრანდში, "რეალში" გადაბარგდა. სერ ალექს ზაფხულში რონალდინიოს ყიდვა სურდა, თუმცა ბრაზილიელმა "ბარსელონა" აირჩია.

სწორედ ამ მიზეზით შოტლანდიელს უნდა გაეფორმებინა ახალი ვარსკვლავი რომელიც გუნდში არსებულ პრობლემებს მოაგვარებდა. სერ ალექსმა საბოლოოდ 18 წლის კრიშტიანო რონალდო, 12 მილიონ ფუნტად გაიფორა. იგი ინგლისში პორტუგალიიდან გადაბარგდა. სწორედ აქედან იწყება ახალი ერა, რომელიც კრიშტიანომ და სერ ალექსმა შექმნეს.

ზუსტად 10 წლის წინ რონი "იუნაიტედის" მოთამაშე გახდა


სერ ალექსმა რონალდოს ტრანსფერზე განაცხადა: "ჩვენ არ გვინდოდა რონალდო სწრაფად გაგვეფორმებინა, მაგრამ ცნობილი გახდა, რომ მისით სხვა კლუბებიც ინტერესდებოდნენ. სწორედ ამიტომ შევიძინეთ ასე სწრაფად იგი".

"რონალდო ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია. მას ორივე ფეხით შეუძლია თამაში. კრიშტიანო ორივე ფლანგზე საშიშია, ისევე როგორც ნახევარდაცვის ცენტრიდან. იგი ყველაზე საინტერესო ახალგაზრდაა რომელიც კი აქამდე მინახავს".

"იუნაიტედის" ახალმა შვიდიანმა თავი მალევე წარმოაჩინა. მას "ბოლტონთან" 30 წუთი მიეცა, ამ დროში მან ყველა გააოცა. პირველ სეზონში რონალდომ 6 გოლი გაიტანა, თავი გამოიჩინა FA CUP_ის ფინალში, სადაც ერთმანეთს "მანჩესტერი" და "მილოული" ხვდებოდნენ.

ზუსტად 10 წლის წინ რონი "იუნაიტედის" მოთამაშე გახდა



2006-2007 სეზონში რონალდომ უკვე თავისი ძალების ბოლომდე წარმოჩენა დაიწყო. სოწრედ ამ წლებიდან იწყება მისი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად ქცევა. მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჭორები ვრცელდებოდა, რომ რონი გუნდს დატოვებდა. მიზეზი კი რუნისთან კონფლიქტი იყო. პორტუგალიელი ვარჯიშებზე ვერ მიდიოდა, რადგან უეინის ეშინოდა. საბოლოოდ მათი შერიგება სერ ალექსმა შეძლო.

ამ სეზონში კრიშტიანო რონალდო 23 გოლი გაიტანა. შეძლო და "იუნაიტედი" ლიგის ნახევარ ფინალამდე გაიყვანა. რაც მთავარია ამ წელს "მანჩსტერ იუნაიტედმა" "ჩელსს" პრემიერ ლიგის ტიტული წაართვა.

ზუსტად 10 წლის წინ რონი "იუნაიტედის" მოთამაშე გახდა


42 გოლი მომდევნო სეზონში, ეს უბრალოდ შეუდარებელი იყო. 2007/08 წლების სეზონში "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა, სადაც პრინციპულ მეტოქეს, "ჩელსის" შეხვდა. მატჩი 1-1 დამთავრდა და ყველასთვის ცუდი, პენალტების სერია დაიწყო. ყველაფერი კარგად მიდიოდა მაგრამ რონალდომ 11 მეტრიანი ვერ გაიტანა, მას ჩეხმა აჯობა. ამის შემდეგ ყველაფერი ტერიზე იყო დამოკიდებული, თუ გაიტანდა მისი გუნდი ლიგის თასს აწევდა. ჯონ ტერის ფეხი აუსრიალდა და ბურთი ძელს მოხვდა, რის შემდეგაც ვან დერ საარი ბედნიერი დარბოდა. ზემოთ ხსენებულმა კიპერმა მომდევნო დარტყმებში ნიკოლა ანელკას აჯობა და "იუნაიტედს" ჩემპიონთა თასი მოაგებინა. კრიშტიანო მუხლებზე დაეცა და რამდენიმე წუთი ტიროდა.

ამ სეზონის შემდეგ "იუნაიტედი" კვლავ გავიდა ფინალში, სადაც ესპანურ "ბარსელონას" დაუპირისპირდა. რონალდომ თავიდანვე კარგად დაიწყო და რამდენჯერმე სცადა ვალდესის კარის აღება, თუმცა უშედეგოდ. ვერავინ იტყვის, რომ "ბარსელონა" "იუნაიტედს" პირველ წუთებში ჯობდა, მაგრამ ეტოს გოლმა ყველაფერი შეცვალა. სერ ალექსის გუნმა ის თამაში 2-0 წააგო.

ამის შემდეგ რონალდო ოფიციალურად "რეალის" ფეხბურთელი გახდა. "იუნაიტედის" ფანების გარკვეული ნაწილს რონი სძულს, ნაწილს კი უყვარს. დღემდე უშედეგოდ ველოდებით კრიშტიანოს დაბრუნებას "ოლდ ტრაფორდზე".

სიახლეები, ახალი ამბები
17 კომენტარი
№11
ავტორი: BERDI
12 აგვისტო 2013 20:44
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
მაკრებებს შორის რო მოხდა კონფლიქტი მაშინ ხო?Beckham 7,
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№12
ავტორი: Beckham 7
12 აგვისტო 2013 20:47
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
BERDI MAN_FAN,
ხო რუნი რო გააგდეს, რუნი სერიოზულად ემუქრებოდა მარა სერ ალექსმა შეარიგა, ხელს არ ართმევდნენ თავიდან ;დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№13
ავტორი: red devil
12 აგვისტო 2013 22:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Sagol avtor magaria. Ronaldos rooneys eshinoda :D :D shreki magari tipia :D
0
№14
ავტორი: SHARP
13 აგვისტო 2013 03:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 23
MUTV Paddy Crerand has said"Ronaldo has arrived in Manchester"

Sky Sports journalist has said the same thing that Ronaldo has arrived in Manchester in private jet.

Valencia goes back to number 25 and we need new number 7
fuckkkkk panikashi var :D am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank You Sir Alex
№15
ავტორი: Mika
13 აგვისტო 2013 13:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 133
bavshvebivit chxubobdnen :D
0
№16
ავტორი: Lomsa099
13 აგვისტო 2013 14:22
  • სიახლეები: 102
  • კომენტარები: 426
"ზუსტად 10 წლის შემდეგ ის დაბრუნდა შინ...." - იმედია ამასაც დავწერთ მალე ;(
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ One Love, One Team!
Manchester United, Forever!!!
№17
ავტორი: cherekter
13 აგვისტო 2013 15:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
sul ar gvchirdeba ronaldo erti marjvena mcveli da erti gamtamashebeli ai magalitad kaka de egaa raaaaa
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top