თბილისი:
მანჩესტერი:
6-08-2013, 16:39
ავტორი: MATA - JM8,
ნანახია: 2552,
კომენტარები: 12
მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა ბასტიან შვაინშტაიგერში £ 25 მილიონი გადაიხადოს
მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა ბასტიან შვაინშტაიგერში £ 25 მილიონი გადაიხადოს
მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა ბასტიან შვაინშტაიგერში £ 25 მილიონი გადაიხადოს
დღეს ცნობილმა ბრიტანულმა სპორტულმა გამოცემა mirror.co.uk-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა ბასტიან შვაინშტაიგერში £ 25 მილიონი გადაიხადოს.

როგორც Mirror იუწყება წითელი ეშმაკები მოლაპარაკებებს კატალონიის ბარსელონას შეგირდთან, სესკ ფაბრეგასთან, აწარმოებენ და წარუმატებლობის შემთხვევაში ალტერნატიულ ვარიანტად ბასტიან შვაინშტაიგერს განიხილავენ.

Mirror-ზე დაყრდნობით ბრიტანეთში გავრცელებულია ხმები, რომ პეპ გვარდიოლას ახალ გუნდში შესაძლოა ბასტიან შვაინშტაიგერმა ადგილი ვერ დაიმკვიდროს, რაც მანჩესტერელებისთვის გააქტიურების საფუძველი გახდა.

მანჩესტერი მზადაა სესკ ფაბრეგასისთვის £ 35 მილიონი გადაიხადოს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკებები ფიასკოთი დათავრდება წითელი ეშმაკები ფიქრობენ, რომ ბასტიან შვაინშტაიგერი სესკ ფაბრეგასს წარმატებით ჩაანაცვლებს.

დევიდ მოიესის თვალთახედვის არეში კიდევ ერთი ალტერნატივა ევერტონის ფეხბურთელი ფელანი მოხვდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბელგიელს მალე კონტრაქტი ეწურება ევერტონთან და შესაბამისად მანჩესტერელები თავს იკავებენ £ 23.5 მილიონის გადახდაზე.

წითელი ეშმაკები მადრიდიდანაც უარით გამოისტუმრეს, სამეფო კლუბის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ლუკა მოდრიჩი არ იყიდება!

ჭორებმა იმის შესახებ, რომ შვაინშტაიგერი პეპ გვარდიოლას გეგმებში არ შედის მანჩესტერს გააქტიურების საფუძველი მისცა ისევე, როგორც სხვა ევროპულ ტოპ-კლუბებს. მიუხედავად ბაიერნის ვიცე-კაპიტნის ასაკისა წითელი ეშმაკები მზად არიან 31-ე ნომრის სანაცვლოდ £ 25 მილიონი გადაიხადონ.

ამჟამინდელი მდგომარეობით გვარდიოლას ჰყავს გუნდი, რომელმაც გასულ სეზონში ყველაფერი მოიგო. თავის მხრივ ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ არ სურს ითამაშოს ორი საყრდენი ნახევარმცველით.

პეპ გვარდიოლამ ერთხელ უკვე დაამარცხა მანჩესტერი ტიაგო ალკანტარასთვის ბრძოლაში. საფეხბურთო ექსპერტების აზრით ესპანელი სპეციალისტი ხავი მარტინესზე ამყარებს იმედებს. რეკორდმაისტერმა £ 34 მილიონი დახარჯა მარიო გიოტცეს გადმობირებაში.

ფეხბურთელის გაყიდვა, რომელიც მიუნხენური კლუბის აღზრდილია და უკვე ბაიერნის ლეგენდადაა შერაცხული გვარდიოლას მხრიდან საკმაოდ სარისკო, მაგრამ აზარტული ნაბიჯი იქნებოდა.

სიახლის წყარო: http://www1.skysports.com
ახალი ამბები, ტრანსფერები
12 კომენტარი
№1
ავტორი: Beckham 7
6 აგვისტო 2013 16:47
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
რავიცი აბა :/ ისე მაგარი იქნებოდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№2
ავტორი: Macklemore
6 აგვისტო 2013 17:20
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
რატომაც არა? 29 წლისაა და ერთ 4 სეზონს მაინც ჩაატარებს მაღალ დონეზე და მანამდე წამოიზრდებიან ახალგაზრდები და შეცვლიან. მშვენიერი ტრანსფერი იქნება, თან ძაან ძვირიც არაა.
0
№3
ავტორი: nika bilaniunited
6 აგვისტო 2013 17:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 70
შვაინი რაღათ უნდათ გამოუშვან რა
0
№4
ავტორი: Red Hooligan
6 აგვისტო 2013 18:00
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
არ გამოუშვებენ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№5
ავტორი: GeorgeBest
6 აგვისტო 2013 18:20
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
იდეალური ვარიანტია, მაგრამ იმ დრის დედაც როცა ბაიერნი შვაინშტაიგერს გაუშვებს გუნდიდან, სისულელეა
0
№6
ავტორი: Malboro463
6 აგვისტო 2013 18:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
მახსოვს ამის გაფორმებასთან ადრე ცდილობა მანჩესტერი მისი ძმაც ურჩევდა მანჩესტერში გადასვლას მარა მაინც ბავარიაში დარჩა და არამგონია ეხლა თვითOნ მოისურვოს წასვლა ან კიდე ბაიერნმა გაუშვას
0
№7
ავტორი: BERDI
6 აგვისტო 2013 18:30
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ჩვენთვის კარგია მაგრამ შანსი არაა ბაიერნი არ გაუშვებს იმათ ურჩევნიათ გუარდიოლა მოიქნიონ ვიდრე შვაინშტაიგერი არა მგონია რო გადმოვიდეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№8
ავტორი: red devil
6 აგვისტო 2013 21:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Shansi ar gvaq amastan sul ro skamze dasvan mainc ar wava bavariidan
0
№9
ავტორი: Goginashvili777
6 აგვისტო 2013 23:24
  • სიახლეები: 425
  • კომენტარები: 1577
ეს მოიესი გამაგიჟებს რა : ( ცენტრს ჯობია გარემარბი ვიყიდოთ . არ გვყავს გარემარბი არა : ( :( . კაგავა და ქლევერლი ორივე კარგად ასპარეზობს . კერიკზე არაფერს ვიტყვი . ! რუნიც ცენტრში დგას ბოლო დროს . არ დაგვავიწყდეს ჯესი ლინგარდი . რათ გვიდნა ცენტრი . მე იანგის იმედი აგარ მაქ . ნანი მგონი წავა . ვალენსიამაც მოუკლო თამაშს მარტო აწყვეტილი ცხენივით დარბის . რონალდუ დააბრუნონ ან ბეილში გადაიხადონ 100 მილიონი . ! ფული ოხრად აქვთ მაგ ჩემისებს რას ჯოშკავენ

ეს მოიესი გამაგიჟებს რა : ( ცენტრს ჯობია გარემარბი ვიყიდოთ . არ გვყავს გარემარბი არა : ( :( . კაგავა და ქლევერლი ორივე კარგად ასპარეზობს . კერიკზე არაფერს ვიტყვი . ! რუნიც ცენტრში დგას ბოლო დროს . არ დაგვავიწყდეს ჯესი ლინგარდი . რათ გვიდნა ცენტრი . მე იანგის იმედი აგარ მაქ . ნანი მგონი წავა . ვალენსიამაც მოუკლო თამაშს მარტო აწყვეტილი ცხენივით დარბის . რონალდუ დააბრუნონ ან ბეილში გადაიხადონ 100 მილიონი . ! ფული ოხრად აქვთ მაგ ჩემისებს რას ჯოშკავენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ რასაცა გასცემ შენია! , რაც არა ხო ისედაც შენია smoke
№10
ავტორი: sHumaHer
6 აგვისტო 2013 23:33
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 90
ბაშტიანი მაგარია მარა რავიცი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top