თბილისი:
მანჩესტერი:
6-08-2013, 16:39
ავტორი: MATA - JM8,
ნანახია: 2554,
კომენტარები: 12
მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა ბასტიან შვაინშტაიგერში £ 25 მილიონი გადაიხადოს
მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა ბასტიან შვაინშტაიგერში £ 25 მილიონი გადაიხადოს
მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა ბასტიან შვაინშტაიგერში £ 25 მილიონი გადაიხადოს
დღეს ცნობილმა ბრიტანულმა სპორტულმა გამოცემა mirror.co.uk-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც მანჩესტერ იუნაიტედი მზადაა ბასტიან შვაინშტაიგერში £ 25 მილიონი გადაიხადოს.

როგორც Mirror იუწყება წითელი ეშმაკები მოლაპარაკებებს კატალონიის ბარსელონას შეგირდთან, სესკ ფაბრეგასთან, აწარმოებენ და წარუმატებლობის შემთხვევაში ალტერნატიულ ვარიანტად ბასტიან შვაინშტაიგერს განიხილავენ.

Mirror-ზე დაყრდნობით ბრიტანეთში გავრცელებულია ხმები, რომ პეპ გვარდიოლას ახალ გუნდში შესაძლოა ბასტიან შვაინშტაიგერმა ადგილი ვერ დაიმკვიდროს, რაც მანჩესტერელებისთვის გააქტიურების საფუძველი გახდა.

მანჩესტერი მზადაა სესკ ფაბრეგასისთვის £ 35 მილიონი გადაიხადოს, მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკებები ფიასკოთი დათავრდება წითელი ეშმაკები ფიქრობენ, რომ ბასტიან შვაინშტაიგერი სესკ ფაბრეგასს წარმატებით ჩაანაცვლებს.

დევიდ მოიესის თვალთახედვის არეში კიდევ ერთი ალტერნატივა ევერტონის ფეხბურთელი ფელანი მოხვდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ ბელგიელს მალე კონტრაქტი ეწურება ევერტონთან და შესაბამისად მანჩესტერელები თავს იკავებენ £ 23.5 მილიონის გადახდაზე.

წითელი ეშმაკები მადრიდიდანაც უარით გამოისტუმრეს, სამეფო კლუბის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ ლუკა მოდრიჩი არ იყიდება!

ჭორებმა იმის შესახებ, რომ შვაინშტაიგერი პეპ გვარდიოლას გეგმებში არ შედის მანჩესტერს გააქტიურების საფუძველი მისცა ისევე, როგორც სხვა ევროპულ ტოპ-კლუბებს. მიუხედავად ბაიერნის ვიცე-კაპიტნის ასაკისა წითელი ეშმაკები მზად არიან 31-ე ნომრის სანაცვლოდ £ 25 მილიონი გადაიხადონ.

ამჟამინდელი მდგომარეობით გვარდიოლას ჰყავს გუნდი, რომელმაც გასულ სეზონში ყველაფერი მოიგო. თავის მხრივ ესპანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ არ სურს ითამაშოს ორი საყრდენი ნახევარმცველით.

პეპ გვარდიოლამ ერთხელ უკვე დაამარცხა მანჩესტერი ტიაგო ალკანტარასთვის ბრძოლაში. საფეხბურთო ექსპერტების აზრით ესპანელი სპეციალისტი ხავი მარტინესზე ამყარებს იმედებს. რეკორდმაისტერმა £ 34 მილიონი დახარჯა მარიო გიოტცეს გადმობირებაში.

ფეხბურთელის გაყიდვა, რომელიც მიუნხენური კლუბის აღზრდილია და უკვე ბაიერნის ლეგენდადაა შერაცხული გვარდიოლას მხრიდან საკმაოდ სარისკო, მაგრამ აზარტული ნაბიჯი იქნებოდა.

სიახლის წყარო: http://www1.skysports.com
ახალი ამბები, ტრანსფერები
12 კომენტარი
№11
ავტორი: N10
7 აგვისტო 2013 13:30
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 294
შვაინი მაგარია მარა არამგონია ეგ ტრანსფერი ფაგრეგასის პონტია არ განხორციელდება მე უფრო ფელაინი მგონია რო გადმოვა
0
№12
ავტორი: Rosso Diavolo
7 აგვისტო 2013 13:51
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
არ განხორციელდება ეგ ტრანსფერი : /.........
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top