თბილისი:
მანჩესტერი:
30-07-2013, 07:52
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2341,
კომენტარები: 11
"იუნაიტედის" მორიგი სამიზნე?!
"იუნაიტედი" მოდრიჩისთვის კონტრაქტს ამზადებს...
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის "მადრიდის რეალს" 25 მილიონი ფუნტი შესთავაზონ ლუკა მოდრიჩის სანაცვლოდ, - გვამცნობს ავტორიტეტული გამოცემა The Times.

მიმდინარე ზაფხულში, "წითელი ეშმაკუნების" მწვრთნელი მთელი ძალით ცდილობს ხმაურიანი ტრანსფერის განხორციელებას, რათა დაამტკიცოს საკუთარი და გუნდის ამბიციები.

"იუნაიტედი" ინტერესდებოდა კრისტიანო რონალდოთი, სესკ ფაბრეგასით და გარეტ ბეილით, მაგრამ ყველა ამ სამ ფრონტზე ინგლისურმა კლუბმა მიზანს ვერ მიაღწია. ახლა კი დევიდ მოიესი სხვა ფეხბურთელზე გადაერთო.

ახლა "იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი შეეცდება მოდრიჩის შეძენას, რომელიც სულ რაღაც ერთი წლის წინ "ტოტენჰემის" ღირსებას იცავდა. ესპანეთში გადასვლის შემდეგ, ლუკამ ჯერ კიდევ ვერ შეძლო სასტარტო შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრება და შესაძლოა მას ისევ სურდეს პრემიერ-ლიგაში დაბრუნება.

წყარო:http://fapl.ru
ახალი ამბები
11 კომენტარი
№1
ავტორი: ლადო
30 ივლისი 2013 07:54
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ცოტა არარეალურია ამის მანჩესტერში გადმოსვლა, ჯერ სულ რაღაც ერთი წელია რაც რეალშია..არც რეალი არ გაყიდის ამას და არც თვითონ მოისურვებს აქ წამოსვლას...მიდით ისევ ფელაინი იყიდეთ სანამ უფრო არ გაძვირდა...
0
№2
ავტორი: red devil
30 ივლისი 2013 09:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Lado Ghonghadze,
getanxmebi lado shansi ar aris ro modrici chventan gadmovides. Jobia felainze vichalichot
0
№3
ავტორი: Lev
30 ივლისი 2013 10:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
არიან კლუბებში ძაან მაგარი ნახევარმცველები და ბევრი ვარიანტებია. ასე მგონია ნამდვილ ინტერესს არ ამჟღავნებენ პრესასთან და პარალელურად სხვა ტრანსფერზე მუშაობენ რომელზეც არც პრესამ იცის და არც არავინ)) რომ მერე სხვა გუნდიც არ ჩაერიოს. სელტიკში მევასება ვანიამა კაკ რაზ მოუხდება გუნდს მთელი ბარსა ათრია პლაშივით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№4
ავტორი: gilmour
30 ივლისი 2013 10:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
არც მე მგონია ეს რო დათანხმდეს, არადა მაგარი იქნებოდა, ტოტენჰემიდანვე მინდოდა რო გვეყიდა მაგრამ..
0
№5
ავტორი: ThiagoAlcantara
30 ივლისი 2013 11:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 125
ციტატა: Lev
რიან კლუბებში ძაან მაგარი ნახევარმცველები და ბევრი ვარიანტებია. ასე მგონია ნამდვილ ინტერესს არ ამჟღავნებენ პრესასთან და პარალელურად სხვა ტრანსფერზე მუშაობენ რომელზეც არც პრესამ იცის და არც არავინ)) რომ მერე სხვა გუნდიც არ ჩაერიოს. სელტიკში მევასება ვანიამა კაკ რაზ მოუხდება გუნდს მთელი ბარსა ათრია პლაშივით

Lev,
vaniama sauthemptonshi tu sagaca gadavida ukve dzmaa )) yvelze kai varianti gundoganiaa ))
0
№6
ავტორი: Giorgi Kuloshvili
30 ივლისი 2013 12:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 351
ისე კარგი იქნება
0
№7
ავტორი: Lev
30 ივლისი 2013 12:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1515
ThiagoAlcantara,
გუნდოგანიც კაია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№8
ავტორი: Red Hooligan
30 ივლისი 2013 13:00
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
არ გამოუშვებს რეალი და არამგონია თვითონაც უნდოდეს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№9
ავტორი: VaRdo
30 ივლისი 2013 14:25
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
არ გადმოვა ეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№10
ავტორი: Malboro463
30 ივლისი 2013 14:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
რეალი ხედირას უშვებს და არამგონია ეს გაუშვას ფაბრეგას რო გადაეკიდა 1 -2 შეთავაზება ამისთვისაც გაეკეთებინა ბლი ად ეხალ გვიანია ამას რეალიდან არ გაუშევბენ და ფელაინს მიუბრუნდეს ჯობია არსენალმა არ გადაიბიროს ისიც
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top