თბილისი:
მანჩესტერი:
24-07-2013, 20:52
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2990,
კომენტარები: 14
"გთხოვთ გაყიდეთ რუნი"
ცხრა წლის წინ ოლდ ტრაფორდს ერთი ბიჭუნა ესტუმრა საინტერესო ბანერით..
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მხოლოდ ექვსი დღე იყო დარჩენილი, როდესაც სერ ალექს ფერგიუსონმა ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი განახორციელა მისი კარიერის მანძილზე. ამ ყველაფერს წინ უსწრებდა ერთი საიტერესო ფაქტი. "იუნაიტედს" ჩემპიონთა ლიგის ეგიდით მატჩი ჰქონდა ჩასატარებელი ბუქარესტის "დინამოს" წინააღმდეგ. 11 წლის ჯო რუანი, სერ ალექს ფერგიუსონი და უეინ რუნი წარსდგა ფანების წინაშე და მათ რამდენიმე სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს. ჯოს თან ჰქონდა ბანერი, რომელზეც ეწერა: "გთხოვთ გაიფორმეთ რუნი". ახლა კი, როდესაც დრო გავიდა და მოვლენები სხვანაირად განვითარდა 20 წლის ჯო სრუილიად საპირისპირო სურვილს გამოთქვამს... ის ამბობს: "არავინ დგას მანჩესტერ იუნაიტედზე ზემოთ. მე იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ ფეხბურთელს, რომელსაც ასე ვაღმერთები გუნდის დატოვება სურს. არ ვიცი მას ამის სურვილი რატომ გაუჩნდა, მაგრამ ახლა მოხარული ვიქნები თუ ვიხილავ მას გუნდიდან წასულს..."

"წუწუნის სანაცვლოდ, უმჯობესი იქნებოდა თუ დაამტკიცებდა იგი თავის შესაძლებლობებს. გავიხსენოთ რეალთან მატჩი, როდესაც ის შეცვლაზე შემოვიდა, იგი ვალდებული იყო რამე პროდუქტიული ექნა და "იუნაიტედისთვის" გამარჯვება მოეტანა."

"რუნიმ კლუბის დატოვება 2010 წელსაც მოითხოვა, თუმცა მის ავტობიოგრაფიულ წიგნში იგი ამ საქციელს თავის ყველაზე დიდ შეცდომად თვის. მან აგრეთვე განაცხადა რომ თუ შესაძლებელი იყო 10 წლიან კონტრაქტსაც კი გააფორმებდა კლუბთან. დღეს კი რა ხდება, ანალოგიური სიტუაციაა... სად გაქრა მისი ამბიცია ?!"

"მისივე თქმით კარგი იქნებოდა თუ კლუბი მაღალი კლასი ფეხბურთელებს შეიძენდა, როგორიცაა რობინ ვან პერსი. მისმა მოსვლამ უეინს პოზიცია დააკარგვინა და მას ეს არ ესიამოვნა. მესმის უეინის, მაგრამ ყველასთვის ნათელია რომ რობინი უფრო ეფექტურია დღესდღეისობით."

"ვან პერსიმ ორჯერ ზედიზედ მოიგო ოქროს ბუცი, "იუნაიტედის" და არსენალის" მაისურით. ეს ყოველივე რუნის ახალ გამოწვევად უნდა მიეღიო და კლუბიდან "გაქცევის" სურვილი არ უნდა გასჩენოდა. ეს ფაქტიც მის ქედმაღლობასა და ამპარტავნობაზე მიგვანიშნებს."

"მე დავკარგე რუნისადმი სიყვარული, მაგრამ მის გატანილ გოლებს ყოველთვის ავღნიშნავ, ერთი განსხვავებით, ეს იქნება "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელის მიერ გატანილი და არა უენ რუნის... თუ მას მაღალი კლასის ფორვარდებისთვის კონკურენციის გაწევა აფრთხობს, მაშინ მე მოხარული ვიქნენი თუ იგი კლუბს დატოვებს..."


"გთხოვთ გაყიდეთ რუნი"


"დარწმუნებული ვარ თუ უეინი კლუბს დატოვებს დიდ ბოდიშს მოუხდის გუნდის გულშემატკივრებს და ისინიც ამ ბოდიშს მიიღებენ, ისევ ეყვარებათ რუნი, მაგრამ მე არა... მე ის აღარ მიყვარს !"

"არ ვიცი თუ რატომ იქცევა ის ასე. იყო დრო, როდესაც რონალდო იყო გუნდის მთავარი მოთამაშე და რუნი ყველაფრის მიუხედავად თავს კარგად გრძნობდა ასეთ პოზიციაში. ახლა ვხვდები რომ ეს იდეალური იყო და კარგი იქნებოდა ამ შემთხევაშიც თუ მოვლენები ანალოგიურად განვითარდებოდა."


ჯოს კლავს აქვს ის ბანერი, რომლითაც ითხოვდა რუნის გაფორმებას, მაგრამ აცხადებს რომ მისი ცხოვრების საუკეთესო მომენტი "გაფერმკრთალდა".

"ეს დღე საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში. მე შევხვდი სერ ალექსს და უენ რუნის, ამასთანავე საჯაროდ გამოვიტანე ჩემ მიერ დამზადებული ბანერი, რომელიც უამრავმა გულშემატკივარმა იხილა. მე მაშინ ვაღმერთებდი რუნის. მქონდა ნანახი ყველა მისი გოლი "ევერტონის" შემადგენობით და ოცნებად მქონდა მისი "იუნაიტედში" ხილვა."

"მე მეგობარს ველაპარაკებოდი, როდესაც მამამისმა იდეა მომაწოდა რომ გამეკეთებინა ეს ყველაფერი. თავიდან სერიოზულად არავინ აღიქვა ეს იდია, მაგრამ შემდეგ ყველას დავანახე რომ მე არ ვხუმრობდი. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც რუნი გავიფორმეთ... ის ფოტო კვლავ მაქვს კედელზე გაკრული, ხოლო ბანერს უჯრაში მოვუნახე ადგილი. ამ სურათს მე სერ ალექსის გამო შევინახავ, მაგრამ რუნი შესაძლოა ფოტოშოპის დახმარებით ჩამოვჭრა იქიდან!"


წყარო
სტატიები
14 კომენტარი
№1
ავტორი: red devil
24 ივლისი 2013 20:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Vin aris jo ruani gamagebinet ra :D
0
№2
ავტორი: chudikone
24 ივლისი 2013 20:59
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ციტატა: red devil
Vin aris jo ruani gamagebinet ra :D

ის, ვინც ფოტოზეა გამოსახული..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№3
ავტორი: Radiohead
24 ივლისი 2013 21:11
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 17
ამას თავისი ცენზურა აზრi აქვს და ეხლა ჩვენ გვკითხოს ჩვენც იგივი გვინდა?!
0
№4
ავტორი: MAGNIFICENT 7
24 ივლისი 2013 21:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 314
მართალია, ამდენი რუნის არ უნდა ეწუწუნა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "მახსოვს როდესაც პირველად შევხვდი მას, ის მაშინ 13 წლის იყო და ბურთს ისე დასდევდა, როგორც კოკერ სპანიელის ლეკვი ქარში მოფრიალე ვერცხლისფერ ქაღალდს"-სერ ალექს ფერგიუსონი რაიან გიგზის შესახებ.
№5
ავტორი: NeymaR
24 ივლისი 2013 21:36
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
აი ზუსტად ვეთანხმები ამ ბიჭს რაა !! რუნი აღარაა ის რუნი ... რაღაცა მოუვიდა... და ეს რუნი მე არ მომწონს და ჯობია წავიდეს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№6
ავტორი: BERDI
24 ივლისი 2013 21:37
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
და ეს რო იტყვის რა შესრულდეს უნდა თუ რა რა კაცია აღარ მოუნდა რუნი. ეგებ თქვას რონალდო დააბრუნეთ ან ბეილი იყიდეთ რა იცი რა ხდება გუნდისთვის კაი თქვას ბუბლიკ ცუდს რო ამბობს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№7
ავტორი: Giorgi Kuloshvili
24 ივლისი 2013 21:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 351
მართალია მაგრამ რობინი არა უფრო ეფექტური რობინმა იმიტო კარგად ითამაშა რო რუნის ტრავმა ჰქონდა და თითქმის მთელი სეზონი გაუცდა თან სერ ალექს გულზე არ ეხატებოდა რუნი და შანს არ აძლევდა რუნის რობინი არაფერია ვერ თამაშობს კარგად მე ამას თავიდანვე ვიძახდი ხაზთან უნდა გაუჩერო ბურთი და მერე უნდა დაარტყას და გაიტანოს თითქმის ყველა ასეთი ბურთი გაიტანა რობინმა მეტი არაფერი
0
№8
ავტორი: chicharito-ronaldo
24 ივლისი 2013 22:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 22
amis dedac vatire me,tu ar mogwons rooooney shen tviton danebe tavi uniteds,arsad ar midis kacii da rac jurnalistebi weren ras ujerebt,rooney male manius lideri gaxdeba d aver persi da ver veravin ver sheedrebaa
0
№9
ავტორი: gilmour
24 ივლისი 2013 22:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ამ ადამიანისაც მესმის ყველაზე იმედგაცრუებულია, მაგრამ მაინც მაგრად უყვარს რუნი, უბრალოდ ძალიან გაბრაზებულია:))


ManUtd,
გადაავლე თვალი პერსის გატანილ გოლებს ამ სეზონში და აღარ იტყვი მასეთ "სიბრძნეს", არ გეწყინოს:)
0
№10
ავტორი: Januzaj
24 ივლისი 2013 23:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 25
რუნი არ უნდა გაუშვათ, არც ნანი, მითუმეტეს რომ ესენი არავის მყიდველები არ არიან. რუნი მანჩესტერში ყველას ჯობია ჩემი აზრით, ნანი კი ფლანგზე ყველას ირჩევნია. ტიაგო რო ეყიდა გაასწორებდა,ახლა ეჩალიცოს ფაბრეგასს რომელიც არ გადმოვა

რუნი არ უნდა გაუშვათ, არც ნანი, მითუმეტეს რომ ესენი არავის მყიდველები არ არიან. რუნი მანჩესტერში ყველას ჯობია ჩემი აზრით, ნანი კი ფლანგზე ყველას ირჩევნია. ტიაგო რო ეყიდა გაასწორებდა,ახლა ეჩალიცოს ფაბრეგასს რომელიც არ გადმოვა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top