თბილისი:
მანჩესტერი:
24-07-2013, 20:52
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2997,
კომენტარები: 14
"გთხოვთ გაყიდეთ რუნი"
ცხრა წლის წინ ოლდ ტრაფორდს ერთი ბიჭუნა ესტუმრა საინტერესო ბანერით..
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მხოლოდ ექვსი დღე იყო დარჩენილი, როდესაც სერ ალექს ფერგიუსონმა ერთ-ერთი საუკეთესო ტრანსფერი განახორციელა მისი კარიერის მანძილზე. ამ ყველაფერს წინ უსწრებდა ერთი საიტერესო ფაქტი. "იუნაიტედს" ჩემპიონთა ლიგის ეგიდით მატჩი ჰქონდა ჩასატარებელი ბუქარესტის "დინამოს" წინააღმდეგ. 11 წლის ჯო რუანი, სერ ალექს ფერგიუსონი და უეინ რუნი წარსდგა ფანების წინაშე და მათ რამდენიმე სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს. ჯოს თან ჰქონდა ბანერი, რომელზეც ეწერა: "გთხოვთ გაიფორმეთ რუნი". ახლა კი, როდესაც დრო გავიდა და მოვლენები სხვანაირად განვითარდა 20 წლის ჯო სრუილიად საპირისპირო სურვილს გამოთქვამს... ის ამბობს: "არავინ დგას მანჩესტერ იუნაიტედზე ზემოთ. მე იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ ფეხბურთელს, რომელსაც ასე ვაღმერთები გუნდის დატოვება სურს. არ ვიცი მას ამის სურვილი რატომ გაუჩნდა, მაგრამ ახლა მოხარული ვიქნები თუ ვიხილავ მას გუნდიდან წასულს..."

"წუწუნის სანაცვლოდ, უმჯობესი იქნებოდა თუ დაამტკიცებდა იგი თავის შესაძლებლობებს. გავიხსენოთ რეალთან მატჩი, როდესაც ის შეცვლაზე შემოვიდა, იგი ვალდებული იყო რამე პროდუქტიული ექნა და "იუნაიტედისთვის" გამარჯვება მოეტანა."

"რუნიმ კლუბის დატოვება 2010 წელსაც მოითხოვა, თუმცა მის ავტობიოგრაფიულ წიგნში იგი ამ საქციელს თავის ყველაზე დიდ შეცდომად თვის. მან აგრეთვე განაცხადა რომ თუ შესაძლებელი იყო 10 წლიან კონტრაქტსაც კი გააფორმებდა კლუბთან. დღეს კი რა ხდება, ანალოგიური სიტუაციაა... სად გაქრა მისი ამბიცია ?!"

"მისივე თქმით კარგი იქნებოდა თუ კლუბი მაღალი კლასი ფეხბურთელებს შეიძენდა, როგორიცაა რობინ ვან პერსი. მისმა მოსვლამ უეინს პოზიცია დააკარგვინა და მას ეს არ ესიამოვნა. მესმის უეინის, მაგრამ ყველასთვის ნათელია რომ რობინი უფრო ეფექტურია დღესდღეისობით."

"ვან პერსიმ ორჯერ ზედიზედ მოიგო ოქროს ბუცი, "იუნაიტედის" და არსენალის" მაისურით. ეს ყოველივე რუნის ახალ გამოწვევად უნდა მიეღიო და კლუბიდან "გაქცევის" სურვილი არ უნდა გასჩენოდა. ეს ფაქტიც მის ქედმაღლობასა და ამპარტავნობაზე მიგვანიშნებს."

"მე დავკარგე რუნისადმი სიყვარული, მაგრამ მის გატანილ გოლებს ყოველთვის ავღნიშნავ, ერთი განსხვავებით, ეს იქნება "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელის მიერ გატანილი და არა უენ რუნის... თუ მას მაღალი კლასის ფორვარდებისთვის კონკურენციის გაწევა აფრთხობს, მაშინ მე მოხარული ვიქნენი თუ იგი კლუბს დატოვებს..."


"გთხოვთ გაყიდეთ რუნი"


"დარწმუნებული ვარ თუ უეინი კლუბს დატოვებს დიდ ბოდიშს მოუხდის გუნდის გულშემატკივრებს და ისინიც ამ ბოდიშს მიიღებენ, ისევ ეყვარებათ რუნი, მაგრამ მე არა... მე ის აღარ მიყვარს !"

"არ ვიცი თუ რატომ იქცევა ის ასე. იყო დრო, როდესაც რონალდო იყო გუნდის მთავარი მოთამაშე და რუნი ყველაფრის მიუხედავად თავს კარგად გრძნობდა ასეთ პოზიციაში. ახლა ვხვდები რომ ეს იდეალური იყო და კარგი იქნებოდა ამ შემთხევაშიც თუ მოვლენები ანალოგიურად განვითარდებოდა."


ჯოს კლავს აქვს ის ბანერი, რომლითაც ითხოვდა რუნის გაფორმებას, მაგრამ აცხადებს რომ მისი ცხოვრების საუკეთესო მომენტი "გაფერმკრთალდა".

"ეს დღე საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში. მე შევხვდი სერ ალექსს და უენ რუნის, ამასთანავე საჯაროდ გამოვიტანე ჩემ მიერ დამზადებული ბანერი, რომელიც უამრავმა გულშემატკივარმა იხილა. მე მაშინ ვაღმერთებდი რუნის. მქონდა ნანახი ყველა მისი გოლი "ევერტონის" შემადგენობით და ოცნებად მქონდა მისი "იუნაიტედში" ხილვა."

"მე მეგობარს ველაპარაკებოდი, როდესაც მამამისმა იდეა მომაწოდა რომ გამეკეთებინა ეს ყველაფერი. თავიდან სერიოზულად არავინ აღიქვა ეს იდია, მაგრამ შემდეგ ყველას დავანახე რომ მე არ ვხუმრობდი. ძალიან ბედნიერი ვიყავი, როდესაც რუნი გავიფორმეთ... ის ფოტო კვლავ მაქვს კედელზე გაკრული, ხოლო ბანერს უჯრაში მოვუნახე ადგილი. ამ სურათს მე სერ ალექსის გამო შევინახავ, მაგრამ რუნი შესაძლოა ფოტოშოპის დახმარებით ჩამოვჭრა იქიდან!"


წყარო
სტატიები
14 კომენტარი
№11
ავტორი: S.A.F.
24 ივლისი 2013 23:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 97
რობინი ეფექტურია, მაგის დამსახურებაა 20-ე თასი მაგრამ როცა რუნის ახსენებ ეს უკვე სხვაა... სხვა განზომილება !!!!

და მე ვფიქრობ რომ ამ ბიჭს კიდე მოუნდა უბრალოდ ტელევიზორში გამოჩენა და პოპულარობა რამდენიმე წუთით :)
0
№12
ავტორი: Beckham 7
25 ივლისი 2013 01:35
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
არსად არ მიდის, თუ წავიდა ძალიან მეწყინება :(
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№13
ავტორი: Macklemore
25 ივლისი 2013 03:38
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
რუნიმ ჯობია დროზე გადაწყვიტოს რას აპირებს და
ტუ მიდის მალე წავიდეს თორე ყველას შეაძულებს თავს, მართალი თქვამ ამ ბიჭმა: "იუნაიტედზე მარლა "არავინ" დგას"!!!
0
№14
ავტორი: Manchester_M
25 ივლისი 2013 09:12
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
აუ რა სევდიანი ისტორია იყო :D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top