თბილისი:
მანჩესტერი:
17-07-2013, 13:03
ავტორი: washington,
ნანახია: 2777,
კომენტარები: 11
17 July: საინტერესო ახალი ამბები
სრულიადში იხილეთ დღის სიახლეები....
17 July: საინტერესო ახალი ამბები
ქვემოთ მოცემულ სტატიაში შემოგთავაზებთ დღის სიახლეებს....


ფაბრეგასი რჩება? მაშინ მოიესი გეგმა "ბ"-ზე გადაერთვება !!

17 July: საინტერესო ახალი ამბები

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ტიტო ვილანოვამ სესკ ფაბრეგასი კლუბში რჩებაო: "რამდენიმე კლუბისგან, იყო შემოთავაზებები", - განაცხადა ვილანოვამ პრესკონფერენციაზე. "მე მქონდა საუბარი ფაბრეგასთან, მან კი მითხრა, რომ სურს კლუბში დარჩენა და წარმატების მიღწევა მხოლოდ "ბარსელონასთან" ერთად უნდა".
დევიდ მოიესის გეგმა "ბ" - მარუან ფელაინი. დიდი ალბათობით შოტლანდიელი სპეციალისტი თავის ყოფილ შეგირდს ამ დღეებში გადაიბირებს, რადგან ბელგიელის მყიდველებმა უნდა იჩქარონ იმიტომ, რომ მარუანს "ევერტონთან" მოქმედ კონტრაქტში გამოსასყიდ ფასად აწი უკვე 14 აგივსტომდე 23 მილიონი ფუნტი უწერია და თუ მანამდე არავინ იყიდა, შემდეგ მისი ფასი 30 მილიონსაც კი გადააჭარბებს. შეგახსენებთ, რომ ფელაინის ყიდვა ასევე ლონდონის "არსენალსაც" უნდა.


მაიკონი "რომაში" ჩაფრინდა...

17 July: საინტერესო ახალი ამბები

გუშინ "მანჩესტერ სიტიდან" აბარგებული 31 წლის ბრაზილიელი დამცველი მაიკონი იტალიის დედაქალაქში ჩაფრინდა, შემდეგ კი "რომაში" სამედიცინო შემოწმება გაიარა. ცნობისთვის გეტყვით, რომ მას აეროპორტში გუნდის 60 ფანი დახვდა.


ზლატანის აგენტი "სიტისთან" მოლაპარაკებებს გამართავს...

17 July: საინტერესო ახალი ამბები

ფრანგული პრესის მტკიცებით, ზლატან იბრაჰომოვიჩის პირადი აგენტი, - მინო რაიოლა "მანჩესტერში" ჩავა და "სიტის" ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებებს გამართავს. თუ მედიასაშუალებებს დავუჯერებთ, "სიტი" სერიოზულადაა დაინტერესებულია შვედის საკუთარ გუნდში გადაყვანით.


ოფიციალურად: სტროტმანი "რომას" ფეხბურთელია

17 July: საინტერესო ახალი ამბები

უკვე ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ნახევარმცველი კევინ სტროოტმანი 17 მილიონ ევროდ "პსვ"-დან "რომაში" გადავიდა. ჰოლანდიელი წლიურ გასამრჯელოდ 2.2 მილიონ ევროს აიღებს. მისი წარდგენა კი ამ დღეებში მოხდება...


გულშემატკივრები ინიესტას პარასკევს ძეგლს დაუდგამენ...

17 July: საინტერესო ახალი ამბები

ცნობილი გახდა, რომ პარასკევს დღის მეორე ნახევარში "ბარსელონას" ნახევარმცველ ანდრეს ინიესტასს მისი ურიცხვი გულშემატკივრები ბრინჯაოს ძეგლს დაუდგამენ.


17 July: საინტერესო ახალი ამბები

"მანჩესტერ იუნაიტედმა" 26 წლის ცენტრალურ დამცველ ეზეკილ გარაიში პორტუგალიურ "ბენფიკას" 20 მილიონი ევრო შესთავაზა, ფეხბურთელს კი წლიურ გასამრჯელოდ 6 მილიონი ფუნტი. შეგახსენებთ, რომ გარაიმ გასულ სეზონში 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლით დაგვამახსოვრა თავი.


ამ დღეებში "სიტი" იოვეტიჩის ტრანსფერს ოფიციალურად გამოაცხადებს...

17 July: საინტერესო ახალი ამბები

ინგლისური პრესა ამტკიცებს, რომ ამ დღეებში სტევან იოვეტიჩს ყიდვის შესახებ "მანჩესტერ სიტი" ოფიციალურად გამოცხადებს. მედიის თქმით, ტრანსფერი თითქმის შეთანხმებულია და ბოლო დეტალებზე მიმდინარეობს მუშაობა. შეგახსენებთ, რომ იოვეტიჩით "იუნაიტედიც" იყო დაინტერესებული.


17 July: საინტერესო ახალი ამბები

კევინ სტროტმანის, მაიკონისა და ბენატიას ყიდვის შემდეგ "რომა" პატრის ევრას ტრანსფერზე გადაერთო.



გუშინ ჩილეს "ალიანსა უნივერსიდადის" ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, ადაო სმიტმა ისე იუხეშა მოწინააღმდეგე ფეხბურთელზე, რომ მსაჯმა ეგრევე წითელი ბარათი უჩვენა და შემდეგ 14 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.



რუნიმ წასვლა გადაწყვიტა

17 July: საინტერესო ახალი ამბები

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, უეინ რუნიმ საბოლოოდ გადაწყვიტა კლუბიდან წასვლა. უეინის წასვლა დიდწილად დევიდ მოიესის ბრალი იქნება, რადგან აზიურ ტურნეში შოტლანდიელმა თქვა, რომ რუნი იმ შემთხვევაში დამჭირდება, თუ ვან პერსი ტრავმას მიიღებსო. უკვე ცნობილი გახდა ისიც, რომ ინგლისელმა ფორვარდმა თავის აგენტს მსურველ კლუბებთან მოლაპარაკებები გამართოს....


17 July: საინტერესო ახალი ამბები

შოტლანდიაში იტალიელი მზარეული დომენიკი, კრიშტიანუ რონალდუს პიცას ამზადებს, თავად კი თვლის, რომ კლიენტები მას სიამოვნებით მიირთმევენ...


პ.ს სტატია დაწერილია სხვადასხვა ოფიციალურ და არაოფიციალურ წყაროებიდან...
სიახლეები, სტატიები, ახალი ამბები, ჭორები, ინტერვიუები, ტრანსფერები, ვიდეოები, სურათები
11 კომენტარი
№1
ავტორი: Luka Gelashvili
17 ივლისი 2013 13:08
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
რუნიზე თავიდან არ დაიწყოთ !!!! ეს უბრალოდ ჭორია აი ოფციალურზე არაფერია Click !! ... სავარაუდო წამსვლელთა სიაშიც კი არ არი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№2
ავტორი: ThiagoAlcantara
17 ივლისი 2013 13:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 125
ee runii (((((
0
№3
ავტორი: Giorgi Kuloshvili
17 ივლისი 2013 13:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 351
მხოლოდ ჩვენ ვინტერესდებით ასეთი ფეხბურთელებით სხვები კიდე ისეთ კარგ ფეხბურთელებს ყიდულობენ გარაია არა ეხლა ის კდიე ფუუუ
0
№4
ავტორი: washington
17 ივლისი 2013 13:20
  • სიახლეები: 179
  • კომენტარები: 383
ციტატა: Luka Gelashvili
ეს უბრალოდ ჭორია აი ოფციალურზე არაფერია Click !!

მანდ უმეტესობას სულ ჭორებს წერენ : )) მომსვლელებში ეგრე ფაბრეგასიც წერია ოფიციალურზე მაგრამ ვილანოვამ დაველაპარაკე სესკსო და დარჩენა უნდაო... ხვალ ან ზეგ მაგ სიას წამსვლელებში რუნიც შეემატება აგერ ნახავ... ყოველი თვის შემდეგ რეფრეშდება წამსვლელ მომსვლელთა სია ოფიციალურ საიტზე.. ეგრე წინა თვეში ეწერა წამსვლელებში რუნი ჩელსიში მიდისო : ))

Sky Sports: Руни несчастлив в "Юнайтед" :@:@
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№5
ავტორი: Luka Gelashvili
17 ივლისი 2013 13:23
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
washington,
ფაბრეგასზე დღეს არ გაირკვა?? თან სავარაუდოებია ეგენი ...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№6
ავტორი: ლადო
17 ივლისი 2013 14:40
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
საიტზე დაიცავით ცენზურა

საღოლ გიო)) რუნი კიდე აქ დარჩება და მოკვდა ბაზარი

საიტზე დაიცავით ცენზურა

საღოლ გიო)) რუნი კიდე აქ დარჩება და მოკვდა ბაზარი
0
№7
ავტორი: Manchester_M
17 ივლისი 2013 15:22
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
აუ რათ უნდათ ეს გარაი ვინმე კარგი ვერ ნახეს .
სტროტმანზე არამგონია მანჩესტერს ეჩალიჩა რომ იძახიან აგვახიესო რომ გაეკეთებინა შეთავაზება მანჩესტერს ალბათ აქეთ იქნებოდა მაგრამ არ ქნეს ალბათ.

აუ რათ უნდათ ეს გარაი ვინმე კარგი ვერ ნახეს .
სტროტმანზე არამგონია მანჩესტერს ეჩალიჩა რომ იძახიან აგვახიესო რომ გაეკეთებინა შეთავაზება მანჩესტერს ალბათ აქეთ იქნებოდა მაგრამ არ ქნეს ალბათ.
0
№8
ავტორი: love united
17 ივლისი 2013 16:13
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მოკლედ,ამ რუნიმ ხო დაგვღალა რა...
0
№9
ავტორი: gilmour
17 ივლისი 2013 16:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ფელაინი! ფელაინი! ფელაინი!!!
0
№10
ავტორი: red devil
17 ივლისი 2013 17:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Rooney rcheba da tvin nu burgavt ra
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top