ქვემოთ მოცემულ სტატიაში შემოგთავაზებთ დღის სიახლეებს....
ფაბრეგასი რჩება? მაშინ მოიესი გეგმა "ბ"-ზე გადაერთვება !!
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ტიტო ვილანოვამ სესკ ფაბრეგასი კლუბში რჩებაო: "რამდენიმე კლუბისგან, იყო შემოთავაზებები", - განაცხადა ვილანოვამ პრესკონფერენციაზე. "მე მქონდა საუბარი ფაბრეგასთან, მან კი მითხრა, რომ სურს კლუბში დარჩენა და წარმატების მიღწევა მხოლოდ "ბარსელონასთან" ერთად უნდა". დევიდ მოიესის გეგმა "ბ" - მარუან ფელაინი. დიდი ალბათობით შოტლანდიელი სპეციალისტი თავის ყოფილ შეგირდს ამ დღეებში გადაიბირებს, რადგან ბელგიელის მყიდველებმა უნდა იჩქარონ იმიტომ, რომ მარუანს "ევერტონთან" მოქმედ კონტრაქტში გამოსასყიდ ფასად აწი უკვე 14 აგივსტომდე 23 მილიონი ფუნტი უწერია და თუ მანამდე არავინ იყიდა, შემდეგ მისი ფასი 30 მილიონსაც კი გადააჭარბებს. შეგახსენებთ, რომ ფელაინის ყიდვა ასევე ლონდონის "არსენალსაც" უნდა.
მაიკონი "რომაში" ჩაფრინდა...
გუშინ "მანჩესტერ სიტიდან" აბარგებული 31 წლის ბრაზილიელი დამცველი მაიკონი იტალიის დედაქალაქში ჩაფრინდა, შემდეგ კი "რომაში" სამედიცინო შემოწმება გაიარა. ცნობისთვის გეტყვით, რომ მას აეროპორტში გუნდის 60 ფანი დახვდა.
ფრანგული პრესის მტკიცებით, ზლატან იბრაჰომოვიჩის პირადი აგენტი, - მინო რაიოლა "მანჩესტერში" ჩავა და "სიტის" ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებებს გამართავს. თუ მედიასაშუალებებს დავუჯერებთ, "სიტი" სერიოზულადაა დაინტერესებულია შვედის საკუთარ გუნდში გადაყვანით.
ოფიციალურად: სტროტმანი "რომას" ფეხბურთელია
უკვე ოფიციალურად გამოცხადდა, რომ ნახევარმცველი კევინ სტროოტმანი 17 მილიონ ევროდ "პსვ"-დან "რომაში" გადავიდა. ჰოლანდიელი წლიურ გასამრჯელოდ 2.2 მილიონ ევროს აიღებს. მისი წარდგენა კი ამ დღეებში მოხდება...
ცნობილი გახდა, რომ პარასკევს დღის მეორე ნახევარში "ბარსელონას" ნახევარმცველ ანდრეს ინიესტასს მისი ურიცხვი გულშემატკივრები ბრინჯაოს ძეგლს დაუდგამენ.
"მანჩესტერ იუნაიტედმა" 26 წლის ცენტრალურ დამცველ ეზეკილ გარაიში პორტუგალიურ "ბენფიკას" 20 მილიონი ევრო შესთავაზა, ფეხბურთელს კი წლიურ გასამრჯელოდ 6 მილიონი ფუნტი. შეგახსენებთ, რომ გარაიმ გასულ სეზონში 27 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლით დაგვამახსოვრა თავი.
ამ დღეებში "სიტი" იოვეტიჩის ტრანსფერს ოფიციალურად გამოაცხადებს...
ინგლისური პრესა ამტკიცებს, რომ ამ დღეებში სტევან იოვეტიჩს ყიდვის შესახებ "მანჩესტერ სიტი" ოფიციალურად გამოცხადებს. მედიის თქმით, ტრანსფერი თითქმის შეთანხმებულია და ბოლო დეტალებზე მიმდინარეობს მუშაობა. შეგახსენებთ, რომ იოვეტიჩით "იუნაიტედიც" იყო დაინტერესებული.
კევინ სტროტმანის, მაიკონისა და ბენატიას ყიდვის შემდეგ "რომა" პატრის ევრას ტრანსფერზე გადაერთო.
გუშინ ჩილეს "ალიანსა უნივერსიდადის" ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, ადაო სმიტმა ისე იუხეშა მოწინააღმდეგე ფეხბურთელზე, რომ მსაჯმა ეგრევე წითელი ბარათი უჩვენა და შემდეგ 14 მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.
რუნიმ წასვლა გადაწყვიტა
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა, უეინ რუნიმ საბოლოოდ გადაწყვიტა კლუბიდან წასვლა. უეინის წასვლა დიდწილად დევიდ მოიესის ბრალი იქნება, რადგან აზიურ ტურნეში შოტლანდიელმა თქვა, რომ რუნი იმ შემთხვევაში დამჭირდება, თუ ვან პერსი ტრავმას მიიღებსო. უკვე ცნობილი გახდა ისიც, რომ ინგლისელმა ფორვარდმა თავის აგენტს მსურველ კლუბებთან მოლაპარაკებები გამართოს....
შოტლანდიაში იტალიელი მზარეული დომენიკი, კრიშტიანუ რონალდუს პიცას ამზადებს, თავად კი თვლის, რომ კლიენტები მას სიამოვნებით მიირთმევენ...
პ.ს სტატია დაწერილია სხვადასხვა ოფიციალურ და არაოფიციალურ წყაროებიდან...
სიახლეები, სტატიები, ახალი ამბები, ჭორები, ინტერვიუები, ტრანსფერები, ვიდეოები, სურათები