თბილისი:
მანჩესტერი:
14-07-2013, 14:07
ავტორი: washington,
ნანახია: 3694,
კომენტარები: 13
სინგჰა ოლ-სტარი - მანჩესტერ იუნაიტედი (მატჩის შემდგომ ანალიზი)
სრულიადში შემოგთავაზებთ, გუშინდელი მატჩის ანალიზსა და მიმოხილვას...
სინგჰა ოლ-სტარი - მანჩესტერ იუნაიტედი (მატჩის შემდგომ ანალიზი)
ქვემოთ მოცემულ სტატიაში შემოგთავაზებთ, გუშინდელი მატჩის ანალიზსა და მიმოხილვას...


სინგჰა ოლ-სტარი - მანჩესტერ იუნაიტედი (მატჩის შემდგომ ანალიზი)

მართალია, თითქმის ყველა გრანდი აზიაშია, მაგრამ იქ "მანჩესტერ იუნაიტედი" პირველი ჩაფრინდა. დიდებულადაც დახვდნენ და მეორე დღეს ტაილანდის ვარსკვლავების ნაკრებს შეხვდნენ. გულშემატკივრები დიდებულად კი დახვდნენ, მაგრამ მანკუნიანელებმა თამაშით ისეთი ვერაფერი ვერ ქნეს, რომ თუნდაც ანგარიში ფრედ დასრულებულიყო.
მიუხედავად პაპანაქება სიცხისა, ყველა ბილეთი გაყიდული იყო და სტადიონი 65 000-მაყურებლით შეივსო.

სინგჰა ოლ-სტარი - მანჩესტერ იუნაიტედი (მატჩის შემდგომ ანალიზი)

აზიელთა, რიგებიდან ყველაზე მეტად მათი კაპიტანი, - ვონტაი აქტიურობდა, რომელმაც "მანჩესტერის" კარი მეორე ტაიმში დალაშქრა. მას კიდევ ერთხელ ჰქონდა შესაძლებლობა კარის აღებისა, როცა ბიუტნერმა თამაშგარედან ამოსვლა ვერ მოასწრო და ვონტაი ბენ ამოსთან ერთ-ერთზე გავიდა, მაგრამ ჯონი ევანსმა მიუსწრო და კარგადაც ჩაუვარდა ფეხებში, ბურთი წაართვა და თავისი გუნდი გოლისგან იხსნა.

სინგჰა ოლ-სტარი - მანჩესტერ იუნაიტედი (მატჩის შემდგომ ანალიზი)

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თამაშის ბოლოს შეცვლაზე შესულმა ვილფრედ ზაჰამ ბურთი ძელს გაარტყა.
Wilfried Zaha vs Singha All Star XI



სინგჰა ოლ-სტარი - მანჩესტერ იუნაიტედი (მატჩის შემდგომ ანალიზი)

"იუნაიტედის" რიგებიდან ყველაზე მეტად, ზაჰა და იანუზაი აქტიურობდა, რის გამოც დევიდ მოისისგან მოწონება დაიმსახურეს და შოტლანდიელმა შემდეგნაირად განაცხადა: "თუ წაგებაა, სჯობს ამხანაგურ მატჩში წავაგოთ. ეს ის შემთხვევა არაა, როდესაც აუცილებლად უნდა მოიგო რადაც არ უნდა დაგიჯდეს. მე გამოვცადე ახალგაზრდა ფეხბურთელები და მათგან განსაკუთრებით ყველაზე მეტად ვილფრედ ზაჰა და იანუზაი მომეწონა".

"მანჩესტერი" ამ შემადგენლობით თამაშობდა აზიაში: ამოსი, ფაბიო, ფერდინანდი, ევანსი, ბიუტნერი (რაფაელი), ქლევერლი (ჯონსი), კერიკი, ანდერსონი (ლინგარდი), გიგზი(ზაჰა), იანუზაი, დენი უელბეკი. ცნობისთვის გეტყვით, რომ გუშინვე "იუნაიტედი" ავსტრალიაში გაემგზავრა და წესით ახლა ჩაფრენილებიც უნდა იყვნენ.

Singha All Star XI 1-0 Manchester united Highlights - Pre-Season Tour 2013

სიახლეები, სტატიები, ახალი ამბები, ვიდეოები, სურათები
13 კომენტარი
№1
ავტორი: washington
14 ივლისი 2013 14:08
  • სიახლეები: 179
  • კომენტარები: 383
როგორიც მე მინდოდა ისეთი არ გამოვიდა, ალბათ იმიტომ, რომ ოფიციალური თამაში არ იყო wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№2
ავტორი: GeorgeBest
14 ივლისი 2013 14:16
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
წაგება არაფერია, უბრალოდ ძაან ცუდად ითამაშეს რაც არ უნდა იყოს, მართალია ამხანაგური იყო მაგრამ მაინც winked
0
№3
ავტორი: TrueRed
14 ივლისი 2013 14:16
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
არაუშავს მინც ამხანაგური იყოო რაა :დ იმედია მეორე თაამაშს მოვეგებთ. უელბეკი ჩვენგან შორს :დ
0
№4
ავტორი: salier1
14 ივლისი 2013 14:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 116
ბავარიაც ამხანაგურებს თამაშობს, მარა ვინს დაიჭირა არ გაახარა.
იმედია ავსტრალიელებს შევუსრულებთ.
0
№5
ავტორი: NeymaR
14 ივლისი 2013 14:39
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
ზაჰა ძაან მომეწონა !! არაუშავს პროსტა ძალიან ცუდად ითამაშეს რატომღაც... და თან ფორმაც არ მომწონს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№6
ავტორი: VaRdo
14 ივლისი 2013 15:13
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მოუმატეთ ეხლა თორე ნერვებს მიშლით. ჩიჩა ან პერსი დააყენეთ წინ თორე ეს ველბეკი იმენა ნერვებს მიშლის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№7
ავტორი: ThiagoAlcantara
14 ივლისი 2013 16:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 125
VaRdo,
velbeki dzaan gafuchda utamasheblobis gamoo (((
0
№8
ავტორი: ferdinand
14 ივლისი 2013 18:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 12
აშკარად ეტყობოდათ ფორმაში არ არიან ჯერ, მაგრამ შევლენ ნელ-ნელა ფორმასი. უბრალოდ პირველი 5 თამაში ძალიან რტული იქნება და მალე უნდა შევიდნენ ფორმაში

TrueRed,
შევა ფორმაში და ძალიან გამოგვადგება ამ სეზონში დარწმუნებული ვარ. ბოლომდე მებრძოლი, ტექნიკური ფეხბურთელია და თავის სიტყვას აუცილებლად იტყვის ამ სეზონშიც.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ვყიდი მანჩესტერ იუნაიტედის გოგონას მაისურს!
http://forum.ge/?f=57&showtopic=34550093
№9
ავტორი: Manutd vs chelsea
14 ივლისი 2013 18:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 50
Walbeki magari kvercxia raa
0
№10
ავტორი: Manchester_M
14 ივლისი 2013 19:08
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
დე ჰეა იმ გოლს არ გაუშვებდა რაც ამოსმა გაუშვა მაგრამ არაუშავს ამხანაგური იყო ავსტრალიაში გამართული მატჩი ვნახოთ ალბათ იქ უკეთესად გამოვლინდება ნაკლოვანებები.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top