თბილისი:
მანჩესტერი:
14-07-2013, 14:07
ავტორი: washington,
ნანახია: 3697,
კომენტარები: 13
სინგჰა ოლ-სტარი - მანჩესტერ იუნაიტედი (მატჩის შემდგომ ანალიზი)
სრულიადში შემოგთავაზებთ, გუშინდელი მატჩის ანალიზსა და მიმოხილვას...
სინგჰა ოლ-სტარი - მანჩესტერ იუნაიტედი (მატჩის შემდგომ ანალიზი)
ქვემოთ მოცემულ სტატიაში შემოგთავაზებთ, გუშინდელი მატჩის ანალიზსა და მიმოხილვას...


სინგჰა ოლ-სტარი - მანჩესტერ იუნაიტედი (მატჩის შემდგომ ანალიზი)

მართალია, თითქმის ყველა გრანდი აზიაშია, მაგრამ იქ "მანჩესტერ იუნაიტედი" პირველი ჩაფრინდა. დიდებულადაც დახვდნენ და მეორე დღეს ტაილანდის ვარსკვლავების ნაკრებს შეხვდნენ. გულშემატკივრები დიდებულად კი დახვდნენ, მაგრამ მანკუნიანელებმა თამაშით ისეთი ვერაფერი ვერ ქნეს, რომ თუნდაც ანგარიში ფრედ დასრულებულიყო.
მიუხედავად პაპანაქება სიცხისა, ყველა ბილეთი გაყიდული იყო და სტადიონი 65 000-მაყურებლით შეივსო.

სინგჰა ოლ-სტარი - მანჩესტერ იუნაიტედი (მატჩის შემდგომ ანალიზი)

აზიელთა, რიგებიდან ყველაზე მეტად მათი კაპიტანი, - ვონტაი აქტიურობდა, რომელმაც "მანჩესტერის" კარი მეორე ტაიმში დალაშქრა. მას კიდევ ერთხელ ჰქონდა შესაძლებლობა კარის აღებისა, როცა ბიუტნერმა თამაშგარედან ამოსვლა ვერ მოასწრო და ვონტაი ბენ ამოსთან ერთ-ერთზე გავიდა, მაგრამ ჯონი ევანსმა მიუსწრო და კარგადაც ჩაუვარდა ფეხებში, ბურთი წაართვა და თავისი გუნდი გოლისგან იხსნა.

სინგჰა ოლ-სტარი - მანჩესტერ იუნაიტედი (მატჩის შემდგომ ანალიზი)

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თამაშის ბოლოს შეცვლაზე შესულმა ვილფრედ ზაჰამ ბურთი ძელს გაარტყა.
Wilfried Zaha vs Singha All Star XI



სინგჰა ოლ-სტარი - მანჩესტერ იუნაიტედი (მატჩის შემდგომ ანალიზი)

"იუნაიტედის" რიგებიდან ყველაზე მეტად, ზაჰა და იანუზაი აქტიურობდა, რის გამოც დევიდ მოისისგან მოწონება დაიმსახურეს და შოტლანდიელმა შემდეგნაირად განაცხადა: "თუ წაგებაა, სჯობს ამხანაგურ მატჩში წავაგოთ. ეს ის შემთხვევა არაა, როდესაც აუცილებლად უნდა მოიგო რადაც არ უნდა დაგიჯდეს. მე გამოვცადე ახალგაზრდა ფეხბურთელები და მათგან განსაკუთრებით ყველაზე მეტად ვილფრედ ზაჰა და იანუზაი მომეწონა".

"მანჩესტერი" ამ შემადგენლობით თამაშობდა აზიაში: ამოსი, ფაბიო, ფერდინანდი, ევანსი, ბიუტნერი (რაფაელი), ქლევერლი (ჯონსი), კერიკი, ანდერსონი (ლინგარდი), გიგზი(ზაჰა), იანუზაი, დენი უელბეკი. ცნობისთვის გეტყვით, რომ გუშინვე "იუნაიტედი" ავსტრალიაში გაემგზავრა და წესით ახლა ჩაფრენილებიც უნდა იყვნენ.

Singha All Star XI 1-0 Manchester united Highlights - Pre-Season Tour 2013

სიახლეები, სტატიები, ახალი ამბები, ვიდეოები, სურათები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Red Hooligan
14 ივლისი 2013 21:17
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
salier1,
ეგენი მოყვარულებს ეთამაშებიან და გადახნავევ აბა რას იზავენ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№12
ავტორი: salier1
15 ივლისი 2013 00:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 116
Red Hooligan,
მართალი ხარ, მარა მე თამაშის ხარისხზეც ვამბობ,ანგარიში ჯანდაბას ამხანაგური იყო. იანუზაიმ მაგრად ითამაშა, მაგ ბიჭის მეიმედება, ზაჰაც კაი იყო, უბრალოდ ესენი გუნდის მომავალია,მომავალ სეზონში კი ამ სასტავით ოთხეულისთვის უნდა ვიბრძოლოთ ( იმედია ვცდები). ჩელსი, ბარსა,ბავარია, რეალი სასწაულად გაძლიერდა და ამის პასუხად ჩვენ გლეიზერების იმედზე ვართ.
0
№13
ავტორი: buka oboladze
15 ივლისი 2013 19:30
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ეგარაფერი ისე ამოსმა დაუშვა შეცდომა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top