თბილისი:
მანჩესტერი:
13-07-2013, 12:42
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2174,
კომენტარები: 12
დევიდ მოიესის წინასამატჩო პრესკონფერენცია
"მანჩესტერ იუნიატედის" ახალმა მწვრთნელმა შოტლანდიელმა დევიდ მოიესმა ბანგკოკში "სინგჰა ოლ-სტართან" მატჩამდე წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.
დევიდ მოიესის წინასამატჩო პრესკონფერენცია
"მანჩესტერ იუნიატედის" ახალმა მწვრთნელმა შოტლანდიელმა დევიდ მოიესმა ბანგკოკში "სინგჰა ოლ-სტართან" მატჩამდე წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

უეინ რუნის ტრავმის შესახებ

"ძალიან სამწუხაროა,რომ უეინ რუნი ნაადრევად გამოეთიშა ტურნეს ტრავმის გამო.მას ტკივილი აწუხებდა ბარძაყის არეში და გამოკვლევების ჩატარებამ მცირე ტრავმა დააფიქსირა.სავარაუდოდ მას 2-3 კვირა გაუცდება.ზედმეტი პრობლემების თავიდან ასაცილებლად ჩვენ გადავწყვიტეთ რუნი მანჩესტერში გაგვეგზავნა და იქ გაევლო ტრავმის აღდგენითი ვარჯიშები.სავარაუდოდ ჩვენს ტურნეზე რუნის ვეღარ ვიხილავთ,მაგრამ ჩვენ ტურნეს შემდეგ სტოკჰოლმში გვაქვს რიო ფერდინანდის საპატივცემულო მატჩი და იქ შეძლებს თამაშს უეინი.რუნიეხლა მანჩესტერში იმყოფება და მსუბუქი ვარჯიშებით იშუშებს ტრავმას სპორტულ დარბაზებში და აუზებში.რა თქმა უნდა ის ჩვენ დაგვიბრუნდება ძალიან კარგი ფორმით."

კომენტარი ჟოზე მოურინიოს განცხადებაზე

"ვფიქრობ,გასულ პრესკონფერენციაზე მე ნათლად განვაცხადე,რომ უეინ რუნი არ იყიდება.რაც შეეხება ჟოზე მოურინიოს კომენტარს,ყველას აქვს იმის უფლება,რომ კარგ ფეხბურთელზე ისაუბროს.არ ვიცი მე რამდენჯერ მომიწევს იმის თქმა,რომ უეინ რუნი არის "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი და იქნება კიდევ დიდი ხნის განმავლობაში."

"ვფიქრობ მე საკმარისად გავაკეთე კომენტარი უეინ რუნის ტრავმისა და მომავლის შესახებ,ეხლა მთავარია,რომ ხალხს არ დაავიწყდეს ერთი რამ - "მანჩესტერ იუანიტედის" არის გუნდი და არა მხოლოდ ერთი მოთამაშე."

ტიაგო ალკანტარის ტრანსფერის შესახებ

"ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე ტრანსფერზე და იმედი მაქვს სულ მალე მოვახერხებთ ამ ტრანსფერების ოფიციალურ დონემდე მიყვანას.რაც შეეხება ტიაგო ალკანტარას,მე არასდროს მითქვამს,რომ ის ჩვენი სამიზნე არის."

ნემანია ვიდიჩი

"ნემანია ვიდიჩს ისევ აწუხებს ტრავმა და ამ მომენტისთვის ის გადის ინექციურ კურსს ტრავმის მოსაშუშებლად.თუ ის ამ ტემპით გააგრძელებს ტრავმის აღდგენით პროცესებს,მაშინ ჩვენს ტურნეს შეურთდება,მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ გარისკვას."

ლუიშ ნანი

"ლუიშ ნანიმ პატარა ოპერაცია ჩაიტარა ცხვირზე,მას სუნთქვის პრობლემები ჰქონდა და ამ მომენტისთვის მანჩესტერში იმყოფება.თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა სულ მალე ის ჩვენს ტურნეს შეუერთდება."

წყარო: MANUTD.RU
პრესკონფერენცია
12 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
13 ივლისი 2013 12:43
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ვიდიჩი ხო შეუკლო ამ ტრავმამ რაა likeaboss
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: Beckham 7
13 ივლისი 2013 12:45
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
ფერდო რა როჟაა სურათზე :დ საღოლ დათო.

ესეიგი ნანი არსად არ მიდის, იმედია ფორმას დაიბრუნებს და იმედებს კიდე არ გაგვიცრუებს. რუნი და ვიდიჩი ტურნეზე არ დაგვაკლდებიან მარა მალე უნდა დაბრუნდნენ ფორმაში რო ჩადგნენ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№3
ავტორი: Shako Jones
13 ივლისი 2013 12:53
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
სუნთქვის პრობლემა მგონი ბებესაც აქვს :დ ისეთი ცხვირი აქ
0
№4
ავტორი: red devil
13 ივლისი 2013 13:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Rooneyze momwons amis laparaki :-D
0
№5
ავტორი: love united
13 ივლისი 2013 13:07
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ნანი მალე დაგვიბრუნდება იმედია...დღეს ზაას ველოდები... love
0
№6
ავტორი: Amanda Seyfried
13 ივლისი 2013 13:19
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
დღეს გამოცდება მატჩი მგონი
0
№7
ავტორი: gilmour
13 ივლისი 2013 13:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ამომწურავად თქვა მგონი ყველაფერი, სერ ალექსი სულ გამოცანებს ამბობდა:)) ტრანსფერები აუცილებლად იქნება, რუნი დიდხანს დარჩება, რავიცი მეტი არც ჩვენ გვინდა ამ ეტაპზე:)
0
№8
ავტორი: Malboro463
13 ივლისი 2013 13:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5854
Shako Jones,
მასეთი ცხვირი ვისაც აქვს კი არ უჭირთ ყველაზე კარგად ეგენი სუნთქავენ სიცხეში wink
0
№9
ავტორი: VaRdo
13 ივლისი 2013 15:18
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ტრანსფერები დაიდოს დევიდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№10
ავტორი: buka oboladze
13 ივლისი 2013 15:24
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ვიდა მართლა რა ტრავმიანია რა
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top