თბილისი:
მანჩესტერი:
13-07-2013, 12:42
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2179,
კომენტარები: 12
დევიდ მოიესის წინასამატჩო პრესკონფერენცია
"მანჩესტერ იუნიატედის" ახალმა მწვრთნელმა შოტლანდიელმა დევიდ მოიესმა ბანგკოკში "სინგჰა ოლ-სტართან" მატჩამდე წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.
დევიდ მოიესის წინასამატჩო პრესკონფერენცია
"მანჩესტერ იუნიატედის" ახალმა მწვრთნელმა შოტლანდიელმა დევიდ მოიესმა ბანგკოკში "სინგჰა ოლ-სტართან" მატჩამდე წინასამატჩო პრესკონფერენცია გამართა.

უეინ რუნის ტრავმის შესახებ

"ძალიან სამწუხაროა,რომ უეინ რუნი ნაადრევად გამოეთიშა ტურნეს ტრავმის გამო.მას ტკივილი აწუხებდა ბარძაყის არეში და გამოკვლევების ჩატარებამ მცირე ტრავმა დააფიქსირა.სავარაუდოდ მას 2-3 კვირა გაუცდება.ზედმეტი პრობლემების თავიდან ასაცილებლად ჩვენ გადავწყვიტეთ რუნი მანჩესტერში გაგვეგზავნა და იქ გაევლო ტრავმის აღდგენითი ვარჯიშები.სავარაუდოდ ჩვენს ტურნეზე რუნის ვეღარ ვიხილავთ,მაგრამ ჩვენ ტურნეს შემდეგ სტოკჰოლმში გვაქვს რიო ფერდინანდის საპატივცემულო მატჩი და იქ შეძლებს თამაშს უეინი.რუნიეხლა მანჩესტერში იმყოფება და მსუბუქი ვარჯიშებით იშუშებს ტრავმას სპორტულ დარბაზებში და აუზებში.რა თქმა უნდა ის ჩვენ დაგვიბრუნდება ძალიან კარგი ფორმით."

კომენტარი ჟოზე მოურინიოს განცხადებაზე

"ვფიქრობ,გასულ პრესკონფერენციაზე მე ნათლად განვაცხადე,რომ უეინ რუნი არ იყიდება.რაც შეეხება ჟოზე მოურინიოს კომენტარს,ყველას აქვს იმის უფლება,რომ კარგ ფეხბურთელზე ისაუბროს.არ ვიცი მე რამდენჯერ მომიწევს იმის თქმა,რომ უეინ რუნი არის "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი და იქნება კიდევ დიდი ხნის განმავლობაში."

"ვფიქრობ მე საკმარისად გავაკეთე კომენტარი უეინ რუნის ტრავმისა და მომავლის შესახებ,ეხლა მთავარია,რომ ხალხს არ დაავიწყდეს ერთი რამ - "მანჩესტერ იუანიტედის" არის გუნდი და არა მხოლოდ ერთი მოთამაშე."

ტიაგო ალკანტარის ტრანსფერის შესახებ

"ამჟამად ჩვენ ვმუშაობთ რამდენიმე ტრანსფერზე და იმედი მაქვს სულ მალე მოვახერხებთ ამ ტრანსფერების ოფიციალურ დონემდე მიყვანას.რაც შეეხება ტიაგო ალკანტარას,მე არასდროს მითქვამს,რომ ის ჩვენი სამიზნე არის."

ნემანია ვიდიჩი

"ნემანია ვიდიჩს ისევ აწუხებს ტრავმა და ამ მომენტისთვის ის გადის ინექციურ კურსს ტრავმის მოსაშუშებლად.თუ ის ამ ტემპით გააგრძელებს ტრავმის აღდგენით პროცესებს,მაშინ ჩვენს ტურნეს შეურთდება,მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ გარისკვას."

ლუიშ ნანი

"ლუიშ ნანიმ პატარა ოპერაცია ჩაიტარა ცხვირზე,მას სუნთქვის პრობლემები ჰქონდა და ამ მომენტისთვის მანჩესტერში იმყოფება.თუ ყველაფერმა კარგად ჩაიარა სულ მალე ის ჩვენს ტურნეს შეუერთდება."

წყარო: MANUTD.RU
პრესკონფერენცია
12 კომენტარი
№11
ავტორი: NeymaR
13 ივლისი 2013 17:58
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
ეე ზაჰა ზამენაზეა :(:( ტეხავს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№12
ავტორი: GGMU20
13 ივლისი 2013 20:22
  • სიახლეები: 14
  • კომენტარები: 202
მე მჯერა შენი მოიეს ♥
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ G G M U !!!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top