შემოგთავაზებთ პატრის ევრას ექსკლუზიურ ინტერვიუს, რომელიც მან გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდს მისცა...
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვიცე-კაპიტანმა პატრის ევრამ გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა...
ნიშნავს თუ არა გადატვირთული განრიგი იმას, რომ ჩვენ სეზონის საკმაოდ მნიშვნელოვან ფაზაში შევაბიჯეთ?რა თქმა უნდა. ვფიქრობ, რომ ახლა მართლაც რომ დიდი და მნიშვნელოვანი მომენტების დრო დადგა. ახლო მომავალში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრების ჩატარება მოგვიწევს, ამიტომ ჩვენ ჩვენი შესაძლებლობები მაქსუმალურად უნდა გამოვიყენოთ მოედანზე. ამის კეთება ნიუკასლში დავიწყეთ და ვფიქრობ, რომ ასე უნდა გავაგრძელოთ. მომდევნო რამდენიმე კვირა ძალიან გადატვირთული იქნება და ჩვენ ყველა მნიშვნელოვან მატჩში უნდა ვაჩვენოთ თუ რა შეგვიძლია და წარმატებასაც აუცილებლათ მივაღწევთ.
"ჩელსი" ლიგის სათავეშია, მაგრამ ჯერ ვერავინ შეძლო მათი ნაკლის პოვნა. გაგაკვირვათ ამ ფაქტმა?გაკვირვებული არ გახლავართ რადგან ვფიქრობ, რომ პრემიერ ლიგა ძალიან რთული ლიგაა. უკვე ამ სეზონმაც ანახა ეს. წელს მარტო "იუნაიტედი" და "სიტი" როდი იბრძოლებენ ტიტულისთვის - "ჩელსი" ამ დროისთვის ლიდერობს, "ტოტენჰემიც" კარგად თამაშობს და არ დაგავიწყდეთ, რომ "არსენალიც" აქ არის. და დარწმუნებული ვარ, რომ სეზონის ბოლოსთვის "ლივერპულიც" შეძლებს რეაბილიტირებას. პრემიერ ლოგა ნამდვილათ არ არის ადვილი ლიგა - სწორედ ამიტომ სურს ყველას აქ თამაში.
არის თუ არა მოქმედი შემადგენლობა ძლიერი? მენეჯერს ორნაირი უძლიერესი სასტარტო შემადგენლობის გამოყვანა შეუძლია, არ მეთანხმებით?დიახ გეთანხმებით. მენეჯერს ორგვარი სასტარტო შემადგენლობის გამოყვანა შეუძლია. ყველა პოზიციაზე ძალიან დიდი კონკურენციაა. ვარჯიშებზე და თამაშებზე კარგად უნდა წარმოაჩინო თავი, თორემ შეიძლება უცბათ სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდე. ეს "მანჩესტერ იუნაიტედია" - აქ ყველა კარგად გრძნობს თავს და ცდილობსთავისი მაქსიმუმი გაიღოს, სხვანირად არც შეიძლება.
ხართ თუ არა კმაყოფილი საკუთარი თავით ამ სეზონზე?ძალიან კარგად ვგრძნობ თავს ამ სეზონზე. მე რამდენიმე ძალიან კარგი შედეგი ვაჩვენე "იუნაიტედში" და ასევე ეროვნულ ნაკრებში და მე ამით ძალიან მოხარული ვარ. მე უბრალოდ მსურს გავაგრძელო თამაში, დავიცვა გუნდი კარგად და რამდენიმე გოლი კიდევ გავიტანო!
თუ არ შეწუხდებით მოგვიყევით სანაძლეოზე, რომელიც თქვენ და ანდერსონმა დადეთ გოლების თაობაზე. მან გვითხრა, რომ თუ ის 12 გოლს გაიტანს თქვენ მას საჩუქრებს აჩუქებთ...[იცინის] დიახ, ეს მართალია! თუ ის 12 გოლს გაიტანს მე მას დიდ საჩუქარს გავუკეთებ. მე მასთან სანაძლეო გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე დავდე. თუ ის 11 გოლს გაიტანს და ჩვენ ლიგას მოვიგებთ მოხარული ვიქნები, მაგრამ თუ 12-ს გაიტანს არამგონია, რადგან მე მისთვის საჩუქრის ჩუქება მომიწევს!
წყარო: manutd.com