თბილისი:
მანჩესტერი:
23-10-2012, 17:56
ავტორი: APeX,
ნანახია: 2153,
კომენტარები: 18
პატრისი: "გაბრწყინების დროა"
შემოგთავაზებთ პატრის ევრას ექსკლუზიურ ინტერვიუს, რომელიც მან გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდს მისცა...
პატრისი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ვიცე-კაპიტანმა პატრის ევრამ გუნდის ოფიციალურ ვებ-გვერდს ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა...

ნიშნავს თუ არა გადატვირთული განრიგი იმას, რომ ჩვენ სეზონის საკმაოდ მნიშვნელოვან ფაზაში შევაბიჯეთ?

რა თქმა უნდა. ვფიქრობ, რომ ახლა მართლაც რომ დიდი და მნიშვნელოვანი მომენტების დრო დადგა. ახლო მომავალში ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრების ჩატარება მოგვიწევს, ამიტომ ჩვენ ჩვენი შესაძლებლობები მაქსუმალურად უნდა გამოვიყენოთ მოედანზე. ამის კეთება ნიუკასლში დავიწყეთ და ვფიქრობ, რომ ასე უნდა გავაგრძელოთ. მომდევნო რამდენიმე კვირა ძალიან გადატვირთული იქნება და ჩვენ ყველა მნიშვნელოვან მატჩში უნდა ვაჩვენოთ თუ რა შეგვიძლია და წარმატებასაც აუცილებლათ მივაღწევთ.


"ჩელსი" ლიგის სათავეშია, მაგრამ ჯერ ვერავინ შეძლო მათი ნაკლის პოვნა. გაგაკვირვათ ამ ფაქტმა?

გაკვირვებული არ გახლავართ რადგან ვფიქრობ, რომ პრემიერ ლიგა ძალიან რთული ლიგაა. უკვე ამ სეზონმაც ანახა ეს. წელს მარტო "იუნაიტედი" და "სიტი" როდი იბრძოლებენ ტიტულისთვის - "ჩელსი" ამ დროისთვის ლიდერობს, "ტოტენჰემიც" კარგად თამაშობს და არ დაგავიწყდეთ, რომ "არსენალიც" აქ არის. და დარწმუნებული ვარ, რომ სეზონის ბოლოსთვის "ლივერპულიც" შეძლებს რეაბილიტირებას. პრემიერ ლოგა ნამდვილათ არ არის ადვილი ლიგა - სწორედ ამიტომ სურს ყველას აქ თამაში.


არის თუ არა მოქმედი შემადგენლობა ძლიერი? მენეჯერს ორნაირი უძლიერესი სასტარტო შემადგენლობის გამოყვანა შეუძლია, არ მეთანხმებით?

დიახ გეთანხმებით. მენეჯერს ორგვარი სასტარტო შემადგენლობის გამოყვანა შეუძლია. ყველა პოზიციაზე ძალიან დიდი კონკურენციაა. ვარჯიშებზე და თამაშებზე კარგად უნდა წარმოაჩინო თავი, თორემ შეიძლება უცბათ სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდე. ეს "მანჩესტერ იუნაიტედია" - აქ ყველა კარგად გრძნობს თავს და ცდილობსთავისი მაქსიმუმი გაიღოს, სხვანირად არც შეიძლება.


ხართ თუ არა კმაყოფილი საკუთარი თავით ამ სეზონზე?

ძალიან კარგად ვგრძნობ თავს ამ სეზონზე. მე რამდენიმე ძალიან კარგი შედეგი ვაჩვენე "იუნაიტედში" და ასევე ეროვნულ ნაკრებში და მე ამით ძალიან მოხარული ვარ. მე უბრალოდ მსურს გავაგრძელო თამაში, დავიცვა გუნდი კარგად და რამდენიმე გოლი კიდევ გავიტანო!


თუ არ შეწუხდებით მოგვიყევით სანაძლეოზე, რომელიც თქვენ და ანდერსონმა დადეთ გოლების თაობაზე. მან გვითხრა, რომ თუ ის 12 გოლს გაიტანს თქვენ მას საჩუქრებს აჩუქებთ...

[იცინის] დიახ, ეს მართალია! თუ ის 12 გოლს გაიტანს მე მას დიდ საჩუქარს გავუკეთებ. მე მასთან სანაძლეო გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე დავდე. თუ ის 11 გოლს გაიტანს და ჩვენ ლიგას მოვიგებთ მოხარული ვიქნები, მაგრამ თუ 12-ს გაიტანს არამგონია, რადგან მე მისთვის საჩუქრის ჩუქება მომიწევს!

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
18 კომენტარი
№11
ავტორი: rooney-nika
23 ოქტომბერი 2012 18:54
  • სიახლეები: 23
  • კომენტარები: 351
ViVi,
მომავალში კი ნამდვილად ათამაშდება უბრალოდ წელს ახალია და შეგუების პონტია რა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ shedis..?__ ) au ki__ ) gtkiva..?__ ) au ki__ : )) upro magrad sheyavi..!__ ) kide gtkiva..?__ ) kii__ : )) cota viwro gaaq da moitmine..!__ : )) axlac gtkiva..?__ : )) au kii__ : )) mashin dzvirpaso sxva pexsacmeli gaizome..!__: ))
№12
ავტორი: Ví Ví
23 ოქტომბერი 2012 19:00
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
rooney-nika,
კიკი წელს ევრიტომ უნდა გაიბრწყინოს და მერე სხვასაც აცადოოოს :D
0
№13
ავტორი: gilmour
23 ოქტომბერი 2012 19:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ჰა ჰა ანდერსონს მთელ კარიერაში არ გაუტანია ერთად მაგდენი და ამ სეზონში უნდა გაიტანოს 12:)) ევრამ მოატყუა მაგრად ანდო:))
0
№14
ავტორი: Live
23 ოქტომბერი 2012 20:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 8
ევრა love
0
№15
ავტორი: Xashursky
23 ოქტომბერი 2012 20:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 52
ძალიან კარგად ვგრძნობ თავს ამ სეზონზე. მე რამდენიმე ძალიან კარგი შედეგი ვაჩვენე "


yuno
0
№16
ავტორი: Amanda Seyfried
23 ოქტომბერი 2012 21:01
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ანდოსთვის ანანება სათამაშო დრო ბაბუს და რანაირად გაიტანს 12 ტო
0
№17
ავტორი: RoooneY AND rVp
2 ნოემბერი 2012 11:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 184
მიაწექითტტტ
0
№18
ავტორი: TrueRed
27 თებერვალი 2013 21:52
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
მაგარია ევრა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top