თბილისი:
მანჩესტერი:
8-07-2013, 23:26
ავტორი: washington,
ნანახია: 2648,
კომენტარები: 18
ექსკლუზივი: "მოიესი აწმყოსა და მომავალზე"
"ევერტონის" ყოფილი და ახლა უკვე "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, – დევიდ მოიესი წარსულსა და მომავალზე საუბრობს. სრულიადში კი შემოგთავაზებთ მის ინტერვიუს, სადაც მრავალ საინტერესო ფაქტს ეხება.
ექსკლუზივი:
"ევერტონის" ყოფილი და ახლა უკვე "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, – დევიდ მოიესი წარსულსა და მომავალზე საუბრობს. ქვემოთ კი შემოგთავაზებთ მის ინტერვიუს, სადაც მრავალ საინტერესო ფაქტს ეხება.


– დევიდ, რატომ გადაწყვიტეთ მწვრთნელობა?

ექსკლუზივი: "მოიესი აწმყოსა და მომავალზე"

– "ბავშვობიდანვე ჯერ ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი, შემდეგ კი მწვრთნელობაზე. ისე ცნობისთვის გეტყვით, რომ ფეხბურთის გარდა გოლფის თამაში მიზიდავს".


– და მწვრთნელობა ვინ გირჩიათ?

ექსკლუზივი: "მოიესი აწმყოსა და მომავალზე"

– "ადრე ერთი კარგი მასწავლებელი მყავდა, მან ამიხსნა, რომ მწვრთნელი ეს იგივეა, რაც ლიტერატურული ნაწარმოების ავტორი, რომელსაც თავისი იდეები ქაღალდზე გადააქვს და რომ კარგი მწვრთნელი თერთმეტ ფეხბურთელს მოედანზე ერთ სხეულ და ერთ სულად აქცევს".


– რა გხიბლავთ ფეხბურთში?

ექსკლუზივი: "მოიესი აწმყოსა და მომავალზე"

– "საერთოდ, ძალიან მომწონს ისეთი ფეხბურთი, როცა გუნდი დიდხანს ფლობს ბურთს, დიდი ძალებით უტევს და მთლიანად დომინირებს მოედანზე. ტელევიზორში მატჩის ცქერა ვერ იძლევა თამაშის სურათის მთლიანად აღქმის საშუალებას, ამიტომ ხშირად დავდიოდი სტადიონზე და მივხვდი, რომ სტილი დიდწილად განსაზღვრავს შედეგს".


– რა არის თქვენი მთავარი პრინციპი?

ექსკლუზივი: "მოიესი აწმყოსა და მომავალზე"

– "მთავარი ახლა საფეხბურთო შრომითი კულტურის დანერგვაა. ჩვენ მთელი კვირა წინასწარ დაწერილი პროგრამით ვემზადებით, რათა შაბათ–კვირას, ჩემპიონატის მორიგი მატჩისთვის ყველა ფეხბურთელი მაქსიმალურ მზადყოფნაში იყოს, მოწინააღმდეგე ტემპში დავჩაგროთ, ბურთი არ დავთმოთ და თამაშის მიმდინარეობის წარმმართველი ჩვენ ვიყოთ. ამის მიღწევა ორდინალური ფეხბურთლებით არ მოხერხდება, ამისთვის საჭიროა უმაღლესი დონის მოთამაშეები, რომლებიც საამისოდ ფსიქოლოგიურად მზად არიან".


– თქვენს სახელს უკავშირდება პრესინგის, ზონური დაცვისა და 4–4–2 ტაქტიკური სქემის ახლებურად გააზრება და პრაქტიკაში გამოყენება.

ექსკლუზივი: "მოიესი აწმყოსა და მომავალზე"

– "შეიძლება ასეც ითქვას, მაგრამ ჩემი უმთავრესი დამსახურება ისაა, რომ "ევერტონის" ყველა თერთმეტივე მოთამაშე მატჩის მსვლელობის დროს ცდილობდა სინქრონულად ემოქმედა ბურთით და უბრალოდაც, აგვეთვისებინა შეტევის და თავდაცვის დროს მოედნის ყველა ის მონაკვეთი, სადაც შეიძლება ბურთი გადაადგინებულიყო. რაც შეეხება პრესინგს, ზონურ დაცვას და ტაქტიკურ სქემებს, მოცემული მომენტის შესაბამისად ვირჩევდით და რახან ამაში არ ვცდებოდით, ხშირად გამარჯვებულებიც გამოვდიოდით".


– როგორ უნდა მიაღწიო დიდ გამარჯვებას?

ექსკლუზივი: "მოიესი აწმყოსა და მომავალზე"

– "საერთოდ დიდი გამარჯვება მთელი ძალების გარეშე არ მოდის, ეს თანამედროვეობის მოთხოვნაა. თქვენ რა გგონიათ, ფეხბურთელებზე ნაკლებად დაღლილი ვარ? დღეღამეში 16 საათს ვმუშაობ და ძილშიც ფეხბურთზე ვბოდავ".


– როგორი იყო "ევერტონში" თქვენი იდეები და ახლაც აქტუალური იქნება?

ექსკლუზივი: "მოიესი აწმყოსა და მომავალზე"

– "დიახ, რადგან ჩემს შემდეგ "ევერტონის" ხელმძღვანელობა და გულშემატკივრობა ყველა მიხვდა, რომ მთავარი გუნდური თამაშია და ვერავითარი ვარსკვლავები ვერ გვიშველიდა თუ ამ პრინციპით არ იხელმძღვანელებ. თანამედროვე ფეხბურთი ამ მიგნებას ეყრდნობა დღესაც. ვარსკვლავის ყიდვა შესაძლებელია, გუნდური თამაშისა – არა"!


– მწვრთნელის როლი ფეხბურთში კიდევ უფრო გაიზრდება?

ექსკლუზივი: "მოიესი აწმყოსა და მომავალზე"

– "რა თქმა უნდა. გარდა პროფესიონალიზმისა, მას აუცილებლად ესაჭიროება ინტუიცია და დიდაქტიკოსის უნარი, სხვანაირად მწვრთნელი რაიმე წარმატებას ვერ მოიპოვებს".


– შეგიძლიათ გვითხრათ დაახლოებით, როგორი იქნება ფეხბურთი ოცი წლის შემდეგ?

ექსკლუზივი: "მოიესი აწმყოსა და მომავალზე"

- "როგორც ყველაფერი, ფეხბურთიც ვითარდება. იგი კიდევ უფრო სწრაფი გახდება და კიდევ მეტ კოლექტივიზმს მოითხოვს. ფეხბურთის ისტორიაში "აიაქსმა", "მანჩესტერმა", "რეალმა", "ბარსელონამ" და ახლანდელმა "ბაიერნმა" აიყვანეს ეს თამაში განვითარების ახალ საფეხბურზე. ხუთივე ამ გუნდისთვის დამახასიათებელი გახლავთ ბურთის დროული ართმევა, მისი სრული კონტროლი და გუნდის ერთობლივი, მაქსიმალურად შეთანხმებული მოქმედება. ვფიქრობ, ოცი წლის შემდეგ, ისევ გამოჩნდება რომელიმე გუნდი, რომელიც ამ მხრივ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წასწევს ფეხბურთს".


– რამეს ხომ არ დაამატებდით ნათქვამს?

ექსკლუზივი: "მოიესი აწმყოსა და მომავალზე"

– "დიახ, მინდა ვთქვა, რომ დიდი იმედით შევყურებ უეფას მიერ შემოღებულ ფინანსურ "ფეარ–პლეის". როდესაც ყველანაირ ბიზნესში, მათ შორის ფეხბურთშიც, ფინნსური წამგებიანობა, რომელიც საფუძველშივე ეწინააღმდეგება მის არსს, ჩვეულებრივი მოვლენა ხდება, იქ ფართო ასპარეზი ეშლება გარიგებულ მატჩებს, ფულის გათეთრებასა და ათასგვარ კრიმინალს. ეს ფეხბურთს თუ არ დაღუპავდა, ძალიან აზარალებდა და კარგია, რომ მის წინააღმდეგ ასეთი ეფექტური საშუალება გამოინახა, თუმცა მის რეალიზებას დიდი ყურადღება და დროდადრო კორექტირება აუცილებლად დასჭირდება".


- და ბოლოს, როგორ მოგეწონათ "მანჩესტერული" ატმოსფერო?

ექსკლუზივი: "მოიესი აწმყოსა და მომავალზე"

- "ჯერ სულ რაღაც დღეებია, რაც "მანჩესტერ იუნაიტედს" შევუერთდი და იმდენი საინტერესო, რამ ვნახე მთელი ერთი დღე ლაპარაკით ვერ მოვრჩები. ეს კლუბი ლეგენდებითაა აღსავსე, მისვლისთანავე ყველანი კარგად დამხვდნენ და ძალიან კმაყოფილი დავრჩი ამ ფაქტით".


წყარო: soccerlens.com
სიახლეები, სტატიები, ახალი ამბები, ინტერვიუები, ვიდეოები
18 კომენტარი
№1
ავტორი: Oliveira Anderson
8 ივლისი 2013 23:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 17
გენაცვალე გიო მადლობა გადათარგმნისთვის ჩავუჯდები და წავიკითხავ ეხლა love http://soccerlens.com/ ჩაამატე ამის ინტერვიუს წყაროა ერთი საინტერესო ინტერვიუ კიდევ მაქვს და მოგცემ და იქნებ როგორმე გადამითარგმნო დიდია ოღონდ ამაზე ბევრად
0
№2
ავტორი: washington
8 ივლისი 2013 23:29
  • სიახლეები: 179
  • კომენტარები: 383
ციტატა: Oliveira Anderson
გენაცვალე გიო მადლობა გადათარგმნისთვის ჩავუჯდები და წავიკითხავ ეხლა http://soccerlens.com/ ჩაამატე ამის ინტერვიუს წყაროა ერთი საინტერესო ინტერვიუ კიდევ მაქვს და მოგცემ და იქნებ როგორმე გადამითარგმნო დიდია ოღონდ ამაზე ბევრად

მერე სკაიპში ტექსტის გამოგზავნას წყარო მოგეცა ეგრევე არ ჯობდა რო დამტანჯე :D :* სპასიბა :)) რავი ბიჭო თუ დიდია ხვალ შეიძლება არვიყო და ზეგისთვის მოჟნა :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№3
ავტორი: Oliveira Anderson
8 ივლისი 2013 23:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 17
washington,
რო მომეწონა ინტერვიუ დოკუმენტებში დავაკოპირე და ეგ გამოგიგზავნე წყარო აღარ მახსოვდა და მაგიტომ გამოგიგზავნე ტექსტით სკაიპპპსსი megustamucho
0
№4
ავტორი: Luka Gelashvili
8 ივლისი 2013 23:31
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
საღოლ ))) ჩავუჯდები ეხლა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№5
ავტორი: NeymaR
8 ივლისი 2013 23:33
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 553
საღოლ ავტორ !!! მაგარი პროფესიონალია რაა <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Cristiano Ronaldo | I'm Coming Home | Manchester United
№6
ავტორი: Becksy
8 ივლისი 2013 23:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 176
washington,
ვერი ვერი გუდ გუდ :Dდდდდ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ || Nemanja Vidic ||
№7
ავტორი: BERDI
8 ივლისი 2013 23:35
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
საღოლსაღოლ ბევრი გიშრომია.

მოიესი კიდე მართლაც რო ღირსეული მწვრთნელია. 4-4-2 მომეწონა დააბრუოს რუნი მის ადგილას და ბომბა შეტევა იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№8
ავტორი: VaRdo
8 ივლისი 2013 23:57
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
საღოლ გიო. ამ კაცზე კდიე რა ვთქვა. ძაან დიდი იმედიმ აქვს და მჯერა რომ არ გაუცრუებს ამდენ ხალხს იმედებს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№9
ავტორი: Z A C K™
9 ივლისი 2013 01:55
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
ძაან საინტერესო იყო,თავდაჯერებული ჩანს და ვნახოთ რა შედეგს დადებს! ადლობა ავტორს...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№10
ავტორი: red devil
9 ივლისი 2013 05:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Sagol avtor kaia. Am kacis didi imedi maq da imedia gaamartlebs.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top