თბილისი:
მანჩესტერი:
8-07-2013, 23:26
ავტორი: washington,
ნანახია: 2649,
კომენტარები: 18
ექსკლუზივი: "მოიესი აწმყოსა და მომავალზე"
"ევერტონის" ყოფილი და ახლა უკვე "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, – დევიდ მოიესი წარსულსა და მომავალზე საუბრობს. სრულიადში კი შემოგთავაზებთ მის ინტერვიუს, სადაც მრავალ საინტერესო ფაქტს ეხება.
ექსკლუზივი:
"ევერტონის" ყოფილი და ახლა უკვე "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი, – დევიდ მოიესი წარსულსა და მომავალზე საუბრობს. ქვემოთ კი შემოგთავაზებთ მის ინტერვიუს, სადაც მრავალ საინტერესო ფაქტს ეხება.


– დევიდ, რატომ გადაწყვიტეთ მწვრთნელობა?

ექსკლუზივი: "მოიესი აწმყოსა და მომავალზე"

– "ბავშვობიდანვე ჯერ ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი, შემდეგ კი მწვრთნელობაზე. ისე ცნობისთვის გეტყვით, რომ ფეხბურთის გარდა გოლფის თამაში მიზიდავს".


– და მწვრთნელობა ვინ გირჩიათ?

ექსკლუზივი: "მოიესი აწმყოსა და მომავალზე"

– "ადრე ერთი კარგი მასწავლებელი მყავდა, მან ამიხსნა, რომ მწვრთნელი ეს იგივეა, რაც ლიტერატურული ნაწარმოების ავტორი, რომელსაც თავისი იდეები ქაღალდზე გადააქვს და რომ კარგი მწვრთნელი თერთმეტ ფეხბურთელს მოედანზე ერთ სხეულ და ერთ სულად აქცევს".


– რა გხიბლავთ ფეხბურთში?

ექსკლუზივი: "მოიესი აწმყოსა და მომავალზე"

– "საერთოდ, ძალიან მომწონს ისეთი ფეხბურთი, როცა გუნდი დიდხანს ფლობს ბურთს, დიდი ძალებით უტევს და მთლიანად დომინირებს მოედანზე. ტელევიზორში მატჩის ცქერა ვერ იძლევა თამაშის სურათის მთლიანად აღქმის საშუალებას, ამიტომ ხშირად დავდიოდი სტადიონზე და მივხვდი, რომ სტილი დიდწილად განსაზღვრავს შედეგს".


– რა არის თქვენი მთავარი პრინციპი?

ექსკლუზივი: "მოიესი აწმყოსა და მომავალზე"

– "მთავარი ახლა საფეხბურთო შრომითი კულტურის დანერგვაა. ჩვენ მთელი კვირა წინასწარ დაწერილი პროგრამით ვემზადებით, რათა შაბათ–კვირას, ჩემპიონატის მორიგი მატჩისთვის ყველა ფეხბურთელი მაქსიმალურ მზადყოფნაში იყოს, მოწინააღმდეგე ტემპში დავჩაგროთ, ბურთი არ დავთმოთ და თამაშის მიმდინარეობის წარმმართველი ჩვენ ვიყოთ. ამის მიღწევა ორდინალური ფეხბურთლებით არ მოხერხდება, ამისთვის საჭიროა უმაღლესი დონის მოთამაშეები, რომლებიც საამისოდ ფსიქოლოგიურად მზად არიან".


– თქვენს სახელს უკავშირდება პრესინგის, ზონური დაცვისა და 4–4–2 ტაქტიკური სქემის ახლებურად გააზრება და პრაქტიკაში გამოყენება.

ექსკლუზივი: "მოიესი აწმყოსა და მომავალზე"

– "შეიძლება ასეც ითქვას, მაგრამ ჩემი უმთავრესი დამსახურება ისაა, რომ "ევერტონის" ყველა თერთმეტივე მოთამაშე მატჩის მსვლელობის დროს ცდილობდა სინქრონულად ემოქმედა ბურთით და უბრალოდაც, აგვეთვისებინა შეტევის და თავდაცვის დროს მოედნის ყველა ის მონაკვეთი, სადაც შეიძლება ბურთი გადაადგინებულიყო. რაც შეეხება პრესინგს, ზონურ დაცვას და ტაქტიკურ სქემებს, მოცემული მომენტის შესაბამისად ვირჩევდით და რახან ამაში არ ვცდებოდით, ხშირად გამარჯვებულებიც გამოვდიოდით".


– როგორ უნდა მიაღწიო დიდ გამარჯვებას?

ექსკლუზივი: "მოიესი აწმყოსა და მომავალზე"

– "საერთოდ დიდი გამარჯვება მთელი ძალების გარეშე არ მოდის, ეს თანამედროვეობის მოთხოვნაა. თქვენ რა გგონიათ, ფეხბურთელებზე ნაკლებად დაღლილი ვარ? დღეღამეში 16 საათს ვმუშაობ და ძილშიც ფეხბურთზე ვბოდავ".


– როგორი იყო "ევერტონში" თქვენი იდეები და ახლაც აქტუალური იქნება?

ექსკლუზივი: "მოიესი აწმყოსა და მომავალზე"

– "დიახ, რადგან ჩემს შემდეგ "ევერტონის" ხელმძღვანელობა და გულშემატკივრობა ყველა მიხვდა, რომ მთავარი გუნდური თამაშია და ვერავითარი ვარსკვლავები ვერ გვიშველიდა თუ ამ პრინციპით არ იხელმძღვანელებ. თანამედროვე ფეხბურთი ამ მიგნებას ეყრდნობა დღესაც. ვარსკვლავის ყიდვა შესაძლებელია, გუნდური თამაშისა – არა"!


– მწვრთნელის როლი ფეხბურთში კიდევ უფრო გაიზრდება?

ექსკლუზივი: "მოიესი აწმყოსა და მომავალზე"

– "რა თქმა უნდა. გარდა პროფესიონალიზმისა, მას აუცილებლად ესაჭიროება ინტუიცია და დიდაქტიკოსის უნარი, სხვანაირად მწვრთნელი რაიმე წარმატებას ვერ მოიპოვებს".


– შეგიძლიათ გვითხრათ დაახლოებით, როგორი იქნება ფეხბურთი ოცი წლის შემდეგ?

ექსკლუზივი: "მოიესი აწმყოსა და მომავალზე"

- "როგორც ყველაფერი, ფეხბურთიც ვითარდება. იგი კიდევ უფრო სწრაფი გახდება და კიდევ მეტ კოლექტივიზმს მოითხოვს. ფეხბურთის ისტორიაში "აიაქსმა", "მანჩესტერმა", "რეალმა", "ბარსელონამ" და ახლანდელმა "ბაიერნმა" აიყვანეს ეს თამაში განვითარების ახალ საფეხბურზე. ხუთივე ამ გუნდისთვის დამახასიათებელი გახლავთ ბურთის დროული ართმევა, მისი სრული კონტროლი და გუნდის ერთობლივი, მაქსიმალურად შეთანხმებული მოქმედება. ვფიქრობ, ოცი წლის შემდეგ, ისევ გამოჩნდება რომელიმე გუნდი, რომელიც ამ მხრივ კიდევ ერთი ნაბიჯით წინ წასწევს ფეხბურთს".


– რამეს ხომ არ დაამატებდით ნათქვამს?

ექსკლუზივი: "მოიესი აწმყოსა და მომავალზე"

– "დიახ, მინდა ვთქვა, რომ დიდი იმედით შევყურებ უეფას მიერ შემოღებულ ფინანსურ "ფეარ–პლეის". როდესაც ყველანაირ ბიზნესში, მათ შორის ფეხბურთშიც, ფინნსური წამგებიანობა, რომელიც საფუძველშივე ეწინააღმდეგება მის არსს, ჩვეულებრივი მოვლენა ხდება, იქ ფართო ასპარეზი ეშლება გარიგებულ მატჩებს, ფულის გათეთრებასა და ათასგვარ კრიმინალს. ეს ფეხბურთს თუ არ დაღუპავდა, ძალიან აზარალებდა და კარგია, რომ მის წინააღმდეგ ასეთი ეფექტური საშუალება გამოინახა, თუმცა მის რეალიზებას დიდი ყურადღება და დროდადრო კორექტირება აუცილებლად დასჭირდება".


- და ბოლოს, როგორ მოგეწონათ "მანჩესტერული" ატმოსფერო?

ექსკლუზივი: "მოიესი აწმყოსა და მომავალზე"

- "ჯერ სულ რაღაც დღეებია, რაც "მანჩესტერ იუნაიტედს" შევუერთდი და იმდენი საინტერესო, რამ ვნახე მთელი ერთი დღე ლაპარაკით ვერ მოვრჩები. ეს კლუბი ლეგენდებითაა აღსავსე, მისვლისთანავე ყველანი კარგად დამხვდნენ და ძალიან კმაყოფილი დავრჩი ამ ფაქტით".


წყარო: soccerlens.com
სიახლეები, სტატიები, ახალი ამბები, ინტერვიუები, ვიდეოები
18 კომენტარი
№11
ავტორი: gilmour
9 ივლისი 2013 09:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
washington,
მაგარია გაიხარე!
ესმის რა ამ კაცს ყველაფერი რაც ფეხბურთთანაა კავშირში. მეც მაგარი იმედი მაქვს.
0
№12
ავტორი: UTD-Rule
9 ივლისი 2013 09:43
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ყოჩაღ good2 საინტერესო იყო winked WE TRUST IN MOYES
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№13
ავტორი: rooney and persi
9 ივლისი 2013 10:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 80
ძაან მაგარია
0
№14
ავტორი: TrueRed
9 ივლისი 2013 10:35
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
საღოლ გიო. დიიდიი იმედი მაქვს დევიდის, ვნახოდ რა იქნება. იმედია გაამართლებს და ამდენ ხალხს იმედს არ გაუცრუებს...
0
№15
ავტორი: ReDDeviLL
9 ივლისი 2013 12:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
საღოლ ))))) love
0
№16
ავტორი: washington
9 ივლისი 2013 15:48
  • სიახლეები: 179
  • კომენტარები: 383
Luka Gelashvili,
NeymaR,
Becksy,
BERDI MAN_FAN,
VaRdo,
zau,
red devil,
gilmour,
UTD-Rule,
rooney and persi,
TrueRed,
ReDDeviLL,
გაიხარეთ <333 ხშირად იხილავთ ასეთ საინტერესო ინტერვიუებს : *

– "საერთოდ დიდი გამარჯვება მთელი ძალების გარეშე არ მოდის, ეს თანამედროვეობის მოთხოვნაა. თქვენ რა გგონიათ, ფეხბურთელებზე ნაკლებად დაღლილი ვარ? დღეღამეში 16 საათს ვმუშაობ და ძილშიც ფეხბურთზე ვბოდავ". - დევიდ მოიესი

love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№17
ავტორი: frankie
9 ივლისი 2013 21:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 148
washington,კლასიკა ხარ ძმაო კლასიკა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ http://assets.sbnation.com/assets/2818167/duncanmiss.gif
№18
ავტორი: washington
10 ივლისი 2013 12:33
  • სიახლეები: 179
  • კომენტარები: 383
ციტატა: frankie
washington,კლასიკა ხარ ძმაო კლასიკა

love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top